ნეიმარს პარიზიდან წასვლა აღარ უნდა…

Home კატეგორიის გარეშე ნეიმარს პარიზიდან წასვლა აღარ უნდა…
ნეიმარს პარიზიდან წასვლა აღარ უნდა…

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს არ დატოვებს, თუ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ლუის ენრიკე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება – წერს L’Equipe.

წყაროს ცნობით, ენრიკეს შესაძლო დანიშვნის შესახებ ამბის გაგების შემდეგ, ნეიმარს პსჟ-დან წასვლის სურვილი დაკარგა და დარჩენა გადაწყვიტა. ბრაზილიელ თავდამსხმელს ესპანელ მწვრთნელთან ჯერ კიდევ „ბარსელონადან“ მოყოლებული შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენრიკე მალე პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი გახდება და პარიზელებთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.