ჭდე: ნეიმარი

Home ნეიმარი
მალე მოდი, შვილო, გელოდებით
ჩანაწერი

მალე მოდი, შვილო, გელოდებით

ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მეგობარ გოგონა ბრუნა ბიანკარდისთან ერთად სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა. წყვილმა გამოაცხადა, რომ შვილს ელოდებიან. გოგონამ ამას ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა, ფეხბურთელმა კი თავის პროფილზე ხელახლა გამოაქვეყნა. „ვოცნებობთ შენს დაბადებაზე, ვემზადებით ამისთვის. იმის ცოდნა, რომ მალე აქ იქნები ჩვენი სიყვარულის გასაძლიერებლად. მშვენიერ ოჯახში მოხვალ ძმასთან, ბებიასთან, ბიძასთან და დეიდასთან, რომლებიც...

ვარსკვლავების კავშირი პსჟ-ს აზიანებს
ჩანაწერი

ვარსკვლავების კავშირი პსჟ-ს აზიანებს

ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ კილიან მბაპეს, ნეიმარისა და ლიონელ მესის გაერთიანება გუნდს აზიანებს. ფორვარდების ერთობლივი თამაში გუნდში დისბალანსს იწვევს. პსჟ-ს მბაპეს შენარჩუნება სურს, ნეიმარს კი პარიზული სუპერკლუბის დატოვება არ უნდა. ამიტომ მესისთან განშორებას ამ სიტუაციაში ლოგიკურ გამოსავალს უწოდებენ, არგენტინელი საფრანგეთის დედაქალაქში  უკმაყოფილოა. მბაპეს და ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენთან“ გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებთ. მესის ხელშეკრულებას კი...

დიუგარი ნეიმარის ტრავმით ბედნიერია
ჩანაწერი

დიუგარი ნეიმარის ტრავმით ბედნიერია

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი (1994-2002 წლებში) კრისტოფ დიუგარი პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ტრავმას გამოეხმაურა. ნეიმარს მუხლის ტკივილის გამო სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. „ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო გუნდში არ არის. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა პსჟ-ის მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთვის. რაღაც მომენტში მას მოუწევდა გამბედაობის გამოჩენა და ბრაზილიელის მოშორება. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა...

 ბაიერნთან უნეიმაროდ
ჩანაწერი

 ბაიერნთან უნეიმაროდ

პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს. ბრაზილიელმა ტრავმა საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ლილის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო, რომელიც პარიზელებმა 4:3 მოიგეს. პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ ნეიმარს მარჯვენა ფეხზე კოჭის მყესები აქვს დაჭიმული. „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 8 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა მიუნხენელებმა...

ნეიმარი კი გართობის გუნებაზეა
ჩანაწერი

ნეიმარი კი გართობის გუნებაზეა

„პარი სენ ჟერმენს” ნამდვილად არ უდგას კარგი დროება — ზედიზედ სამ შეხვედრაში დამარცხდა, ასეთი რამ კი 12 წელიწადია არ მომხდარა. ბოლოს პარიზელებმა შინ წააგეს „ბაიერნთან”, 0:1. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი. როგორც მედიაში ამბობენ, ფეხბურთელებს მიჯრით წაგებული შეხვედრების გამო დიდი მწუხარება არ ეტყობათ. ცეცხლს ნავთი განსაკუთრებით ნეიმარმა დაასხა. ბავარიელებთან წაგებული თამაშის შემდეგ ის...

ნეიმარის დიდი ოცნება
ჩანაწერი

ნეიმარის დიდი ოცნება

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა, უპასუხა კითხვას: შთააგონებს თუ არა მას ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონობა. „ლეო ყოველთვის შთამაგონებს – მსოფლიო ჩემპიონობით თუ მის გარეშე. „ბარსელონაში” ჩასვლისას ის ყოველთვის მხარში მედგა და ამას არასოდეს დავივიწყებ. როცა ვხედავ, 34-35 წლის ასაკში როგორ იგებს მონდიალს, მეც იგივე მინდება. ახლა, რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ წლიდან წლამდე უკეთესები...

1 მილიარდი
ჩანაწერი

1 მილიარდი

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰალანდის აგენტმა რაფაელა პიმიენტამ,  დააკონკრეტა რამდენია კლიენტის დღევანდელი ღირებულება. „თავის დროზე პოგბას „მანჩესტერში“ ტრანსფერი 105 მილიონ ევროდ გავახერხეთ. მაშინ ყველა ამბობდა, რომ ეს წარმოუდგენელი იყო! ნეიმარი სულაც 222 მილიონად გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში…“ ციფრები იცვლება. ამჟამად ჰალანდი ჩემთვის 1 მილიარდი ევრო ღირს, შესაძლოა, ასეთი თანხის გადახდას არავინ აპირებს, მაგრამ ეს არის მისი...

ნეის 5 დღე
ჩანაწერი

ნეის 5 დღე

„პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახური  იუწყება, რომ გუნდის დიდვარსკვლავ ნეიმარს, კუნთების დაძაბულობა დაუდგინდა და ოთხშაბათს, 1 თებერვალს, ფრანგული ლიგა 1-ის მატჩში „მონპელიეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს… საინტერესოა, რომ ნეიმარი 5 თებერვალს 31 წლის ხდება. შარშან თებერვლის დასაწყისში, ბრაზილიელი ასევე „ტრავმირებული“ გახლდათ – რატომღაც დაბადების დღის წინ ყოველთვის „რაღაც“ ემართება და შემდეგ ბრაზილიაში მიფრინავს ხოლმე დღეობის აღსანიშნავად. ეს ისტორია...

მესი, ნეიმარი და კვარა
ჩანაწერი

მესი, ნეიმარი და კვარა

„ლა გაძეტა დელო სპორტმა” ყურადღება გაამახვილა ხვიჩა კვარაცხელიასა იმ სტატისტიკაზე, რომელსაც მსოფლიო პრესამ ყურადღება მიაქცია. იმას, რომ კვარაცხელიას არნახული, ეფექტური სეზონი აქვს, ასეთი ფაქტი ამტკიცებს: ხვიჩა გახლავთ ერთ-ერთი იმ ოთხ ვარსკვლავს შორის, რომელთაც მიმდინარე სეზონში, ევროპის ტოპ-ხუთ ლიგაში სულ მცირე 7 გოლი გაიტანეს და 7 საგოლე პასი გადააწოდეს. ხსენებულ ოთხეულში კვარას გარდა შედიან: ნეიმარი (11...

განკიცხულნი
ჩანაწერი

განკიცხულნი

ყოფილი და მოქმედი ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებიც პელეს დაკრძალვაზე არ მივიდნენ, გულშემატკივრებმა მკაცრად გააკრიტიკეს. განსაკუთრებით მათ დაემდურნენ, ვინც სოციალურ ქსელებში სამძიმარი დაწერა, დასაფლავებაზე კი არ ჩავიდა. უპირველესად პელეს თანაკლუბელ, სანტოსელ ნეიმარს „მოხვდა.“ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა პელესადმი გამოსათხოვარი წერილი დაწერა, თუმცა ამით ფანების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ერთი ქომაგი წერს: „ლაპარაკი ადვილია. შენ დაკრძალვაზე მამა გაგზავნე, თავად კი...