კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი, თბილისური დერბი „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის გადაიდო. საქმე ის არის, რომ „ლოკომოტივის“ მწვრთნელებს კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიუვიდათ. COVID 19-ის ტესტმა დადებითი პასუხი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტს ლაშა ჭაღიაშვილს და ფიზ-მომზადების მწვრთნელს, იტალიელ რიკარდო დე ვივოს უჩვენა. მწვრთნელების მდგომარეობა სტაბილურია.
ჭდე: ლოკომოტივი
ხვიჩა და უძვირესი ქართველები
სულ ცოტა ხნის წინ ქართველ ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი გიორგი ჩაკვეტაძეს ედო. მისი ტრანსფერი დღესაც 6-7 მილიონ ევროდ ფასდება. ამ ფასს კი ორნახევარჯერ გადაასწრო ხვიჩა კვარაცხელიამ. ყაზანის „რუბინი“ რუსული პრემიერლიგის უმჯობეს ახალგაზრდად მიჩნეულ ქართველს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. ყველაზე კომიკური ისაა, რომ მსურველთა შორის მისკოვის „ლოკომოტივია“ პირველი, რომელსაც ხვიჩა იქვე ჰყავდა და...
ფარერები ფეხდაფეხ
მოგეხსენებათ, უეფა ევროტურნირებზე ადგილებს მისივე კოეფიციენტების ცხრილით ანაწილებს, ქვეყნის ადგილი კი რეიტინგში ბოლო ხუთი წლის შედეგებით განისაზღვრება – ყოველ წელს ხუთი წლის წინანდელი შედეგი უქმდება, ახალი ემატება და ჯამური შედეგი დგება. ახლა ყველაზე საინტერესო: საქართველოს კლუბების კოეფიციენტი გასულ წლებში ასეთი იყო: 2016/2017 – 1.250; 2017/2018 – 0 125; 2018/2019 – 1 625; 2019/2020 – 2.250;...
ლანდი!
ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობა იყო. ყველაზე დიდი დამცირება, რაც ქართული ფეხბურთისგან გადაგვიტანია. თბილისის „დინამოს“ გუშინდელი 1:6 კატასტროფის ფონზე იმავე ფარერებზე წლების წინ „ვიტ ჯორჯიას” წაგებული 0:3 ლამის გმირობად გვეჩვენება. ვინ? თბილისის „დინამომ”? ვისთან? უსახელო კუნძულელებთან, რომლებიც გლდანულას არ აღემატებიან მოსახლეობით და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დურგალი ჰყავთ? აქ უკვე უნდა შეწყდეს ნებისმიერი ინსინუაცია. რომან...
ჩამოყარეთ…
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმუნული „უნივერსიტატიასა“ და რუსული „დინამოს“ დამარცხებით თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე გამოიმუშვა 780 000 ევრო. აქედან 240 000 მონაწილეობისთვის, 260 000 „უნივერსიტატიას“ ბარიერის გადალახვისთვის და შესაბამისად მეორე ეტაპზე მონაწილებისთვის, 280 000 კი – მოსკოვის „დინამოს“ გაგდებისთვის და შესაბამისად მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის. ჯამში 780 000. დიახ, ევროპა ლიგაზე მხოლოდ მონაწილეობისთვის უეფა კლუბს 240 ათასით...
რუსებმა სარბიელის დავალება პირნათლად შეასრულეს
ქართული გუნდების ევროპული შემოდგომა გრძელდება. ორივე თბილისურმა გუნდმა, „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ეტაპი წარმატებით დასძლიეს. „ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხზე“ დაუხვდა მოსკოვის „დინამოს“ და კუდით ქვა ასროლინა, ჩვენებმა ეს პრინციპული თამაში 2:1 მოიგეს. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ზუსტად იგივე სცენარით მოიგო, როგორც წინა ეტაპზე „უნივერსიტატიასთან“. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ორი სწრაფი კონტრშეტევა და ირაკლი...
თბილისში რუსი მოდის
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა. წილისყრის შედეგად „ლოკომოტივს“ მეტოქედ მოსკოვის „დინამო“ ერგო. პირველის მსგავსად, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მეორე რაუნდშიც თბილისში ითამაშებენ. მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება. ამავე დღეს თბილისის „დინამო“ დიდ ბრიტანეთს ესტურება და უელსის ჩემპიონს, „კონა ნომადსისთან“ გაარკვევს ურთიერთობას.
როგორ მოვედით აქამდე
ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა წუხელ სამში ერთი მოიგო. „საბურთალოს“ და „ბათუმის“ დამარცხების დეტალებს აქ არ გავარჩევ, არც „ლოკომოტივის“ გამარჯვების ფორმულაზე გავაგრძლებ სიტყვას, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლას, ცხადია, გულითადად ვულოცავ. სხვა რამის თქმა მსურს. სამი კვირის წინ, როდესაც წილისყრის შედეგებზე დავწერეთ, წერილში ორი ასეთი ფრაზა გვქონდა: შემდეგ ეტაპზე გასვლა სამივეს გაუჭირდება და არც ერთ ქართულ გუნდს წილისყრაში...
ნამუსი
მორიგ დიდ სირცხვილსა და თავის მოჭრას ქართული ფეხბურთი გია ჭიბრიშვილის „ლოკომოტრივმა“ გადაარჩინა. თბილისურმა კლუბმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ფეხბურთი ითამაშა რუმინული „უნივერსიტატიას“ წინააღმდეგ და 2:1 იმარჯვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ სწორ, აზრიან და თანამედროვე ფეხბურთს „რკინიგზელებისგან“ ნამდვილად არ ველოდით, რადგან მეტოქე ნამდვილად არ იყო ხელწამოსაკრავი. ეს თავად ჭიაბრიშვილმაც აღნიშნა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე და...
რეიტინგის შესაბამისი წილისყრა
უეფაში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპალიგაში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო“, დედაქალაქის „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“. სამივე განუთესავი იყო, ამიტომ მეტოქეებიც საკმაოდ შესაბამისი ამოუვიდათ. თბილისის „ლოკომოტივი“ შინ ითამაშებს და რუმინულ „უნივერსიტატიას“ მიიღებს; „საბურთლო“ კვიპროსს ესტუმრება და იქაურ „ლიმასოლთან“ გაარკვევს ურთიერთობას; ბათუმის „დინამო“ კი ისრაელში, ბეერ-შავას „ჰაპოელთან“ ითამაშებს. ჩვენი პროგნოზი? შემდეგ ეტაპზე გასვლა...









