უბრალო დათვლის ამბავი იყო: გამოავლინეს ყველაზე ემოციურ ფეხბურთელთა ათეული. მასში მოხვდნენ ისინი, ვისაც მნიშვნელოვან შეხვედრებში უტირია. ზოგი ამას რეგულარულად სჩადის. თუმცა უცნაურია, რომ ემოციურობა მხოლოდ ტირილს დაარქვეს. ამიტომაც ვერ მოხვდა სიაში, ვთქვათ, „ატლეტიკოს” მონტენეგროელი მცველი სტეფან სავიჩი, რომელმაც სამი დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თითქმის მთელი „მანჩესტერ სიტის” ცემა მოინდომა. უდავოდ ემოციური კაცია სავიჩის მწვრთნელი,...
ჭდე: ნეიმარი
დიდი სტვენა და გინება მესისა და ნეიმარს
პსჟ – „ბორდო“. კვირის მატჩში პარიზელთა ფანები მტრულად დახვდნენ თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი ბრაზილიელ ნეიმარსა და არგენტინელ ლეო მესის. აი, კილიან მბაპეს კი ეს რისხვა ასცდა – „რეალთან“ კარგი თამაშების გამო… „პარკ დე პრენსზე“ ნეიმარის ბურთის მიღებისთანავე სტვენა იწყებოდა და გინებასაც არ აკლებდენ. გოლი გაიტანა და მაინც… ამ დროისთვის ანგარიში პარიზელებისა გახლდათ. პირველი მბაპემ...
ნეიმარი და დონარუმა შერიგებულან
ნეიმარმა მისი და ჯანლუიჯი დონარუმას მიმოწერა გაასაჯაროვა. 30 წლის ბრაზილიელ ვარსკვლავს ეს იმისთვის დასჭირდა, რომ მიეჩუმებინა ხმები მისი და იტალიელი მეკარის ჩხუბის შესახებ. მოგეხსენებათ, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მათი დაპირისპირების ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო. ნეიმარი და დონარუმა თანაგუნდელებს გასაშველებელი გაუხდათ. „პარი სენ ჟერმენს“ „რეალთან“ პირველი თამაში 1:0 ჰქონდა მოგებული. პარიზელები საპასუხო შეხვედრაშიც დაწინაურდნენ,...
ნეიმარი და დონარუმა: ვისი ბრალია?
ნეიმარმა და ჯანლუიჯი დონარუმამ „რეალი“ – პსჟ-ის მატჩის მერე კინაღამ ერთმანეთს დაარტყეს. უფრო სწორად, იჩხუბეს, მაგრამ სიტყვიერად – უყვირეს ერთმანეთს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თანაგუნდელები კი აშველებდნენ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნეიმარმა პირველ გაშვებულ გოლში დაადანაშაულა დონარუმა. იტალიელმა მეკარემ კი უპასუხა, მეორე გოლზე სად დაკარგე ბურთიო. ისინი ხმამაღლა უყვიროდნენ ერთმანეთს. ფრანგული პრესა კი კიდევ უფრო საფუძვლიანად...
რიო ფერდინანდი: პოჩეტინოს ნურაფერს დააბრალებთ
რიო ფერდინანდმა არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დაიცვა. მან თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაში მას ბრალი არ მიუძღვის. მოგეხსენებათ, პარიზელები, რომელთაც პირველ შეხვედრაში „რეალთან“ 1:0 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კვლავ დაწინაურდნენ 1:0, მაგრამ მეორე ტაიმში ქარიმ ბენზემამ 17 წუთიან მონაკვეთში მათ სამი გოლი გაუტანა და შეჯიბრებიდან გამოთიშა. ამ მარცხის გამო პოჩეტინოს სამსახურის დაკარგვა ემუქრება....
პატარა ნეიმარი რეალში
პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში „რეალის“ აკადემიაში მიიწვიეს. „ეს გასინჯვა იყო. 10 წლის ვიყავი. „გალაქტიკოსის“ პერიოდში… რომელიღაც თამაში მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველა გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს. მგონი, ორი რონალდომ, ერთი რობერტო კარლოსმა, ჟულიო ბაპტიშტამ საჯარიმო და რობინიომაც. მადრიდში ერთი კვირა დავრჩი. მეხუთე დღეს მათ მითხრეს, რომ ტურნირზე სურდათ ჩემი წაყვანა, მაგრამ უარი...
ნეიმარი ბრაზილიაზე წუხს…
სხვა ფასეულობები, დროში სხვაობა, თაობათა ცვლა – საინტერესო ამბავს შეეხო ნეიმარი. 30 წლის ბრაზილიელს გული წყდება ფანების შედარებით ნაკლებ ჩართულბაზე: „ბრაზილიის ნაკრები გულშემატკივრებისგან განცალკევებულია. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ჩვენს თამაშებზე ცოტას წერენ და ცოტას ლაპარაკობენ. ცუდი და მოსაწყენია, იყო ბრაზილიის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყნის ნაკრების თამაში ჰქვია“....
რონალდო: სად ჩვენი დრო, სად ახლანდელი
ბრაზილიელმა რონალდომ ლეო მესისა და ნეიმარზე ისაუბრა. ფენომენმა ერთ მნიშვნელოვან თემას გაუსვა ხაზი: ფეხბურთელების ცხოვრების წესს, რაშიც ადრინდელსა და ახლანდელს შორის დიდი სხვაობაა. „მესი ექსტრაორდინალური, ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. ყველა თამაშში გოლის გატანა სურს. …ნეიმარი კიდევ ერთი ტოპ-ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შეუძლია, ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმაროს, მაგრამ სამშობლოში ბევრს აკრიტიკებენ პირადი ცხოვრების გამო....
მესი ნეიმარის ნომრით
„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლისას ლიონელ მესიმ სათავისოდ 30-ე ნომერი აირჩია და საფრანგეთის ჩემპიონატშიც ამ ნომრით თამაშობს. თუ ამას თამაში ჰქვია, 12 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად კი, ქვეყნის თასის მერვედფინალურ მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ (რომელიც პარიზელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ), არგენტინელი 10-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა მიდორზე. მაგრამ ვერც ამჯერად გაიტანა. ნომრის მაგიამ ვერ უშველა. „ბარსელონაში“...
მესის ათმა ნომერმა ვერ უშველა
„პარი სენ ჟერმენში“ ლეო მესის უგოლო პერიოდი გრძელდება. ფრანგული ფეხბურთის უდიდესი კლუბი ქვეყნის თასის გათამაშებიდან პენალტებით „ნიცამ“ გააგდო. მესის ათნომრიანი მაისურა ეცვა. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ „ოქროს ბურთის“ შვიდგზის მფლობელი „ბარსელონადან“ „პარკ დე პრენსზე“ გადასვლის შემდეგ კალაპოტიდან არის ამოვარდნილი. მან 30 ნომრიანი მაისურით, ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ორშაბათ საღამოს 34 წლის...









