დღეს უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. ევროპალიგაში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო“, დედაქალაქური „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“. სამივე განუთესავია, ამიტომ სავარაუდო მეტოქე სია საკმაოდ საინტერესოა. ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეები არიან: „ნეფთჩი“, „კეშლა“ (ორივე – აზერბაიჯანი), „ჰაპოელი“, ბეერ-შევა (ისრაელი); „ლოკომოტივის“ სავარაუდო მეტოქეები: „უნივერსიტატია“ (რუმინეთი), „შკენდია“ (ჩრ.მაკედონია), „ბაჩკა-ტოპოლა“ (სერბეთი), „კაირატი“ (ყაზახეთი); „საბურთალოს“ სავარაუდო მეტოქეები: „მაკაბი“...
ჭდე: ლოკომოტივი
ლოკომოტივის ჭია
თბილისის „ლოკომოტივმა“ სოსო ფრუიძე გაუშვა და 3 საათში გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილს ჩააბარა. მხარეებმა 3.5-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმეს. ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ახალგაზრდა სპეციალისტი ხვალ პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო 9 ივლისს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიყვანს მოედანზე. გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და „ზესტაფონს“ მან ეროვნული ლიგა მოიგო,...
ცეცაძე ლვოველი გახდა
ბოლო დროს გავრცელებული ცნობები გია ცეცაძის „ლვოვის“ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ დადასტურდა. 45 წლის სპეციალისტი აქამდე მხოლოდ საქართველოში მუშაობდა. ცეცაძე წვრთნიდა გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივს“, „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“. სამტრედიაში მუშაობისას გახდა საქართველოს ჩემპიონი (2016) და სუპერთასის მფლობელი. ექვსი წლის წინ ცეცაძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 8 საუკეთსო გუნდს შორის გავიდა. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში. იყო საქართველოს...
უეფამ ევროსეზონი დაალაგა
უეფაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და ცნობილი გახდა ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის, ფლეი ოფისა და ჯგუფური ეტაპის გამართვის თარიღი. შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე საქართველოდან ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: თბილისის „დინამო“ ჩემპიონათა ლიგაში, ხოლო ევროპალიგაში – ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“. გამომდინარე იქიდან, რომ ევროსეზონი გვიან იწყება, საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ერთმატჩიანი იქნება – მასპინძელი გუნდი...
ფარფან-კორონა
მოსკოვის „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ანატოლი მეშერიაკოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „რკინიგზელთა“ პერუელ თავდამსხმელ ჯეფერსონ ფარფანს კორონავირუსი დაუდგინდა. „დიახ, ფარფანს კორონავირუსზე დადებითი ტესტი აქვს. კარგია, რომ გუნდში მას კონტაქტი არავისთან ჰქონია. როდის განვაახლებთ ვარჯიშებს ვერ გეტყვით. ვიმოქმედებთ შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილების თანახმად“, – განაცხადა მეშერიაკოვმა. ფარფანი ქართველი ფეხბურთელის, საბა კვირკველიას თანაგუნდელია. ახლა ყველა ფეხბურთელი კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის....
კვირკველია რკინიგზიდან გადადის
რუსი ჟურნალისტები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ საბა კვირველიას გუნდის გამოცვლას უწინასწარმეტყველებენ. 28 წლის მცველით „კრასნოდარი“, „როსტოვი“ და ვოლგოგრადის „როტორი“ არიან დაინტერესებული. არ არის გამორიცხული, კვირკველიას სხვა გუნდში გადასვლა მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ მწვრთნელ იური სიომინის წასვლამაც განაპირობოს – საბა ხომ სიომინის ფავორიტ ფეხბურთელად ითვლებოდა. ამასთან, „პალიჩის“ წასვლაზე კომენტარი ყველა ფეხბურთელმა გააკეთა კვირკველიას გარდა. კვირკველია „ლოკომოტივის“ ღირსებას 2017 წლის...
პუტინი და კადიროვი
რუსეთის პრემიერლიგა ერთ-ერთი იმ ჩემპიონატთაგანია, რომელიც დიდი ალბათობით არ განახლდება. კატეგორიული წინააღმდეგი არც არავინაა. ტოპ-ლიგებისგან განსხვავებით რუსული ლიგა ნაკლებადაა ტელეტრანსლაციების ფულზე მიბმული და შედეგები არ იქნება დამანგრეველი. შედეგები დღეის მდგომარეობით დაფიქსირდება და ჩემპიონად „ზენიტი“ გამოცხადდება – პეტერბურგელი პუტინის საყვარელ კლუბს „გაზპრომი“ ისედაც ჩიტის რძეს არ აკლებს და 8 ტურით ადრე ჩემპიონობას ვინ დააყვედრებს?! ჩემპიონთა ლიგის...
მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები
მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა...
ჭია წავიდა
გიორგი ჭიაბრიშვილი „საბურთალოდან“ წავიდა. ეს ამბავი გორში დასრულებული საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში „ლოკომოტივის“ (3:1) დამარცხების შემდეგ თავად გაამხილა. გამოცდილმა სპეციალისტმა „საბურთალოში“ 6 წელი იმუშავა და გუნდს ორი ტიტული მოაპოვებინა. „საბურთალო“, წინა სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახადა, რასაც უკვე ნახსენები კიდევ ერთი ტიტული მოაყოლა და ქუდიც დაიხურა. „ეს გუნდი ჩემთვის სახლივით იყო. „საბურთალოსთან“ ერთად გრძელი გზა გავიარე...
ბოლო დასვენება …
34-ე ტურს თითქმის არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ჩემპიონობის სამივე კანდიდატმა უდანაკარგოდ გაიარა ეს საფეხური. თუმცა ორ მათგანს მეტოქეები ისეთები ჰყავდა, გააფთრებით რომ იბრძვიან ელიტაში დასარჩენად და არავის არაფრით დაინდობენ. მაგალითად, „ბათუმს“ „სიონი“ ეწვია. ბოლნისური კლუბი პლეი აუტის გარეშე ცდილობს ელიგაში დარჩენას. იმავე მდგომარეობაშია „რუსთავიც,“ რომელმაც თბილისის „დინამო“ ისტუმრა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მომგებმა მოიგო. აი, „საბურთალო“...









