ჭდე: ნეიმარი

Home ნეიმარი
ნეიმარმა ბიჭები გაამხნევა
ჩანაწერი

ნეიმარმა ბიჭები გაამხნევა

მთელი ბრაზილია განიცდის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან გამოთიშვას, ნეიმარმა კი გლოვის პერიოდი უკვე გაიარა და როგორც ნამდვილი ლიდერი ცდილობს თანაგუნდელებს მხარში დაუდგეს. თანამედროვე ბრაზილიური ფეხბურთის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა გამამხნევებელი მესიჯები მისწერა ხორვატიასთან შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიაში ხელმოცარულ ამხანაგებს ტიაგო სილვას, როდრიგოსა და მარკინიოსს. „მე გადავწყვიტე მათი ნებართვის გარეშე გავასაჯაროო ჩვენი მიმოწერა, რათა ხალხმა დაინახოს რამდენად გვინდოდა...

ტიტე წავიდა, ნეიმარი რიგშია
ჩანაწერი

ტიტე წავიდა, ნეიმარი რიგშია

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ განაცხადა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტიდან წავიდა. ტიტეს ხელმძღვანელობით „სელესაო“ ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაგრამ ორჯერვე ამ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას – 2018 წელს რუსეთში გამართულ მონდიალზე ბელგიის ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა, ახლა კი პენალტების სერიაში ხორვატიამ. ტიტეს გარდა ბრაზილიის ნაკრები, შესაძლოა, ნეიმარმაც დატოვოს. ხორვატიასთან მატჩის...

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა
ჩანაწერი

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა

ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ… მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე მიიჩნია და მას სელფი სთხოვა. ფსევდო-ნეიმარმა ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ნამდვილი ნეიმარი კი სტადიონზე სულ არ ყოფილა, ის სასტუმროში დარჩა და ეკრანზე უყურა, თუ როგორ მოიგეს მისმა თანაგუნდელებმა კაზემიროს გოლით 1:0. ნეიმარს...

ნეიმარს ცრემლი წასკდა
ჩანაწერი

ნეიმარს ცრემლი წასკდა

ნეიმარმა ბრაზილიისა და სერბეთის შეხვედრაში ფეხი იტკინა და ცრემლი ვერ შეიკავა. ბრაზილიელებმა სერბებს 2:0 მოუგეს. „პარი სენ ჟერმენის” 30 წლის თავდამსხმელის წინააღმდეგ „ფიორენტინას” 25 წლის მცველმა ნიკოლა მელინკოვიჩმა იუხეშა. ნეიმარს 79-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ექიმებმა ნატკენ ადგილზე დაუყოვნებლივ დაადეს ყინული. ბრაზილიის ნაკრების ექიმმა თქვა, რომ ტრავმის სიმძიმის შესაფასებლად 24-დან 48 საათამდე დასჭირდება. უფრო ოპტიმისტური...

კვარა ათეულში…
ჩანაწერი

კვარა ათეულში…

ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს „ოქროს ბურთის“ პრეტენდეტთა ბრძოლაში მე-10 პოზიციაზე დაწინაურდა, – ასეთია გამოცემა goal.com-ის პოზიცია, რომელმაც 20 საუკეთესო კანდიდატი დაასახელა. გამოცემამ ყველა კანდიდატის მიერ 2022/23 სეზონში გატანილი გოლები და საგოლე გადაცემები დაითვალა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვსი წინ ამავე გამოცემამ ხვიჩა მე-15 პოზიციაზე დაასახელა, ახლა კი ქართველი შემტევი უკვე ათეულში მოხვდა: ლიონელ მესი, პარი სენ-ჟერმენი...

ნეიმარი გაბრაზდა
ჩანაწერი

ნეიმარი გაბრაზდა

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, იაპონურ „გამბა ოსაკასთან“ ამხანაგურ მატჩში (6:2) ისევ „მოიგონა“ თერთმეტმეტრიანი, რომელიც თავადვე შეასრულა. შედეგად, კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ამან 30 წლის ბრაზილიელი აღაშფოთა და სოც.ქსელში ბრაზიანი გზავნილი გამოაცხო: „მზად ვარ ასეთი კრიტიკისთვის, მაგრამ არ ვაპირებ ისეთ ადამიანებთან კამათს, ვინც სისულელეებს ლაპარაკობს. 13 წლის შემდეგ მაკრიტიკებენ. საკმაო ხანს ვიყავი ჩუმად. რაღაცეებს მეც არ...

ყველაზე ცუდი ფორმა
ჩანაწერი

ყველაზე ცუდი ფორმა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი 2022-2023 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. ფორმის დიზაინი ტრადიციულ, ძველებურ ფერებშია შესრულებული, მუქი ლურჯი მაისურა თეთრ-წითელი ვერტიკალური ზოლებით. საკლუბო ლოგო კი ამჯერად  შუაშია განთავსებული. ახალმა ფორმამ ქომაგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთმა დაწერა ინსტაგრამში: „ყველაზე ცუდი ფორმა, რომელიც ოდესმე მინახავს,“ მეორე: „ნაგავია.“ თუმცა უმეტესობას მოეწონა. მთავარი კი ის არის, რომ ფოტოსესიაში ახალი ფორმით...

არ მივდივარ !
ჩანაწერი

არ მივდივარ !

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარიზული კლუბის დატოვებას უახლოეს მომავალში არ აპირებს. „დღემდე ჩემთვის ტრანსფერის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ამ კლუბში თამაში კიდევ დიდხანს მსურს“, – დასძინა 30 წლის ბრაზილიელმა. საქმე ის არის, რომ წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ღირსეული წინადადების მიღების შემთხვევაში, პსჟ მზადაა ნეიმარს შეელიოს. ასევე,...

პსჟ-სთან კონტრაქტი მონობაა
ჩანაწერი

პსჟ-სთან კონტრაქტი მონობაა

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პსჟ-ის ფეხბურთელების სიტუაცია შეაფასა. უფრო ექს-ბარსელონებზე გაამახვილა ყურადღება. … რას ვიტყვი ნეიმარზე? ვის არ უყვარს ნეიმარი? ის გამორჩეული ფეხბურთელია და პსჟ-ს ახლა მისი გაშვება შეუძლია, თუმც ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ 4-5 წლით აქვს. ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ კლუბთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას აწერენ ხელს, ფაქტიურად მონობას თანხმდებიან. „ბარსას“ ყოფილი ფეხბურთელები აქ თუ დაბრუნდებიან, მხოლოდ თავისუფალი...

მესი შემოსავალშიც პირველია
ჩანაწერი

მესი შემოსავალშიც პირველია

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავი ლიონელ მესია. 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ლეომ 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 75 მილიონი ჯამაგირია, დანარჩენი კი სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები. მეორე ადგილზე „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გავიდა – 121,2 მილიონი დოლარით. მესამეზე...