ჭდე: რეალი

Home რეალი
კონტე 9,5 მილიონზე უარს ამბობს
ჩანაწერი

კონტე 9,5 მილიონზე უარს ამბობს

იტალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ ანტონიო კონტე 9,5 მილიონ გირვანქაზე უარის თქმას დაყაბულდა, ვინაიდან მისი სამსახურში აყვანა არც მეტი-არც ნაკლები „რეალს” უნდა. 49 წლის კონტე მადრიდში ხულენ ლოპეტეგის შემცვლელად შეუგულებიათ — მოგეხსენებათ ლოპეტეგის ხელში „თეთრების” საქმე ცუდად მიდის. ახლა იმის შესახებ, თუ რა 9,5 მილიონ გირვანქაზეა ლაპარაკი: კონტე „ჩელსის” თავკაცი იყო, რომელსაც დასავლეთ ლონდონელებმა ზაფხულზე...

პარიზელები სანადიროდ გამოდიან
ჩანაწერი

პარიზელები სანადიროდ გამოდიან

ამბობენ, რომ „პარი სენ ჟერმენი” ნეიმარისა და კილიან მბაპეს შემდეგ, ზაფხულში, კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. არსებობს ასეთი იტალიური საიტი Calciomercato, რომელიც ტრანსფერების ამბავს აშუქებს. ის წერს, რომ პარიზელთა მომდევნო მსხვილი სამიზნე „რეალის” გერმანელი ნახევარმცველი 28 წლის ტონი კროოსია. თუ კროოსის მაღალ ოსტატობასთან ერთად იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პსჟ-ს მწვრთნელი თომას ტუხელი გერმანელია და გუნდში თანამემამულეს...

ის იქით, ეს აქეთ
ჩანაწერი

ის იქით, ეს აქეთ

გარეთ ბეილი სულ დამტვრეულია, ქარიმ ბენზემა საკუთარი თავის ჩრდილია… „რეალში” სხვაც ბევრი რამ ხდება ისეთი, „ლოს ბლანკოსს” რომ არ შეჰფერის და ამიტომაც ამბობენ, მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის წყალი აქვს შეყენებულიო. ამ ბოლო დღეებში კი გავრცელდა ჭორი, რომ ფლორენტინო პერესს „სანტიაგო ბერნაბეუზე” კვლავ ჟოზე მოურინიუს დაბრუნება უნდა. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლოა...

ვინ იცის ლოპეტეგის ამბავი?
ჩანაწერი

ვინ იცის ლოპეტეგის ამბავი?

„რეალმა” პლზენის „ვიქტორიას” 2:1 მოუგო და ხუთმატჩიანი დათარსული სერია დაასრულა, მაგრამ გამარჯვება შთამბეჭდავი არ ყოფილა და ხულენ ლოპეტეგის მომავალიც კვლავ ბუნდოვანია. არადა კვირას, 28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე” „ელ კლასიკოა”. „ბარსელონაში გუნდს მე ვუხელმძღვანელებ თუ არა, ჩემზე არ არის დამოკიდებული, — თქვა „რეალის” ბასკმა თავკაცმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე, — ერთადერთი, რაც ამჟამად დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ ის არის, რომ...

ლოპეტეგის სამშაბათამდე არ მოხსნიან
ჩანაწერი

ლოპეტეგის სამშაბათამდე არ მოხსნიან

„რეალის” კრიზისი ღრმავდება — მადრიდელებმა შინ წააგეს „ლევანტესთან”, 1:2. AS წერს, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ იქვე, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „ლოს ბლანკოსის” გაწბილებულ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობიდან დაუყოვნებლივ არ მოხსნის. სამშაბათს, 23 ოქტომბერს, „რეალს” პლზენის „ვიქტორიასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კვლავ ლოპეტეგი უხელმძღვანელებს. ლოპეტეგისთან შეხვედრამდე ფლორენტინოს „რეალის” მოთამაშეებთან და ტექნიკურ პერსონალთანაც...

ბედნიერი და ბედნიერი ედენ აზარი
ჩანაწერი

ბედნიერი და ბედნიერი ედენ აზარი

„ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა კვირას, საუთჰემპტონში, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. ლონდონელებმა 3:0 მოიგეს. აზარი შესანიშნავ ფორმაშია, 7 გოლით ბომბარდირთა შორისაა. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ის ყოველ 82 წუთში მეტოქის კარში ბურთს აგდებს, მაგრამ გოლებისგან განსხვავებით სიტყვებს, რომლებიც ვარსკვლავმა „სენტ მერიზე” თამაშის შემდეგ თქვა, საეჭვოა „ჩელსის” გულშემატკივარი გაეხარებინა. „ახლა მართლაც შესანიშნავ ფორმაში ვარ. ნამდვილად...

ვადა ელ კლასიკომდე
ჩანაწერი

ვადა ელ კლასიკომდე

„ელ კლასიკო” 28 ოქტომბერს არის. ის „კამპ ნოუზე” გაიმართება და, როგორც ამბობენ, „რეალის” თავკაც ხულენ ლოპეტეგისაც სწორედ ოქტომბრის ბოლომდე აქვს ვადა მიცემული. შაბათს, „რეალი” „ალავესთან” დამარცხდა 0:1, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ბოლო ოთხი თამაშიდან სამი წააგო. სხვა სიტყვებით, მადრიდელებს 22 სექტემბერს „ესპანიოლთან” მოგების შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ. ცუდი შედეგების მიუხედავად, „რეალი” ცხრილში მაინც მეოთხე ადგილზეა,...

მესის ჰეთ-თრიკი რეალისთვის კარგია?
ჩანაწერი

მესის ჰეთ-თრიკი რეალისთვის კარგია?

სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, „ეინდჰოვენთან”, ლეო მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი შესაძლოა „რეალისთვის” კარგი ნიშანი იყოს. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” ჰოლანდიელ სტუმრებს „კამპ ნოუზე” 4:0 მოუგო. სამი გოლი მესიმ შეაგდო, ერთიც — ოსმან დემბელემ. არგენტინელმა პირველი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა; მეორე გაუჩერებლად — მეტად ტექნიკური დარტყმით, მესამე კი დაახლოებით 15-20 მეტრიდან. ამრიგად, „ბლაუგრანას” ლიდერი გახდა ჩემპიონთა...

რონალდუსთან არც მილაპარაკია
ჩანაწერი

რონალდუსთან არც მილაპარაკია

სულ ცოტა ხნის წინ 52 წლის ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის რუსეთში გახლდათ გუნდთან ერთად ჩასული. მერე კი მოხდა ის, რაც ყველამ კარგად იცის — ლოპეტეგი „რეალს” შეუთანხმდა, რომ მუნდიალის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადავიდოდა, რასაც ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციაში სკანდალი მოჰყვა და პორტუგალიასთან პირველ თამაშამდე სამი დღით ადრე ის სამსახურიდან მოხსნეს....

მესი და რონალდუ
ჩანაწერი

მესი და რონალდუ

ლეო მესიმ კატალონიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საკითხზე ილაპარაკა, რომელთა შორის ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლა იყო. „რეალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დიდებული შემადგენლობით, მაგრამ ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა მისთვის კარგი ვერაფრით იქნება. ეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ აშკარა ფავორიტად „იუვენტუსს” აქცევს. რონალდუს გადასვლამ გამაკვირვა. ვერც ის წარმომედგინა „რეალს” თუ დატოვებდა და ვერც ის,...