„ფრანს ფუტბოლის“ მიერ ნომინირებულ 30 ფეხბურთელს შორის ერთადერთი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. მიზეზი: საქართველოს ნაკრებმა ვერ გადალახა შესარჩევი ეტაპი. „ეკიპის“ თქმით, ეს საინტერესო შემთხვევაა, მაგრამ ასეთი რამ პირველად არ ხდება. 2023 წელს შორტ-ლისტში მოხვედრილ 30 ფეხბურთელს შორის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდს არ ჰქონდა ნათამაშევი. მაშინ ფრანგმა ქარიმ ბენზემამ მუნდიალის წინ ტრავმა მიიღო....
ჭდე: ოქროს ბურთი
იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
„ფრანს ფუტბოლმა“ დაასახელა 2026 წლის „ოქროს ბურთისა“ და სხვა ჯილდოების ნომინანტები. საუკეთსოებს 26 ოქტომბერს ლონდონში დაასახელებენ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გარდა საყოველთაოდ ცნობილი ფრანგული ჟურნალი დაასახელებს საუკეთესო მეკარეს. ამ ჯილდოს ნომინანტთა შორის არის „პარი სენ ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, რუსი მატვეი საფონოვი. საფონოვის გარდა შორტ-ლისტში არიან ტიბო კურტუა (რეალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა/ჩელსი), იასინ ბონო (ალ-ჰილალი),...
ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის მფლობელი „პარი სენ ჟერმენი“ „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა რაოდენობით 2026 წელსაც დომინანტია. იმ პარიზელ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც „ფრანს ფუტბოლის“ 30 კაციან შორთ-ლისტში მოხვდნენ არის 2025 წლის გამარჯვებული ოსმან დემბელე. ასეთი შემთხვევა, წინა წლის ლაურეატი მომდევნო წელიწადსაც კანდიდატთა შორის რომ ყოფილიყო, 2023 წლის მერე არ მომხდარა – 2023-ში ეს გახლდათ ქარიმ ბენზემა. პსჟ-მ...
მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
კილიან მბაპეს გასულ სეზონში ტიტული არ მოუგია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შედეგად, ის „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. დღეს მბაპეს კლუბი, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაში „ინტერს“ ხვდება. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე მადრიდელთაგან ჟურნალისტთა კითხვებს სწორედ ფრანგმა გასცა პასუხი. „როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხარ აუცილებლად გაკავშირებენ ინდივიდუალურ ჯილდოებთანაც. ქუჩაში ხალხი მაჩერებს და...
30 კაცს ფრანს ფუტბოლი ორშაბათს დაასახელებს
ვინ გახდება 2026 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი? ვინ შეცვლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტახტზე ოსმან დემბელეს? ქართველ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ეს „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, თუმცა მოთმენა მოგვიწევს. პასუხს 26 ოქტომბერს ლონდონში გავიგებთ. მანამდე კი, ორშაბათს, 8 სექტემბერს „ფრანს“ ფუტბოლი დაასახელებს იმ 30 ფეხბურთელის ვინაობას, რომელთაგან ხმოსნებს საუკეთესოს ამორჩევა მოუხდებათ. როგორც „ეკიპი“...
პლატინიმ თქვა, კვარაო!
ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი „კანალ ფუტბოლ კლუბში“ გახლდათ მიწვეული, სადაც „ოქროს ბურთის“ ფავორიტი დაასახელა. მოგეხსენებათ, წლეულს „ფრანს ფუტბოლის“ საიუბილეო 70-ე დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. „მე პატარა ფსონს „პარი სენ ჟერმენის“ მოთამაშეზე, კვარაზე ჩამოვიდოდი, – თქვა „ოქროს ბურთის“ ზედიზედ სამგზის ლაურეატმა (1983, 1984, 1985), – ჩემი აზრით „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა...
დემბელეს იალამისთვის 321 ქულით გაუსწრია!
აქ საკამათო აღარაფერია. „ფრანს ფუტბოლის’’ 69-ე დაჯილდოების ოფიციალურმა მაუწყებელმა „ეკიპმა’’ გამოაქვეყნა გამოკითხვის საბოლოო სია ქულებით და გაირკვა, რომ ოსმან დემბელეს ლამინ იამალისთვის 321 ქულით გაუსწრია. შედარებისთვის: შარშან როდრიმ ვინისიუს ჟუნიორს 41 ქულით აჯობა. საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის ვარსკვლავს ფიფას რეიტინგის 100 ტოპ ქვეყნის (საქართველო 68-ე ადგილზეა) 100 ჟურნალისტიდან 73-მა პირველი ადგილი არგუნა. ბარსელონელი...
იამალის მამა გამძვინვარდა
2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელი გახდა ოსმან დემბელე! მას ჯილდო „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში, შატლეს თეატრში ლეგენდარულმა რონალდინიომ გადასცა. 28 წლის დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი ვინც ეს ჯილდო აღმართა. მანამდე იყვნენ: რაიმონდ კოპა (1958), მიშელ პლატინი (1983,1984,1985), ჟან-პიერ პაპენი (1991), ზინედინ ზიდანი (1998) და ქარიმ ბენზემა (2022). 2025 წელი ისტორიული გახლდათ დემბელეს კლუბისთვის...
… ის არის დემბელე!
პარიზის შატლის თეატრში 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა რონალდინიომ გამოაცხადა და… უსმან დემბელე თქვა მან… გასული სეზონში დემბელეს, ანუ პსჟ-ს მოგებულ ტიტულებზე აღარ მოვყვებით, მხოლოდ გეტყვით, რომ ყველა ტურნირზე მან 35 გოლი გაიტანა. „ფრანს ფუტბოლმა“ გამარჯვებულის სახელი ისე გულმოდგინედ შეინახა, დიდი ბრაზილიელის სიტყვებამდე დაბეჯითებით ვერავინ თქვა, ვინ მიიღებდა ამ ძვირფასს ჯილდოს. თავად რონალდინიომაც,...
პარიზული ქვაფენილის წითელი და შავი
დღეს პარიზი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს მასპინძლობს. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზზე უკვე მეორედაა ნომინირებული საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. რას გადააწყდებით მანჰეტენზე კვარტლებში, მილანში კიბეებზე, მოსკოვში ფიცარნაგებსა და პარიზში ქვაფენილზეო, თუ გვკითხეს, ვიცოდეთ, პასუხი თეატრია: ბროდვეი, ლა სკალა, ნა დოსკახ… მაგრამ პარიზი სხვაა, ის ხომ სიყვარულის გარდა თეატრების ქალაქიცაა – პალე როიალი, ოპერა გარნიე, კომედი...









