გერმანული გამოცემა „შპიგელი” „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა ორჯერ დაარღვია ანტიდოპინგის წესები. ერთი თამაში, რომელმაც ეჭვი გამოიწვია გახლდათ ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალი „იუვენტუსთან” (4:1), ხოლო მეორე ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი „მალაგასთან” (2:1). „იუვენტუსთან” შეხვედრის შემდეგ რამოსის შარდში დექსამეტაზონი აღმოუჩენიათ. ამ ნივთიერებას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და ის ჩვეულებრივ წამლებშია,...
ჭდე: რეალი
მიზანი, რომელიც 100 მილიონზე მეტია
„სანის” ცნობით „რეალი” მარკუს რეშფორდისა და კრისტიან ერიკსენის შესაძენად ინგლისურ ბაზარზე აპირებს გასვლას. მადრიდელები 90 მილიონი გირვანქით ანუ 101 მილიონი ევროთი ყოფილან შეიარაღებულნი. გაზეთის ცნობით „რეალის” შეფებს ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა უნახავთ და რეშფორდის თამაში მოსწონებიათ. მათ იმედი აქვთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელის ნაწილს მაინც შეავსებს....
დიდი მთხოვნელები და ერთგულება
„პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ ვილნევმა ინტერვიუში არსენ ვენგერისა და კარიერის გაგრძელების იმ ვარიენტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მის მეგობარს იმ პერიოდში ჰქონდა. მოგეხსენებათ, ფრანგმა მწვრთნელმა ლონდონის გუნდი 22 წლიანი ეპოქის შემდეგ, 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. ვილნევი ამბობს, რომ მას გერმანიასა და ესპანეთში გადასვლის ვარიანტები ჰქონდა. „იყო ორი კლუბი, რომელთაც ყოველთვის უნდოდათ მისი გადაბირება,...
დიდი ბრძოლა კატალონიელი დანი ოლმოსთვის
„დიარიო სპორტი” 20 წლის კატალონიელი ფეხბურთელის დანი ოლმოს ბედით დაინტერესდა. დანი ოლმო, რომლის სრული სახელია დანიელ ოლმო კარვახალი, 2014 წელს ყველას გასაკვირად ზაგრების „დინამოში” გადავიდა და დღეს მისი გადაბირება ევროპის გრანდებს სურთ. გაზეთი წერს, რომ აქამდე ხსენებული გრანდები ნაკლებად აქტიურობდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ზაფხულამდე გარემარბის ხელში ჩაგდება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ახლა კი ისინი გააქტიურდნენ და...
უარი საოცარ ხელფასზე
მაურისიო პოჩეტინიომ „რეალს” კიდევ ერთხელ შეუთვალა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ერთგულად რჩება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგებას არ აპირებს. ამის წაკითხვაზე ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ 46 წლის არგენტინელის პოზიცია ახალი არ არის და მისი გამეორება სრულიად ზედმეტი იყო, მაგრამ მართალი არ იქნება — ამჯერად სიახლე ის თანხაა, რომელიც მადრიდელებმა „დეზების” თავკაცს შესთავაზეს. საუბარი ასტრონომიულ გასამრჯელოზე, წელიწადში 17...
განრიგი რეალის გულშემატკივართათვის
„რეალმა” „ლა ლიგაში” ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „ვალიადოლიდთან” გაიმარჯვა – 2:0. მასპინძლებს იღბალი დაეხმარა. სტუმართა მიერ ხარიხისთვის ორჯერ გარტყმულ ბურთს თუ გნებავთ სულ ნუ მივიღებთ მხედველობაში — 18 წლის ვინისიუსის გარდამტეხი გოლიც იღბლის დამსახურება იყო. ბრაზილიელის დარტყმული მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება მკვეთრად შეიცვალა და კარში ისე შევარდა. იღბალი ფეხბურთში, რასაკვირველია, საჭიროა. ამიტომაც დაარქვა „მარკამ”...
შეწყვიტეთ გინება!
„კამპ ნოუზე” ნამდვილი სპორტული სულის დემონტსტრაცია მოხდა: „ბარსელონას” ფანები ტრიბუნებიდან „რეალის” კაპიტან სერხიო რამოსს ერთხმად „ბ…ის შვილს” ეძახდნენ, მაგრამ მისმა კოლეგამ და ყოფილმა თამაგუნდელმა ესპანეთის ნაკრებში, ჟერარდ პიკემ ხალხს ჟესტით მოუწოდა სკანდირება შეეწყვიტა და გააჩერა.
რეალში მწვრთნელი შეიცვლება
მადრიდული „მარკა” წერს, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის დირექტორატს უახლოეს საათებში მწვრთნელის საკითხზე დაელაპარაკება და ხულენ ლოპეტეკის სავარაუდოდ ანტონიო კონტე შეცვლის. „ელ კლასიკოში” 1:5 დამარცხება, როგორც ჩანს მადრიდელთა შეფების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. „მარკა” წერს, რომ კონტე ესპანეთის დედაქალაქში შესაძლოა ორშაბათსვე, ანუ დღეს, ის კი არა და დილითვე ჩაფრინდეს. და თუ კონტეს ასე...
რეალმა 50 გოლი დაკარგა
დღეს „ელ კლასიკოა” — „კამპ ნოუზე” „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს. ეს გახლავთ ესპანეთის ორი უდიდესი კლუბის 272-ე დაპირისპირება, რომელიც აგრეთვე იმით არის საინტერესო, რომ 2007 წლის მერე პირველია, რომელშიც მონაწილეობას არც მესი მიიღბს და არც რონალდუ. თამაშის დაწყებამდე საათებია დარჩენილი. მოახლოებული მატჩის შესახებ აზრი ჰკითხეს პეპ გვარდიოლას — „ბარსას“ თავკაცს 2008-12 წლებში. მექსიკური Univision-ისთვის მას ინტერვიუ ყოფილმა თანაგუნდელმა, „ბლაუგრანასა”...
კლასიკო მესითა და რონალდუთი არ დაწყებულა
ხვალინდელი „ელ კლასიკოს” წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე „ბარსელონას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ დაჭრილი „რეალი” საღ-სალამათზე უფრო საშიშია. ვალვერდეს აზრით „კამპ ნოუზე” მოპოვებული წარმატება ხულენ ლოპეტეგის გუნდისთვის შეიძლება უებარი წამალი გამოდგეს. „ჩვენ ბოლო ორი თამაში („სევილიასა” და „ინტერთან”) შესანიშნავად ჩავატარეთ და ამ აღმასვლას ხვალინდელი წარმატებით შეიძლება დიდებული გაგრძელება მოვუძებნოთ, — თქვა „ბარსას” თავკაცმა, — გამარჯვებისთვის კი...








