უცნაურია: „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან” შეხვედრის ბილეთების გაყიდვა უჭირს. აგერ უკვე ორი დღე გავიდა, რაც „ეტიჰედზე” „სალარო გაიღო”, მაგრამ თავისუფალი ადგილები ჯერ ისევ არის. შედარებისთვის: „სანტიაგო ბერნაბეუზე” „იუვენტუსთან” შეხვედრის ბილეთები 8 წუთში გაიყიდა. წუთებისას ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ხელცარიელი გულშემატკივარი ევროპის სხვა მეოთხედფინალისტ ქალაქებშიც გადამყიდველების იმედადღაა. მიუხედავად იმისა, რომ „სიტი” არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს, „ეტიჰედი”...
ჭდე: ლივერპული
„ლივერპული” გერმანული გუნდია
მოჰამედ სალაჰთან და რობერტო ფირმინოსთან ერთად, სენეგალელი საიდო მანე „ლივერპულის” „ჯადოსნური ტრიოს” წევრია. ამ ტრიოს ჩამოყალიბებაში დიდი როლი მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეასრულა და მანეც სწორედ ამაზე ელაპარაკა გერმანულ „შპორტ ბილდს”. „დარწმუნებული ვარ, რომ კლოპის სისტემა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ის ფეხბურთი, რომელიც მან „დორტმუნდს” ათამაშა ყველას მოსწონდა. დღეს, „ლივერპულის” სტილში იმ ფეხბურთის...
ინგლისური გუნდები არ ვარგა
ცხრა დღის წინ წელში გამართულ პრემიერლიგას თავი კვლავ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ეგონა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში ხუთწლიანი ხელმოცარვის შემდეგ, წლევანდელი გათამაშების მერვედფინალში გასული 16 გუნდიდან ხუთი მისი იყოო, წერს ინგლისელი ჟურნალისტი დეივ კიდი და ასეთ შეკითხვას სვამს: შეეძლო მსოფლიოს უმდიდრეს ლიგას ისევ გამხდარიყო საუკეთესო? თავად კიდი კითხვას იქვე პასუხობს: არა, არ შეეძლო, რადგან საპასუხო შეხვედრებში პრემიერლიგის ხუთი...
კოუტინიო ყველამ გაყიდა, ყველამ… კლოპის გარდა!
სომოსა შესაძლოა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია-ეს ცნობილი გამონათქვამი ამერიკის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს ეკუთვნის და მისი ადრესატი ნიკარაგუას სისხლისმსმელი პრეზიდენტი ანასტასიო სომოსა გახლდათ… ფილიპე კოუტინიოს ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ აქვს რაიმე შეხება და რა თქმა უნდა სომოსასავითაც არ ხვრეტს ხალხს, მაგრამ, შარშანდელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას, მასთან დაკავშირებით სწორედ რუზველტის ეს ფრაზა გამახსენდა,...
მოურინიუმ კლოპზე შური იძია
ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპს შარშანდელი ნათქვამი გაახსენა, გულში ჰქონია ჩადებული. კერძოდ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” 105 მილიონ ევროდ პოლ პოგბა იყიდა, “ლივერპულის” თავკაცმა თქვა: “ფეხბურთელში ასეთ თანხას რომ იხდი, ხომ შეიძლება დაშავდეს? და თუ დაშავდა გამოვა, რომ ფული ქარს გაატანე. თუკი დადგება დღე, როდესაც ჩვენს საქმეში ვაჭრობა გახდება მთავარი, მე ფეხბურთიდან წავალ. მთავარი გუნდური თამაშია. რასაკვირველია,...
გრცხვენოდეთ, ავტობუსებო !
სამარცხვინო უწოდა ჯეიმი კარაგერმა იმ გუნდების თამაშს, რომლებიც პრემიერლიგის ტოპ ექვსეულთან საშინაო მატჩებში დაცვას „ავტობუსებით“ ამაგრებენ. „ლივერპულის“ ყოფილი მცველი რაფაელ ბენიტესმა გააბრაზა. „ნიუკასლი“- „სიტის“ მატჩის (0:1) შემდეგ კარაგერმა ბენიტესის არჩეული ტაქტიკა გაკენწლა და სხვებიც გადასწვდა: „მხოლოდ „ნიუკასლი“ კი არა, თითქმის ყველა ასე თამაშობს საშინაო მატჩებს ტოპ ექვსეულის წინააღმდეგ. პრემიერლიგა სასაცილო ხდება. არის ზედა ექვსი გუნდი...
75 000 000 დაცვას მიხედავს
მცველისთვის სარეკორდო 75 მილიონი გირვანქა გადაუხადა „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ ვირგილ ვან დიიკის სანაცვლოდ და ჰოლანდიელი 1 იანვრიდან „ლივერპულის“ დაცვას გააძლიერებს. 26 წლის ფეხბურთელი კვირაში დაახლოებით 180 000 გირვანქას მიიღებს. აქამდე უძვირფასესი მცველი კაილი უოკერი იყო, რომელიც გასულ ზაფხულს „სიტიმ“ „ტოტენჰემისგან“ 54 მილიონად იყიდა. ვან დიიკმა კარიერა „ტილბურგში“ დაიწყო, მერე „გრონინგენში“ გადავიდა და „სელტიკში“ (2013-2015) გააგრძელა. „სელტიკმა“...
ქართველთა ყოფილი სარდალი ლივერპულზე ესპანელთა შესევის შესახებ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა (2008-09) არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა, რომელიც ორი წელიწადია ეგვიპტის ნაკრებს უდგას სათავეში, “მარკას” ინფორმაციით, განაცხადა, რომ მან დანამდვილებით იცის: მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ყიდვას ცდილობს. “დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ “რეალს” სალაჰის შეძენა უნდა. არადა ჩემი აზრით, მოჰამედი დღეს “ლივერპულში” ბრწყინვალედ გრძნობს თავს. ის შესანიშნავ გარემოშია”, — თქვა კუპერმა, რომელიც...







