ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ფეხბურთის მოყვარულებს გული არ დასწყვიტა — წარმოიშვა რამდენიმე ინტრიგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „იუვენტუსის” დაპირისპირებაა: ჟოზე მოურინიუ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ. თითქოს ორი პორტუგალიელის შეხვედრაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ისინი „რეალში” ერთად მუშაობდნენ და კონფლიქტით დაშორდნენ. მოურინიუ 2013 წელს „სანტიაგო ბერნაბეუდან” მის გაგდებაში თუკი...
ჭდე: რეალი
კრიშტიანუ, სერ ალექსი და ფუჭი ფინტები
კრიშტიანუ რონალდუმ გაიხსენა, როგორ აუკრძალა სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში ზედმეტი ფინტების კეთება, კერძოდ კი ბურთზე ფეხის ბევრჯერ გადატარება. „სანი” წერს, რომ სერ ალექსისთვის რონალდუ მის 26 წლიან ეპოქაში ალბათ ყველაზე ძვირფასი მარგალიტი იყო, რომელიც ლეგენდარულ მწვრთნელს გამორჩევით უყვარდა. პორტუგალიელი ვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში” ლისაბონის „სპორტინგიდან” 2003 წელს გადავიდა. მაშინ ის 18 წლისა იყო...
რამოსმა კლოპს შვიდი შეახსენა
იურგენ კლოპსა და სერხიო რამოსს შორის კამათი გრძელდება. ეს ის კამათია, რომელიც მაისის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში „ლივერულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი „რეალის” მცველსა და კაპიტანთან ჭიდაობის მსგავს ორთაბრძოლაში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. თითქოსდა ჩამცხრალი ვნბათაღელვა გასულ კვირაში მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა განაახლა, როდესაც რამოსის „ნებისმიერ ფასად გამარჯვების სტილი” გააკრიტიკა. „რეალს”...
რივალდო: ნეი ბოლოს მაინც რეალში წავა
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა, ბრაზილიელმა რივალდომ, რომელიც 1997-2002 წლებში „ბარსელონაში” თამაშობდა, თანამემამულე ნეიმარზე ლაპარაკის დროს თქვა: „ამ ეტაპზე ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში” დარჩება, მაგრამ თავს თუ მოვუყრი ყველაფერს, რაც მის შესახებ მსმენია, შემიძლია ვივარაუდო, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გადავა „რეალში”. ვიმეორებ, ნეი რომ კიდევ ერთი სეზონით საფრანგეთში დარჩება, ამას წყალი არ გაუვა, თუმცა…...
კოვაჩიჩი ლონდონში გადავიდა
დღეს მატეო კოვაჩიჩს „ჩელსის” ექიმები შეამოწმებენ და „რეალიდან” იჯარით მისი „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლაც ოფიციალურად დადასტურდება. „ჩელსის” „მანჩესტერ იუნაიტედი” უწევდა კონკურენციას, მაგრამ დასავლეთ ლონდონელებმა აჯობეს. ჯერჯერობით ისე გადაწყდა, რომ ხორვატი ნახევარმცველი პრემიერლიგაში ერთ წელიწადს დაჰყოფს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის მადრიდიდან ლონდონში გადაბარგება ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას საპირისპირო მიმართულებით მგზავრობას დაემთხვა — მონდიალის საუკეთესო გოლკიპერი 38 მილიონ გირვანქად „ჩელსისგან”...
კურტუა გაფიცულია
მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე, ბელგიელი ტიბო კურტუა გაიფიცა. ამ ხერხით ის ცდილობს „ჩელსი” აიძულოს „რეალთან” საერთო ენა გამონახოს და მის მადრიდში ტრანსფერს დაყაბულდეს. წინასწარი გეგმის თანახმად კურტუა ორშაბათს „ლურჯების” ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის უნდა შეხვედროდა, მაგრამ გოლკიპერი კობჰემის საწვრთნელ ცენტრში არ მივიდა. მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში სატრანსფერო ბაზარი ხუთშაბათს იხურება, ამიტომ დასავლეთ ლონდონელებს პრობლემის სწრაფად მოგვარება ჰმართებთ....
კოვაჩიჩი გაიფიცა
ხორვატმა მატეო კოვაჩიჩმა გადაწყვიტა „რეალთან” ურთიერთობა გაწყვიტოს და გაფიცვა გამოაცხადა: სანამ ჩემი ტრანსფერის საკითხს არ გაარკვევთ, ვარჯიშზე არ მოვალო. დრო გადის, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი მადრიდელებისგან პასუხს ელის, მაგრამ მისთვის სახეირო რომ არაფერი გამოჩნდა, გადაწყვიტა რადიკალური ზომებისთვის მიემართა. რამდენ ხანს შეძლებს ასე ყოფნას და რამდენად მომგებიანი იქნება ეს მისთვის უცნობია, მაგრამ ამ ეტაპზე 24 წლის ნახევარმცველი...
გაუშვით კურტუა შვილებთან
ტიბო კურტუას აგენტმა „ჩელსის” სთხოვა, საქმის გაჭიანურებას შეეშვას და ბელგიელ მეკარეს ნება დართოს მისთვის საოცნებო მადრიდში გადაბარგდეს. მოგეხსენებათ, რომ კურტუას ფასი დაახლოებით 40 მილიონი გირვანქაა. მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერი კი არ მალავს, რომ „რეალში” უნდა გადასვლა, მაგრამ დასავლეთ ლონდონელები ფეხს ითრევენ. კურტუას ლტოლვა მადრიდისკენ მხოლოდ ფეხბურთით არ არის განპირობებული. მისი ორი შვილი მადრიდში იზრდება და...
მანჩესტერში გადასვლას რეალში ჯდომა უჯობს
ამბობენ, თითქოს მატეო კოვაჩიჩს უთქვამს, „მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემი ფეხი არ იქნება, ჟოზე მოურინიუსთან ვერ გავჩერდებიო. არადა ფაქტია, რომ 24 წლის ხორვატი ნახევარმცველი „რეალიდან” წასვლაზე ფიქრობს, რადგან მადრიდში იშვიათად ათამაშებენ, მას კი პრაქტიკა და რეგულარულად თამაში სჭირდება. „იუნაიტედმა” „თეთრებს” კოვაჩიჩის სანაცვლოდ 53 მილიონი გირვანქა შესთავაზა. ასახელებენ კოვაჩიჩის უარის მეორე მიზეზს: თითქოს ხორვატს მანჩესტერული გუნდი მოურინიუსთან პიროვნული...
რეალს აზარი შეეცვალა
„სანი” წერს, რომ ედენ აზარს შეუძლია „რეალში” გადასვლაზე ოცნება მოთოკოს — მადრიდელები ბელგიის ნაკრების კაპიტანზე აღარ ფიქრობენ და „ჩელსისგან” მხოლოდ მეკარე ტიბო კურტუა უნდათ. დასავლეთ ლონდონელები აზარის სანაცვლოდ „რეალისთვის” 150 მილიონი გირვანქის გამორთმევას აპირებდნენ, მაგრამ „თეთრებს” გადაუწყვეტიათ არ აჩქარდნენ — ბოლოს და ბოლოს, ერთი წლის შემდეგ თავდამსხმელი შეიძლება დღევანდელის ნახევარი ფასიც კი ღირდეს. დღეს ბელგიელი...









