
სულ ცოტა ხნის წინ ქართველ ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი გიორგი ჩაკვეტაძეს ედო. მისი ტრანსფერი დღესაც 6-7 მილიონ ევროდ ფასდება. ამ ფასს კი ორნახევარჯერ გადაასწრო ხვიჩა კვარაცხელიამ.ყაზანის „რუბინი“ რუსული პრემიერლიგის უმჯობეს ახალგაზრდად მიჩნეულ ქართველს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. ყველაზე კომიკური ისაა, რომ მსურველთა შორის მისკოვის „ლოკომოტივია“ პირველი, რომელსაც ხვიჩა იქვე ჰყავდა და წინა სეზონში უფასოდ გაუშვა. მიზეზი? რკინიგზელები ხვიჩას 1+3 ტიპის კონტრაქტს და იმ პირველი გამოსაცდელი წლის სათადარიგო გუნდში გატარებას უპირებდნენ.
ამ დროს გამოჩნდა ყაზანურმა კლუბი 5-წლიანი სრულფასოვანი კონტრაქტით და ქართველიც იქ დაფრინავს.
როგორც ვთქვით „რუბინი“ ხვიჩას 15 მილიონ ევროდ აფასებს. იგივე დარჩა გიორგი ჩაკვეტაძის ფასი – 7 მილიონის ფარგლებში. დაახლოებით 2 მილიონით დაიწია საბა კვირკველიას ფასმა – ყაზანში გაიჯარებული ქართველი ახლა 4-5 მილიონი ღირს. მეოთხე ადგილზე დონეცკის „შახტარის“ მცველი დავით ხიჭოლავაა, რომელსაც კლუბი 4 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.
ექსპერტთა აზრით, მეხუთე-მეექვსე ადგილებს უფაში მყოფი ჯიმი ტაბიძე და როტორელი ზურიკო დავითაშვილი იყოფენ – 2,5 მილიონი ევრო. მეშვიდე და მერვე გიორგი ქვილითაია (ანართოზისი) და ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) არიან – სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ევრო. მეცხრეა ტულის „არსენალის“ მცველი გია გრიგალავა 1,8 მილიონი ევროთი, ათეულში კი ბოლო ვაკო ყაზაიშვილია, რომლის გადაბირებაც 1,5 მილიონი ევრო დაჯდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
