რეიტინგის შესაბამისი წილისყრა

Home კატეგორიის გარეშე რეიტინგის შესაბამისი წილისყრა
რეიტინგის შესაბამისი წილისყრა

უეფაში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ევროპალიგაში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო“, დედაქალაქის „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“.

სამივე განუთესავი იყო, ამიტომ მეტოქეებიც საკმაოდ შესაბამისი ამოუვიდათ.

თბილისის „ლოკომოტივი“ შინ ითამაშებს და რუმინულ „უნივერსიტატიას“ მიიღებს; „საბურთლო“ კვიპროსს ესტუმრება და იქაურ „ლიმასოლთან“ გაარკვევს ურთიერთობას; ბათუმის „დინამო“ კი ისრაელში, ბეერ-შავას „ჰაპოელთან“ ითამაშებს.

ჩვენი პროგნოზი? შემდეგ ეტაპზე გასვლა სამივეს გაუჭირდება.

გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოსა“ და ალბანურ „ტირანას“ შორის გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქე. დიდი ალბათობით, ეს სერბული „ცრვენა ზვეზდა“ იქნება, რომლმაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად „ევროპა“ უნდა დაამარცხოს, გიბრალტარიდან.

უნდა ავღნიშნოთ, რომ არცერთ ქართულ გუნდს წილისყრაში არ გაუმართლა. თუმცა, ეს უფრო საკუთარ თავსა და რეიტინგს უნდა დააბრალონ.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...