„ჩელსის“ გერმანელი მწვრთნელი თომას ტუხელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პრობლემებს ელის. ომმა დასავლეთ ლონდონელთა კლუბი და მათი მეპატრონე, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი უნებურად ყურადღების ცენტრში მოაქცია. ტუხელმა თქვა, რომ შეიქმნა შემაძრწუნებელი ვითარება, რომელიც ადამიანთა გონებას ღრუბელივით ფარავს, ის კი ამ დროს ცდილობს გუნდი კვირას გასამართი „კარაბაოს თასის“ ფინალისთვის მოამზადოს. „ჩელსის“ მეტოქეა „ლივერპული“. ტუხელი: „გარკვეულ დონემდე...
ჭდე: ლივერპული
ლივერპულმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოიგო
„ლივერპულმა“ მილანში, „ინტერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ციდან ვარსკვლავები ნამდვილად ვერ მოწყვიტა, მაგრამ 2:0 მოიგო. მერსისაიდელებმა მტკიცე ხასიათი და გამარჯვებისადმი ლტოლვა გამოამჟღავნეს. აშკარაა, რომ ისინი 28 მაისს, პეტერბურგში, ფინალში თამაშს უმიზნებენ. „მთავარი ის კი არ არის, რომ ყველა შეხვედრაში ათიანზე ითამაშო. ამა თუ იმ მატჩის მსვლელობისას რასაკვირველია იქნება მონაკვეთები, როდესაც გაგიჭირდება, იჯახირებ, მაგრამ უნდა გაუძლო,...
ვიღაცას ცხვირი გაუტეხეს, მაგრამ ვინ გაუტეხა?
ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდი პაბში ანუ ჩვენებურად ლუდხანაში ამტყდარი ჩხუბის მიზეზი გახდა. ჩხუბში თურმე ბევრნი მონაწილეობდნენ. ერთს ცხვირი გაუტეხეს, მეორეს — მობილური დაულეწეს. ახლა ჩხუბის მიზეზის შესახებ: კვირა საღამოს პიკფორდი და მისი რამდენიმე მეგობარი სამხრეთ ტაინსაიდის სოფელ ისტ ბოლდონის ერთ-ერთ პაბში შევიდნენ. სამხრეთ ტაინსაიდი ინგლისის ის ნაწილია, სადაც ახლოსაა ქალაქები სანდერლენდი და ნიუკასლი. პიკფორდი...
ჟოტა მხსნელი
„ლივერპული“ აფრიკის თასის გადამკიდე დაბლა დაეშვება და თამაშებს ვერ მოიგებსო… ტყუილი შფოთვა გამოდგა. იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ 5 მატჩში გაიმარჯვა, საერთო ჯამში 13:2. ამჯერად „ლესტერს“ 2:0 აჯობა და თან ხარისხიც უმაღლესი იყო – ნაღდი ლივერპულური. ამ პერიოდში, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის არყოფნაში, გაიბრწყინა დიოგო ჟოტამ. პორტუგალიელი აქამდეც ფიგურა იყო, ახლა კი უკვე სხვა დონეზე...
კლოპს გაუგებ, პეპს – ვერა
„ლიდსის“ არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას თავისებურებებზე ისაუბრა. „ გვარდიოლას იდეებს ვერ გაუგებ. მხოლოდ უნდა უყურო და ისიამოვნო. თუ ვინმე პეპის მიბაძვას დაიწყებს, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ინტერპრეტაცია შეუძლებელია. … ვფიქრობ, შეუძლებელია იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს მისი ტვინი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის შეუძლებელია. … კლოპი? ის შესანიშნავი მწვრთნელია თავისი სტილითა და ხასიათით....
თუ მანეს კვირას ათამაშებენ
აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში სენეგალის ნაკრები ეკვატორულ გვინეას ხვდება. ითამაშებს კვირას წინა მატჩში ნოკდაუნსა თუ ნოკაუტში ჩავარდნილი ლივერპულელი სადიო მანე თუ არა, დიდი სჯა-ბაასის საკითხად არის ქცეული. შეგახსენებთ, რომ კაბო ვერდესთან მერვედფინალური შეხვედრის 53-ე წუთზე მანე მეტოქის მეკარე ვოზინიასთან პირისპირ შევიდა, ფეხბურთელები ერთმანეთს შეეჯახნენ და სენეგალელი ნოკდაუნში ჩავარდა. ამის მიუხედავად, თავდამსხმელმა თამაში განაგრძო და 63-ე...
პენალტი კი საეჭვო იყო
ახლა პრემიერლიგა დაისვენებს. შემდეგი ტური 8 თებერვალსაა. ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ მაინცდამაინც სანერვიულოდ არ აქვს საქმე — მდევარ „ლივერპულს“ 9 ქულით უსწრებს. თავის მხრივ „ლივერპულიც“ კმაყოფილია: გუშინ, „კრისტალ პალასთან“ 3:1 გაიმარჯვა, პლუს შეხვედრა აქვს მარაგში. „ლივერპულს“ 1 ქულით ჩამორჩება „ჩელსი“, რომელმაც წუხელ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ 2:0 მოგებით პოზიცია გაიმყარა, თუმცა მერსისაიდელებზე ორი, ხოლო „სიტიზე“ ერთი თამაშით მეტი...
აფრიკა დააწყვილეს
გაიმართა აფრიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი ოფების წილისყრა. 10 გუნდი, 5 წყვილი და 5 გამარჯვებული გადის მონდიალზე… ყველაზე ხმაურიანი წყვილი მაინც ეგვიპტე-სენეგალია, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის გათვალისწინებით. „ლივერპულის“ ვარსკვლავები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ნიგერია-განა? ბოლო წლებში განა ისეთი ვეღარ არის, ესიენ-ასამოა-მუნტარის დროს რომ იყო, ასე რომ ფავორიტებად „არწივები“ მოსჩანან. ამ ათეულში შედარებით ყველაზე სუსტად დემოკრატიული კონგო...
ფირმინო, შენ თავისუფლება დაიმსახურე!
იურგენ კლოპის ცნობილი გამონათქვამები რობერტო ფირმინოზე: „გავა დრო და წიგნს დაწერენ თემაზე, თუ როგორ თამაშობდა ფირმინო ცრუ 9 ნომრად”. „სალაჰი მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის; მანე მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის; ფირმინო კი ყოვეელთვის მსოფლიო კლასია”. რაზე გაგვახსენდა? „ლივერპული” ბრაზილიელ რობერტო ფირმინოს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. განვმარტავთ: მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ბრაზილიელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, დარჩება...
ლივერპული არსენალზე ძლიერია და მოუგო
„ლივერპულმა“ „არსენალს“ ლონდონში ეფექტურად მოუგო 2:0. ეს გახლდათ „კარაბაოს თასის“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. სტუმართაგან ორივე გოლი დიოგო ჟოტამ გაიტანა. „არსენალს“ ჯილდოს მოსაგებად ახლა შემდეგ სეზონამდე მოუწევს ლოდინი, რადგან ფეხბურთის ასოციაციის თასიდანაც გავარდნილია — 1/32 ფინალში გამოეთიშა შეჯიბრებას. „კარაბაოს თასზე“ კი ფინალიღა დარჩა: 27 თებერვალს „ლივერპული“ და „ჩელსი“ შეხვდებიან ერთმანეთს. „მეთოფეთა“ მწვრთნელმა...









