ყაზახეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა აქტაუს „კასპიიმ“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა. „გაცნობებთ, რომ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე ტოვებს ჩვენს კლუბს“, – წერია განცხადებაში. (პრესა კი წერს, რომ „კასპიის“ ფინანსური პრობლემები შეექმნა) ცხადაძე „კასპიის“ ყაზახეთის პრემიერლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში. ხუთ ტურის შემდეგ აქტაუს კლუბმა ყველა მატჩი წააგო და...
ჭდე: ჯაბა ჯიღაური
ახლა უკვე ჯიღაური…
ჯაბა ჯიღაური კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში, აქტაუს „კასპიიში“ გააგრძელებს – ინფორმაცია ყაზახურმა კლუბმა დაადასტურა. 30 წლის ფეხბურთელი, 2020 წლიდან „ბათუმის“ ფეხბურთელი იყო და ამ გუნდის მაისურით 111 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ბათუმელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონი და სუპართასის გამარჯვებულია. „კასპიიში“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ბათუმელი გიორგი ფანცულაია ჩაირიცხა. გუნდის მწვრთნელად კი სეზონის ბოლოს კახა ცხადაძე დაინიშნა,...
ბათუმური 7
წინა ტურის მიმოხილვისას დავწერეთ, რომ ჯამში მხოლოდ 7 გოლი გავიდა და ანტირეკორდი დამყარდა. ამჯერადაც ვერ იყო საქმე კარგად, 4 მატჩში სულ სამი ბურთი გასულიყო. მაგრამ ეწვია „ლოკომოტივი“ „ბათუმს“ და 9 გოლი გავიდა. 7 მასპინძლებმა გაიტანეს, ორიც სტუმრებმა. გოლები ყველა გემოვნებისთვის მასპინძელთაგან დუბლი მიითვალეს ჯაბა ჯიღაურმა და ზურიკო დავითაშვილმა. ზურიკოსთვის ეს სულაც „ბათუმის“ მაისურით გატანილი პირველი...
დინამომ გაიღვიძა
ვითომ „დაბრუნდა“ „დინამო“? ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ლიგის ბოლო ორი შეხვედრა ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ამჯერად კახა ცხადაძის შეგირდებმა აუტსაიდერი „სამტრედია“ დაამარცხეს 5:1. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი ანგარიში. ცხადია, მატჩის მსვლელობაზე შესვენების შემდეგვე სტუმარი გიორგი მჭედლიშვილის გაძევებამაც იმოქმედა, მაგრამ „დინამო“ ისედაც სჯობდა მეტოქეს და დამსახურებას ნუ დავუკარგავთ....
ისევ 5 ქულა
25-ე სათამაშო დღეს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა გაიმარჯვა და „ბათუმი“ ისევ ხუთი ქულით უსწრებს „დინამოს.“ „ბათუმი“ თელავს ეწვია და საკმაოდ რთული მატჩიც გამოუვიდა. „თელავი“ ელიტაში საფლეიოფო დავიდარაბის გარეშე დარჩენას ცდილობს და ცხადია, არაფერს დათმობდა. ზღვისპირელებმა ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ....
ბათუმი: გოლები, გოლები, გოლები…
წვიმიან ბათუმში ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გაიმართა. მასპინძელმა ბათუმელებმა „ლოკომოტივს“ 7:3 მოუგეს… მათი 8:1-იც გავიხსენოთ აპრილში „შუქურასთან“ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბათუმი“ ქართულ „ბაიერნად“ ყალიბდება. ბავარიელებმა იციან ხოლმე ასეთი ანგარიშებით მეტოქეების განადგურება. „ბაიერნთან“ შედარება, ცხადია, ცოტა ხუმრობანარევია, მაგრამ მაინც. არადა, „რკინიგზელები“ ზღვისპირელთათვის ბოლო დროს უხერხული მეტოქეები არიან და პირველი ტაიმის შემდეგაც, ყველაზე თამამი მეპროგნოზეც ვერ...
როცა თამაში მოგებული გვეგონა…
უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ შინ თურქულ „სივასსპორთან“ 1:2 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ საქმე გაირთულა. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა თურქეთში ჰანდიკაპით ჩავსულიყავით. მამუჩაშვილის გოლით „დინამო“ მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა და ჩვენებს მერეც ჰქონდათ საგოლე მომენტები. თუმცა, მანამდე უღიმღამოდ მოთამაშე „სივასმა“ როგორც კი თამაში ააჩქარა, ზღვისპირული გუნდის დაცვაში პრობლემებმა იჩინა თავი და თურქებმა...
ბათუმი თავშია
საინტერესო სანაკრებო პაუზა დამთავრდა და ეროვნული ლიგის გათამაშება კვლავ განახლდა. ვერ გამოუვიდა კახა ცხადაძეს „დინამოში“ რიხიანი დებიუტი, თუმცა გუნდში მხოლოდ ორი კვირის მისულია და მაინცდამაინც მკაცრად ნუ განვსჯით. რიხიანიო – იმიტომ ვთქვით, რომ მის მშობლიურ კლუბში მისვლას ძალიან დიდი, იმედით სავსე მოლოდინი ახლავს: ეგებ წლეულს მაინც მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაში… „შუქურასთან“ მატჩი სქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლისთვის...
ეროვნული ლიგა: ზიდანი, მალდინი, კაშია…
საინტერესოდ დაიწყო 33-ე ეროვნული. აი, პირველ ტურში დებიუტი ქუთაისელ ზიდანს ჰქონდა, ამჯერად საქართველოს ჩემპიონატში მალდინიც გამოჩნდა… ის „თელავის“ მარცხენა მცველია და „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა ცოტნე კაპანაძის ნაცვლად. გამოვიდა და სამ წუთში მის შეცდომას გოლი მოჰყვა. ბურთს საკუთარ საჯარიმოში თანაგუნდელს აწოდებდა, გადაცემა მამია გავაშელშვილმა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. პაბლო მალდინი...
ბათუმური ისტორია
14 წლიანი შესვენების შემდეგ „ბათუმმა“ პირველად ითამაშა საკუთარ, თანამედროვე, კოხტა 20 ათასიან ახალ სტადიონზე. სტადიონი 27 ოქტომბერს გაიხსნა ოფიციალურად, თუმცა ორგანიზატორები შეგვპირდნენ, რომ როცა ჟამიანობა გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება, ლამაზ გახსნასაც შემოგვთავაზებენ, ისეთს, ბათუმს რომ ეკადრება. საკუთრივ მატჩიც საინტერესო გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით, რადგან ერთმანეთს მეორე-მესამეადგილოსნები ხვდებოდნენ. მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და ახლა ლიდერ „დინამოს“...









