„ფრანს ფუტბოლმა” პირველად გამოავლინა საუკეთესო ფეხბურთელი ქალი. „ოქროს ბურთი” ერგო ნორვეგიელ ადა ჰეგერბერგს, რომელიც „ლიონში” თამაშობს და პარიზული შოუს ყველაზე უხერხული მომენტიც სწორედ მას შეეხო. ყოველ შემთხვევაში, ევროპულ სამყაროში, სადაც გალა წარმოდგენა ტარდებოდა, ამ ამბავს დიდი ყურადღება მიაქციეს. კერძოდ, ადა ჰეგერბერგს საღამოს ერთ-ერთმა წამყვანმა, „დი ჯეი” მარტინ სოლვეგმა ისეთი რამ ჰკითხა, რაც ბევრმა ქალთა უფლებების...
ჭდე: ოქროს ბურთი
ოქროს ბურთი ოქროს ხორვატს!
„ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა 33 წლის ხორვატი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ხმების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის გადაასწრო და მათ ათწლიან ბატონობას წერტილი დაუსვა. რონალდუ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველობდა, ამჯერად მეორე იყო. მესამე გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი, ფრანგი ანტუან გრიზმანი; მეოთხე მისი თანამემამულე კილიან მბაპე, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზითაც დააჯილდოვეს —...
აზარი: მოდრიჩი ოქროს ბურთს აღარ იმსახურებს!
ედენ აზარს ცოტა ხნის წინ თანაგუნდელმა ოლივიე ჟირუმ ჯადოქარი უწოდა, მაგრამ „ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავს ამ ეტაპზე ქება-დიდების მოსმენა არ სურს. ის ამბობს, რომ წლეულს „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთს” არ იმსახურებს, თუმცა იმასაც პირდაპირ დასძენს, რომ ჯილდო არც ხორვატ ფავორიტს ლუკა მოდრიჩს ეკუთვნის. „ადრე რომ ეკითხათ ვიტყოდი, რომ ღირსეული გამარჯვებული მოდრიჩი იქნებოდა, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული ოქტომბრის...
რონალდუმ “ოქროს ბურთი” დააბრუნა მესის გადაეცითო…
კატალონიურ სპორტულ გამოცემას, “ელ მუნდო დეპორტივოს” რამე დაესიზმრა თუ გადაწყვიტა საახალწლოდ უცნაურად ეხუმრა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: “ელ კლასიკოში” დამარცხების შემდეგ გულდამძიმებულმა კრიშტიანუ რონალდუმ “რეალის” გასახდელში განაცხადა, რომ ის “ოქროს ბურთს” არ იმსახურებს და აპირებს ჯილდო “ფრანს ფუტბოლის” რედაქციას დაუბრუნოს, რათა მან ის ღირსეულ მფლობელ ლეო მესის გადასცეს. გასახდელში თანაგუნდელებმა სცადეს...
ფრანს ფუტბოლმა ბურთი გაამზადა, რონალდუმ – ბუცი
დღეს პარიზში ოქროს ბურთის 62-ე მფლობელის ვინაობა გაირკვევა. საზეიმო ცერემონიალს საფრანგეთის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა წარუძღვება. მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთი“ 1956 წლიდან თამაშდებოდა ფრანგული „ფრანს ფუტბოლის“ ინიციატივით. 2010-15 წლებში „ფრანს ფუტბოლი“ საუკეთესოს ფიფასთან ერთად ასახელებდა, შემდეგ კი ისევ გაიყო და ფრანგულ ჟურნალს დაუბრუნდა. წლეულს ოქტომბერში ფიფამ უკვე ჩაატარა გამოკითხვა რომლის მიხედვითაც საუკეთესოდ...
ხვალ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაა, ზოგმა კი შვიდი რამ არ იცის
ხვალ, პარიზში, “ფრანს ფუტბოლის” დაჯილდოებაა. ამბობენ, რომ პრიზს კრიშტიანუ რონალდუს გადასცემენ და პორტუგალიელი “ოქროს ბურთების” რაოდენობით არგენტინელ ლიონელ მესის დაეწევა. “სანის” თქმით, ეს ამბავი ზოგს შეიძლება ახარებდეს, ზოგს არა, მაგრამ ყველაფერი რომ ზუსტად ასე მოხდება ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, არის ზოგიერთი რამ, რაც არ ვიცით და მოდი, ამჯერად ყურადღება ამაზე გადავიტანოთ. ფრანგული ჟურნალი “ფრანს ფურბოლი” წლის...





