ჭდე: ლოკომოტივი

Home ლოკომოტივი
ქულების ომი
ჩანაწერი

ქულების ომი

საინტერესო ტური გამოდგა. საჩემპიონო ბრძოლა უფრო დაიძაბა, „ვიტ ჯორჯია“ ოფიციალურად გავარდა, პლეი აუტის ამბებიც ჯერ გაურკვეველია. ტურის პირველივე შეხვედრაში სენსაცია მოხდა. ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა, ბათუმის „დინამომ“ ბოლო ადგილზე მდგარ „ვიტ ჯორჯიას“ ვერ მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ბათუმელები იგებდნენ და ვეტერინარებმა 86-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლი ზურაბ სეხნიაშვილმა გაიტანა. ყოჩაღობის მიუხედავად, ამ შეხვედრის შემდეგ, „ვიტ ჯორჯია“...

საბურთალოს ტური
ჩანაწერი

საბურთალოს ტური

31-ე ტურში „დინამომ“ მოულოდნელად წააგო თანაქალაქელ „ლოკომოტივთან“ და ლამის საჩემპიონო ქულები დაკარგა. „ბათუმმა“ გორში ვერ მოიგო, შედეგად ქუთაისელ ჭაბუკებთან გამარჯვებული „საბურთალო“ ისევ დაბრუნდა ტიტულისათვის ბრძოლაში. შეიძლება იფიქროთ, თბილისის დინამოელებმა შემთხვევით წააგეს, აბა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას როგორ დათმობდნენო, მაგრამ საქმეც ის არის, რომ რკინიგზელებმა თამაშით აჯობეს მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში, რომელმაც ისინი ევროზონას...

ე, ლიგა
ჩანაწერი

ე, ლიგა

ეროვნულ ლიგაში სულ 6 ტური დარჩა. ზოგი გუნდისთვის ეს 6 ფინალია. საქართველოს ჩემპიონატში პირველად შეიძლება მოხდეს, რომ უმაღლესში დაწინაურებული გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდეს. ეს მსოფლიო ფეხბურთშიც იშვიათი მოვლენაა. ტოპ–ლიგებში ბოლოს ასეთი რამ 1999 წელს მოხდა, როცა ოტო რეჰაგელის „კაიზერსლაუტერნი“ ბუნდესლიგაში გადავიდა, დაიწყო და აღარ გაჩერდა. რა თქმა უნდა, არც ბუნდესლიგასა და ელიგას არ ვადარებთ,...

რიბერი რკინიგზიდან ვილას ითხოვს
ჩანაწერი

რიბერი რკინიგზიდან ვილას ითხოვს

„ბაიერნი“ მიმდინარე სეზონს გაახლებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდიდან ორი ვარსკვლავი, რიბერი და რობენი წავიდნენ. დაიწყო ბუნდესლიგა და მიუნხენელებმა სტარტზე წაიფორხილეს –  „ალიანც არენაზე“ „ჰერტას“ ვერ მოუგეს. ჰოლანდიელმა რობენმა კარიერის დასრულებაზე თუ უკვე გამოაცხადა, ფრანგი წასვლას ჯერ არ აპირებს. მას რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ვერ გადაუწყვეტია ბურთის გორება სად გააგრძელოს. ყველაზე რეალური თითქოს მოსკოვის „ლოკომოტივის“ ვარიანტი მოჩანს, რომლის...

ბათუმი ისევ თავშია…
ჩანაწერი

ბათუმი ისევ თავშია…

პარასკევს და შაბათს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივე ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი. პარასკევს, საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი „ლოკომოტივი,“ თეიმურაზ შონიას პენალტით, 92-ე წუთამდე უგებდა აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას,“ მაგრამ „რკინიგზელებმა“ ბოლო წამებზე კონცენრაცია დაკარგეს და ზურაბ მუსელიანმა წონასწორობა აღადგინა. „ლოკომოტივს“ 24 თამაშიდან 36 ქულა აქვს და ოთხი პუნქტით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს.“ თუმცა,...

დვალიშვილის გოლი და პასი დინამოს და საბურთალოს გარეშე
ჩანაწერი

დვალიშვილის გოლი და პასი დინამოს და საბურთალოს გარეშე

უქმეებზე, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „დილამ“ გამძვინვარებულ „ლოკომოტივს“ ვერაფერი მოუხერხა და შინ 0:1 დამარცხდა. გამძვინვარებულიო ვთქვით, რადგანაც ბოლო დროს მოყოჩაღებულმა რკინიგზელებმა გასულ ტურში „დინამოსთან“ 0:6 წააგეს და ქომაგების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებოდათ. გორში ერთადერთი გოლი დათო ჯიქიამ გაიტანა ბოლო წუთზე. იმავე დღის გვიან მატჩში კი ბათუმის „დინამომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა...

ნახევარი საბურთალომ მოიგო
ჩანაწერი

ნახევარი საბურთალომ მოიგო

მეორე წრეც დასრულდა ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, „საბურთალომ“ ამჯერადაც პირველ ადგილზე დაამთავრა წრე. საბურთალოელებმა „სიონს“ 2:1 მოუგეს. ბათუმის „დინამომ“ კი 88-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძისგან. ამისდაკვალად, ორტურიანი ლიდერობა თბილისელებს გადაულოცა. ბათუმელებმა მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ წააგეს. სხვათა შორის, „ლოკომოტივი,“ რომელმაც ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი (ზედიზედ 5 წაგება სტარტზე), ბოლო დროს მოყოჩაღდა, ექვსმატჩიანი...

კვირკველიას ოთხი სეივი
ჩანაწერი

კვირკველიას ოთხი სეივი

მოსკოვის „ლოკომოტივმა” რუსეთის ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, მაგრამ მეორე ადგილისთვის იბრძვის, რაც ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვედრას ნიშნავს. სალიგო ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ცსკა-სთან რკინიგზელებმა 1:1 ითამაშეს. გამორჩეული იყო სოლომონ კვირკველია, რომელმაც საკუთარი კარიდან ოთხჯერ გამოიტანა ბურთი. აქედან ორი „სეივი“ ქართველმა მცველმა 30-წამიან მონაკვეთში გაახერხა, როცა ჯერ ფეხით, შემდეგ კი თავით გაანეიტრალა არმიელების შეტევა.

ლევან ყენია მწვრთნელობას აპირებს
ჩანაწერი

ლევან ყენია მწვრთნელობას აპირებს

წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ყენიამ ბოლოს ჩეხეთის „სლავიაში“  ითამაშა, 2016 წლის აგვისტოს… ფეხბურთელი, რომელიც 17 წლის ასაკში უკვე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იყო, მუდმივად ტრავმებს ებრძვის. იყო დრო, „შალკეში“ ყენიას რაკიტიჩი სკამზე ჰყავდა გადასმული, ხორვატმა ჩვენიანთან კონკურენციას ვერ გაუძლო და მწვრთნელი ფელიქს მაგათი, ახლა ბარსელონელ ნახევარმცველს მოედანს არ აკარებდა. ჯერ ყენია იყო, მერე რაკიტიჩი…...

დევდარიანი ლიანდაგიდან გადავიდა
ჩანაწერი

დევდარიანი ლიანდაგიდან გადავიდა

გიორგი დევდარიანისა და თბილისის „ლოკომოტივის“ გზები გაიყარა. ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა და წარმატებები – როგორც ხდება ხოლმე, ისეთი განცხადება გაკეთდა. დევდარიანი საინტერესო მწვრთნელია ქართულ სივრცეში. მასზე ხშირად ლაპარაკობენ. ბევრს მოსწონს, ბევრს – არა. „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის განვლილი სეზონი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერობდა კიდეც, მერე საქმეები აერია და ბოლო რვა-ათი თამაში პირწმინდად...