სამხრეთ ამერიკაში, ისევე, როგორც ყველგან, კორონავირუსის გამო ფეხბურთი თითქმის დაკეტილია. მაგრამ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი თამაშს ისევ აგრძელებს. რონალდინიომ, რომლის ბოლო პროფესიონალური მატჩი „ფლუმინენსეში“ 2015 წლით თარიღდება, გასულ უქმეებზე ხუთი ბურთი გაიტანა და ექვსიც საგოლედ უპასა… ეს ამბავი პარაგვაის ციხეში მოხდა და საკმაოდ დაიწერა კიდეც, მაგრამ ახლა აქამდე უცნობ ამბებზე გეტყვით. პარაგვაული გაზეთის, La Nación-ის ცნობით,...
ჭდე: ოქროს ბურთი
თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
ნიდერლანდებს მსოფლიო ფეხბურთისთვის ბევრი ვარსკვლავი უჩუქებია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ბევრისთვის იოჰან კრუიფის შემდეგ საუკეთესო მარკო ვან ბასტენი გახლავთ. ამ დიდმა ფორვარდმა კი საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რაც, ვეჭვობთ, კრიშტიანუ რონალდუსა და მის ქომაგებს დიდად არ ეამებათ: „კრიშტიანუ რონალდუ უდავოდ მაღალი დონის ფორვარდია, მაგრამ ვინც ფიქრობს და ამასთან ერთად ამტკიცებს, რომ ის მესიზე უკეთესია...
რეალიდან ერთადერთი ოქროს ბურთიც მიდის
ფლორენტინო პერესმა წლეულს „რეალის“ სერიოზული „გადაიარაღება“ დააანონსა, თუმცა ხმაურიანი ტრანსფერები მხოლოდ ზაფხულშია მოსალოდნელი. როგორც წესი, დიდი საფეხბურთო ფორუმების წინ დონ ფლორენტინოს დარი საქმოსნები ფეხს ითრევენ: ემანდ ბევრმილიონიანმა შენაძენმა ევრო 2020-ზე ტრავმა არ მიიღოს, ან ეგებ, სულ სხვა ახალმა ტალანტმა დაიქუხოსო. ამასობაში კი ზინედინ ზიდანი ძველ კადრებ დაუნანებლად ეთხოვება და სახელფასო ფონდსაც მნიშვნელოვნად ათავისუფლებს. გუნდიდან ლუკა...
როდის მიეცემა ვან დაიკს რონალდუს მაგიდასთან დაჯდომის ნებართვა?
ორშაბათ საღამოს, „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთი” ლეო მესიმ მოიგო. მას ჩამორჩნენ „ლივერპულის” ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი და „იუვენტუსის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ. რონალდუ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია. ის იტალიაში დარჩა, სადაც „გრან გალა დელ კალჩოზე” სერა A-ს საუკეთესო მოთამაშისა და თავდამსხმელის პრიზები მიიღო. ვან დაიკი კი პარიზში გახლდათ. გამოკითხვის თანახმად ის...
ვულოცავთ მესის, თანავუგრძნობთ ვან დაიკს…
არავინ დავობს, რომ ლიონელ მესი ეპოქალური მოვლენაა და მისი მხილველნი განმსჭვალულნი მხოლოდ მადლიერების გრძნობით უნდა ვიყოთ – ვუყურებთ, ვხედავთ, გვიხარია. გასაგებია, რომ არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი (36 გოლი) გახდა, როგორც ჩემპიონთა ლიგის (12 გოლი), თუმც, მის ოპონენტს, ცენტრალურ მცველ ვირჯილ ვან დაიკს კონკურენციის გაწევა როგორ შეეძლო? ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო (ნახევარფინალში მესის „ბარსელონა“ გააგდო)...
„ოქროს ბურთის” ნომინანტები დაასახელეს
„ფრანს ფუტბოლმა” 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ანუ „ოქროს ბურთის” ნომინანტები დაასახელა. მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ძველი და კლასიკურია. ის 1956 წლიდან იღებს სათავეს. გამოკითხვაში ოდითგანვე ჟურნალისტები მონაწილეობდნენ – ქვეყნიდან ერთი. 1995 წლამდე ეს გახლდათ ევროპელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესოს გამოსავლენი რეფერენდუმი, თუმცა, 1995 წლიდან კონკურსში ევროპულ კლუბებში მოთამაშე სხვა კონტინენტების წარმომადგენლებიც შეიყვანეს. 2001...
გადადგეს ჯორჯ ვეა!
გახსოვთ გენიალური ჯორჯ ვეა? „მონაკოში“, „მილანში“ და პსჟ-ში ბურთაობით დაგვამახსოვრა თავი, უამრავი პერსონალური პრიზი მოიგო და მათ შორის უმთავრესი: 1995 წელს ვეა პირველი არაევროპელი შეიქნა, ვინაც „ოქროს ბურთის“ ირგუნა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ვეამ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და მშობლიურ ლიბერიაში ერთერთ გავლენიან ფიგურადაც იქცა. უახლოესვე არჩევნებზე ლიბერიელებმა ვეა პრეზიდენტად აირჩიეს. ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაუმჯობესება და...
მესი: ბოდიში!
ახლახან დასრულებულ კოპა ამერიკაზე, ბრაზილიის ნაკრებმა რომ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანა, ფეხბურთის ქომაგს შეხსენება არ სჭირდება. ისიც კარგად გეხსომებათ, მასპინძლებმა ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქეს და საფეხბურთო კუთხით უმთავრეს მტერ არგენტინის ნაკრებს 2:0 რომ მოუგეს, ფინალში კი პერუ დაამარცხეს. არგენტინელებს არც ის უნდა დავიწყებოდათ, რომ ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია...
ოქროს ბურთი ვირჯილ ვან დეიკს?
სამი წლის წინ „ოქროს ბურთის“ ბედის გადაწყვეტა ისევ მხოლოდ ჟურნალისტებს ანდეს (რამდენიმე წელიწადი „ფრანს ფუტბოლი“ და უეფა საუკეთესოს ერთობლივად ასახელებდნენ). 2016 და 2017 წლებში კრიშტიანუ რონალდუ იმდენად ეფექტური იყო, კითხვის ნიშნები არ გაჩენილა, მაგრამ გასულ წელს მედიამ, რომელსაც ისედაც უყვარს ახალი გმირების აღმოჩენა, მისი სრული ანტიპოდი გააპირველა. ლუკა მოდრიჩი კრიშივით ლამაზი ვერაა, ვერც მისებრი ტორსით...
ხმა მისცა კაცმა, რომელიც არ არსებობს
საინტერესო რამ მოხდა „ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებულ „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში: გაირკვა, რომ ჟურნალისტი, რომელმაც ხმა კომორის კუნძულების სახელით მისცა, არ არსებობს. ლაპარაკია მავან აბუ ბონიაზე. ბონიამ პარიზში ასეთი ხუთეული აფრინა: კილიან მბაპე, ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, ედენ აზარი და მოჰამედ სალაჰი. ამ ხუთეულს გნებავთ დაეთანხმეთ და გნებავთ ნუ დაეთანხმებით, მაგრამ ფაქტია, რომ მასში სენსაციური და...









