ჭდე: ნეიმარი

Home ნეიმარი
ნეიმარმა, ტელევიზორსაც კი არ ჩავრთავო
ჩანაწერი

ნეიმარმა, ტელევიზორსაც კი არ ჩავრთავო

ეს მართლა “რეალში” ხომ არ აპირებს გადასვლას?. “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, “ელ კლასიკოების” ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ნეიმარმა გამოაცხადა, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების ნახვა ტელევიზორშიც კი არ უნდა — არდადეგები დაეწყო და მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი საკლუბო შეხვედრა არ აინტერესებს. უფრო სწორად, ნეიმარი “პარი სენ ჟერმენის” სხვა ფეხბურთელებთან ერთად დოჰას ერთ-ერთ პორტში გემზე ავიდა და პარიზული კლუბისთვის...

რა დიბალობას არ გაიგებ კაცი
ჩანაწერი

რა დიბალობას არ გაიგებ კაცი

თუ არგენტინელი პაულო დიბალას ძმას მარიანო დიბალას დაეჯერება, სატრანსფერო ბაზარზე დიდი ვაჭრობაა მოსალოდნელი. ცხელ-ცხელი ჭორი ასეთია: ნეიმარი “პარი სენ ჟერმენიდან” “რეალში” გადავა, ხოლო საფრანგეთის დედაქალაქში მის ადგილს დიბალა დაიკავებს. მოგეხსენებათ, პოლონური წარმოშობის არგენტინელი ჯერჯერობით “იუვენტუსში” თამაშობს. ეს ამბავი იტალიურმა “კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა. რომაული გაზეთის ინფორმაციით, მარიანო დიბალა პარიზში იყო, სადაც ლიგა 1-ის ლიდერთა შეფებს...

ემერი გაქურდეს
ჩანაწერი

ემერი გაქურდეს

პარიზში, მეთექვსმეტე რაიონში, რომელიც ზეპური საზოგადოების საცხოვრებელი ადგილია, “პარი სენ ჟერმენის” ესპანელი მწვრთნელის უნაი ემერის ბინა გაქურდეს. ეს ამბავი დილას მოხდა, როდესაც ემერი სტრასბურგში იყო, ლიგის თასის მატჩზე. “მარკას” ინფორმაციით, მწვრთნელის მეუღლემ აღმოაჩინა, რომ სხვა ნივთებთან ერთად მოპარულია ნეიმარის ორი მაისური და ტრანსფერებთან დაკავშირებული დოკუმენტები. პირველი შეფასებით, ემერების სახლიდან გატანილი ნივთები 20 ათასი ევროს ღირებულებისაა....

ნეიმარი — ფინტები მოედანზე და ფინტები ცხოვრებაში
ჩანაწერი

ნეიმარი — ფინტები მოედანზე და ფინტები ცხოვრებაში

აი, რა მოხდა შაბათს დილით: “ნეიმარმა დამირეკა და მითხრა, რომ ოჯახში სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმე აქვს. თუ პირადად თქვენ და კლუბი წინააღმდეგი არ იქნებით, რამდენიმე დღით შინ, ბრაზილიაში წავალო. ურთიერთობაში ადამიანური მომენტის გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა, ის საქმეშიც კარგ შედეგს იძლევა. თან, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოჯახთან გადაფრენა ნეიმარისთვის ძალიან მნიშვნელოვანიიყო და გავუშვი”, — მოყვა “პარი სენ...

ბიჭი ნაგავსაყრელიდან — ნეიმარის ისტორია
ჩანაწერი

ბიჭი ნაგავსაყრელიდან — ნეიმარის ისტორია

ინგლისური “სანის” წერილი ნეიმარის შესახებ ასეთი სიტყვებით იწყება: “ჩვენ ნულიდან არ დაგვიწყია, ჩვენ… მინუს ხუთიდან დავიწყეთ”. უფროსი ნეიმარი ვაჟს ისეთ სიღარიბეში ზრდიდა, რომ იმ ცხოვრების რამენაირად დაკავშირება უმცროსი ნეიმარის დღევანდელ პარიზულ ყოფასთან საოცარ ფანტაზიას მოითხოვს. ნუთუ ეს ერთი და იგივე ხალხია? არადა, ფაქტია, რომ ასეა: ბრაზილიელი “პარი სენ ჟერმენმა” “ბარსელონასგან” 220 მილიონ ევროდ იყიდა და...

როგორ მამაძაღლობს ნეიმარის მამა
ჩანაწერი

როგორ მამაძაღლობს ნეიმარის მამა

დაირხა ხმა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა ნეიმარი-უფროსი მადრიდში ჩავიდა, სადაც „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და მისი ვაჟის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, ნეიმარი ესპანეთიდან საფრანგეთში სულ რამდენიმე თვის წინ გადაბარგდა. მანამდე ის „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო, რომლისგანაც პარიზელებმა არნახულ თანხად, 222 მილიონ ევროდ იყიდეს. პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ნეიმარმა 12 შეხვედრაში 11...