პარასკევს და შაბათს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივე ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი.
პარასკევს, საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი „ლოკომოტივი,“ თეიმურაზ შონიას პენალტით, 92-ე წუთამდე უგებდა აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას,“ მაგრამ „რკინიგზელებმა“ ბოლო წამებზე კონცენრაცია დაკარგეს და ზურაბ მუსელიანმა წონასწორობა აღადგინა.

„ლოკომოტივს“ 24 თამაშიდან 36 ქულა აქვს და ოთხი პუნქტით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს.“ თუმცა, ჩემპიონებს სამი მატჩი აქვთ მარაგში.
შაბათს, ჯერ ქვემოქართლური დერბი ვიხილეთ. „რუსთავი“ „სიონს“ დაუხვდა და 2:1 მოუგო. თუმცა თავიდან აგებდა. ანგარში 34-ე წუთზე სტუმარმა დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, როცა მოულოდნელად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. რუსთაველმა მცველებმა აშკარად შესცოდეს. პირველივე ტაიმში ბექა ქავთრაძემ გაათანაბრა. აი, დამთავრებამდე 15 წუთით ადრე კი უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა. „სიონის“ მეკარე ოთო გოშაძე საჯარიმოს გარეთ გავიდა, მასპინძელთა თავდამსხმელს უხეშად შეეჯახა და წითელი ბარათი მიიღო. მალე სტუმართა კარში პენალტიც დაინიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა დათა სიჭინავამ.
ეს რუსთაველთა ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ. ჯამში კი მათ ბოლო შვიდ ტურში ხუთჯერ მოიგეს და ორჯერ ფრედ ითამაშეს. ახლა მათ 28 ქულა გაუხდათ, მეშვიდე ადგილზე არიან და „ჩიხურას“ გაუთანაბრდნენ, რომელიც შაბათისვე გვიან მატჩში, ბათუმის „დინამოსთან“ დამარცხდა – 0:2.
ბათუმში, ანგისას ბაზაზე, მორიგი საფეხბურთო ზეიმი გაიმართა. ზღვისპირელებმა ზემოიმერლებს ახლწვეული ჯაბა ჯიღაურის დუბლით მოუგეს და 46 ქულით ისევ პირველ ადგილზე დადგნენ. თუმცა, კონკურენტ თბილისის „დინამოს“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
24-ე ტური 20 აგვისტოს დასრულდება. „ტორპედო“ „დინამოს“ უმასპინძლებს, „საბურთალო“ – „დილას.“
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
