ყველა მწვრთნელს თავისი მეთოდი აქვს. ისიც ფაქტია, რომ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ამ მეთოდების მიხედვით ბევრს ვერაფერს დაასკვნი, წარმატებული და წარუმატებელი სეზონის ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ თემა მაინც საინტერესოა. „მარკაც” სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ესპანურმა გაზეთმა „რეალის” ვალდებებასის საწვრთნელ ცენტრში შეიხედა. მართალია, „რეალის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ბოლო დღეებამდე მეტწილად ჯერ კიდევ დასასვენებლად იყვნენ და ახალ მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის,...
ჭდე: რეალი
აზარი და კურტუა ერთად
„რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჩქარობს. მწვრთნელის ზინედინ ზიდანისა და მთავარი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მას „გალაქტიკოები” სჭირდება. ამასთან, როგორც ჩანს „რეალის” ბოსები მიხვდნენ, რომ „პარი სენ ჟერმენისგან” კილიან მბაპეს ან ნეიმარის ყიდვას ვერ შეძლებენ და მთელი ძალისხმევა ლონდონისკენ მიმართეს. ახლა პერესის ინტერესის საგანს ედენ აზარი წარმოადგანეს. მოგეხსენებათ, აზარმა ახლახან დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა...
რეალი ნეიმარის შესახებ
უკვე დიდი ხანია დადის ჭორი, რომ „რეალს” ნეიმარის შეძენა უნდა. მას მერე, რაც მადრიდელები კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა ეს ჭორები კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ „რეალმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა — მას „პარი სენ ჟერმენის” მოთამაშე არ არინტერესებს. ამ ზაფხულზე უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მადრიდელები ბრაზილიელი ვარსკვლავის გამო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ. პირველად ნეიმარის შეძენის სურვილი მათ 2 ივლისს იუარეს...
ვინ იხეირებს კრექსიტით
კრიშტიანუ რონალდუ 105 მილიონ ევროდ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა. მადრიდელებს დააკლდათ ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის ისტორიაში წარმოუდგენელი რეკორდი დაამყარა: 438 შეხვედრაში 450 გოლი გაიტანა. „თეთრების” გულშემატკივრებს პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან გაუჩნდათ შეკითხვა, რატომ არ გაიღო დიდძალი თანხა ოღონდ კი ვარსკვლავი, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” დეკადა დაამშვენა, დაეტოვებინა. და მაინც, გაზეთ AS-ის თქმით „რეალში” არიან ფეხბურთელები, რომლებიც პორტუგალიელის წასვლით იხეირებენ....
რატომ არ უნდა ნეიმარს რეალში გადასვლა?
კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა. ახლა საინტერესოა ვინ დაიკავებს მის ადგილს მადრიდში. „შპორტ ბილდი” წერს, რომ „თეთრების” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ყველაფერს ნეიმარის ყიდვა ურჩევნია, მაგრამ ბრაზილიური GloboEsporte-ს ვარაუდით „რეალი” დიდ წინააღმდეგობას წააწყდება და არა მხოლოდ „პარი სენ ჟერმენის” არამედ საკუთრივ ფეხბურთელის მხრიდანაც. მიზეზი: ნეიმარს მადრიდში გადასვლა იმიტომ უნდოდა, რომ რონალდუსთან წყვილში დიდი ტიტულების მოგების ეიმედებოდა....
ბარსას თავში აზარი მოუვიდა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონა” ედენ აზარის შეძენის ვარიანტებს განიხილავს. არადა, ბოლო წლებია აზართან დაკავშირებით სულ „რეალზე” ლაპარაკობენ. „კამპ ნოუზე” ბელგიელის შეძენა ერნესტო ვალვერდეს გუნდის გასაძლიერებლად ზედგამოჭრილ სატრანსფერო ნაბიჯად მიუჩნევიათ. როგორც ჩანს „ჩელსიდან” წასვლაზე უარს არც თავად ფეხბურთელი ამბობს. მიზეზი გასულ სეზონში, პრემიერლიგაში, ლონდონელთა უხეირო გამოსვლაა — „ჩელსი” მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და...
რონალდუმ ფიატის მუშები აღაშფოთა
„იუვენტუსის” გულშემატკივრებს შესაძლოა ძალიანაც უხარიათ, მაგრამ „ფიატის” მუშებს კრიშტიანუ რონალდუს მადრიდიდან ტურინში გადაბარგება აღიზიანებთ — ეს ინფორმაცია ესპანურმა AS-მა გაავრცელა. გაზეთი ამბობს, რომ „იუვენტუსი” რონალდუს სანაცვლოდ „რეალს” 220 მილიონ ევროს გადაუხდის. მოგეხსენებათ, საავტომობილო კონცერნ „ფიატის” მეპატრონე „იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელია. „იგუაინი არ ეყოფოდათ, ახლა კრიშტიანუ რონალდუს ყიდულობენ? — გაბრაზდა მავანი ჯერარდო ჯანონე, რომელიც „ფიატის” იმპერიაში...
მარკა ლეგენდას დაემშვიდობა
მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” მთავარ თემად „რეალის” დიდ ლეგენდასთან, კრიშტინუ რონალდუსთან გამოთხოვება გამოიტანა და მართალია პორტუგალიელი ვარსკვლავის „იუვენტუსში” გადასვლა ოფიციალურად ჯერაც არავის დაუდასტურებია, ამ წერილის ფრაგმენტებს გთავაზობთ: „ურთიერთობა მადრიდის „რეალსა” და კრიშტიანუ რონალდუს შორის ცხრა წლის შემდეგ სრულდება. თითქმის დეკადა გავიდა, რაც პორტუგალიელმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ტიტულ-ტიტულ დაიმკვიდრა ადგილი კლუბის ისტორიაში უდიდეს ვარსკვლავთა შორის. თუმცა ვინ იცის, იქნებ საუკეთესოც...
AS საათებს ითვლის
„კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლას თითოეული საათი აახლოვებს”, — წერს ესპანური გაზეთი AS. მისივე ცნობით პორტუგალიელ ვარსკვლავს იტალიურ კლუბთან უკვე რამდენიმე კვირაა წვრილმანებიც კი შეთანხმებული აქვს და უახლოეს დღეებში ვარაუდობს იტალიაში გადაბარგებას. ერთადერთი, რაც ამ საქმის დასრულებას აკლია კლუბებს შორის მოლაპარაკება გახლავთ. „ბებერმა ქალბატონმა” მადრიდელებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, „თეთრებს” კი როგორც ჩანს...
ახლა კი მგონი მართლა მიდის
„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ. 2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა. მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი...









