„რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჩქარობს. მწვრთნელის ზინედინ ზიდანისა და მთავარი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მას „გალაქტიკოები” სჭირდება. ამასთან, როგორც ჩანს „რეალის” ბოსები მიხვდნენ, რომ „პარი სენ ჟერმენისგან” კილიან მბაპეს ან ნეიმარის ყიდვას ვერ შეძლებენ და მთელი ძალისხმევა ლონდონისკენ მიმართეს.
ახლა პერესის ინტერესის საგანს ედენ აზარი წარმოადგანეს. მოგეხსენებათ, აზარმა ახლახან დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა რამაც მისი საბაზრო ფასი მხოლოდ გაზარდა. შესაბამისად, სანამ სხვა მყიდველებიც გამოჩენილან და ვაჭრობას ფასი კიდევ უფრო არ გაუზრდია, „რეალმა” უნდა მოახერხოს და რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს ბელგიელი ვარსკვლავი.
მადრიდელებმა გეგმაც შესაბამისი შეადგინეს. ისინი „ჩელსის” მხოლოდ აზარის კი არა, არამედ მისი და მეკარე ტიბო კურტუას ერთად გაყიდვას სთავაზობენ. ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ „რეალმა” მარტო აზარში „ლურჯებს” ოფიციალურად 170 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ახლა ბელგიური Het Laatste Nieuws-ს ცნობით აზარსა და კურტუაში 225 მილიონს იხდის.
საინტერესოა, რომ ბოლოხანს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე კურტუა არ მალავს, რომ ესპანეთში სურს გადაბარგება სადაც მისი შვილები ცხოვრობენ. მონდიალის ნახევარფინალში ინგლისთან გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესი-კონფერენციაზე კი მან ხუმრობით, მაგრამ გასაგებად თქვა: „თუ აზარი წავა, მეც წავალ. ჩვენი დაცილება არ შეიძლება”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
