ჭდე: ლივერპული

Home ლივერპული
დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
ჩანაწერი

დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!

იან დიომანდეზე ტაციაობაა. კოტ დ’ივუარელი გარემარბის „ლაიფციგიდან“ გადაბირება „ლივერპულს“ და „პარი სენ ჟერმენს“ სურთ. 19 წლის ვარსკვლავმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ეკვადორის 1:0 დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა. მატჩის დამთავრების შემდეგ მას beIN Sports-მა პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივაზე ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა: „მართალია „ლაიფციგის“ მოთამაშე ვარ, მაგრამ რატომაც არა. ამ საკითხებს ჩემი აგენტი მოაგვარებს. პირადად მე დღესდღეობით მსოფლიოს...

ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
ჩანაწერი

ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია

ლივერპულის საიტი This is Anfield წერს, რომ ბრედლი ბარკოლა „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლას ითხოვს. მიზეზი: მის მიმართ ინტერესი „არსენალმა“ და „ლივერპულმა“ გამოიჩინეს. პორტალის მტკიცებით ბარკოლა ამ ზაფხულს მერსისაიდელთა ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეა. თუ მას ვერ შეიძენენ, მაშინ „წითლები“ „ლაიფციგის“ კოტ დ’ივუარელი შემტევის იან დიომანდეს ყიდვას მოინდომებენ.   talkSPORT-ის მიმომხილველი ალექს კრუკი ამბობს, რომ ფრანგმა პარიზელებს წასვლის...

მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
ჩანაწერი

მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ შესაძლო განათხოვრების შესახებ უკვე ინგლისურ მედიაშიც ითქვა, ასე რომ ცნობა ჰაერიდან მოტანილს აღარ ჰგავს. პორტალმა This is Anfield დაწერა, რომ ქართველი მეკარე პირველ სეზონში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას იმ იმედით დათანხმდა, რომ სექტემბრიდან მერსისაიდელთა მთავარი გოლკიპერი გახდებოდა. ამასობაში ალისონის შეძენას „იუვენტუსი“ ცდილობდა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, რომ ტურინში გადაბარგება ბრაზილიელსაც სურდა, მაგრამ როგორც ჩანს...

დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ
ჩანაწერი

დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ

Liverpool Echo-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. საიტი, რომელიც „ლივერპულის’’ ამბებს აშუქებს წერს: „თუკი მერსისაიდელ ფანებს დაეუფლათ შეგრძნება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია საკმარისზე მეტად ნახეს, მათი გაგება შეიძლება, თუმცა ქართველს „ენფილდზე’’ წითელი მაისურით რომ ეთამაშა ამ ხალხის დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო. 25 წლის გარემარბმა „პარი სენ ჟერმენის’’ ჯამურ 4:0 გამარჯვებაში საკვანძო როლი...

კვარა გოლი, პირველი პასი და მონდომება
ჩანაწერი

კვარა გოლი, პირველი პასი და მონდომება

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ტიტულის დაცვას განაგრძობს – ლუის ენრიკეს გუნდმა მეოთხედფინალის მეორე შეხვედრაც პირველის მსგავსად 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც ცხადია ის დაასახელეს. საინტერესოა, რომ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა დემბელეს მსგავსად პარიზელთა მეკარეს მატვეი საფონოვსაც 8 ქულა დაუწერა, მაგრამ გოლი გოლია! ხვიჩა კვარაცხელიას maxifoot-მა 6...

უცნაურად განსხვავებული შეფასებები
ჩანაწერი

უცნაურად განსხვავებული შეფასებები

„ლივერპულმა’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ სასწაული ვერ ჩაიდინა. ინგლისის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრის მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ისევე როგორც პარიზში, ლივერპულშიც 0:2 წააგო. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. პირველი 72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით, მეორე კი ისევ კვარას პრე-ასისტითა და ბრედლი ბარკოლას საგოლე პასით 90+1 წუთზე. მერსისაიდელთა კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ქართველ...

რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!
ჩანაწერი

რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!

დანიელ რიოლო არის იტალიური წარმოშობის ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, მწერალი და რადიოწამყვანი. მას ახასიათებს პირდაპირი ლაპარაკი, ხშირად საკამათო მოსაზრებების გამოთქმა. რიოლოს გადაცემა RMC’s After Foot საფრანგეთში ძალიან რეიტინგულია. ის აზრებს არასდროს ფილტრავს და ამბობს, რომ „ლივერპულს’’ გნებავთ ტაქტიკურად და გნებავთ ფეხბურთელების კლასის მიხედვით „პარი სენ ჟერმენთან’’ პირველ შეხვედრაში ნაწვნევი 0:2-ის შემობრუნების შნო არ აქვს. ის, რასაც ესპანურად...

ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი
ჩანაწერი

ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი

„ლივერპულისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის მსაჯად იტალიელი მაურიციო მარიანი დანიშნეს. მარიანი 44 წლისაა. მას ჩემპიონთა ლიგაში 17-მატჩიანი გამოცდილება აქვს, რომელთაგან ექვსს ის მიმდინარე სეზონში გაუძღვა. მან იმსაჯა ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულისა’’ და „ატლეტიკოს’’ მატჩი (3:2). ის იყო აგრეთვე მიუნხენში „ბაიერნისა’’ და პსჟ-ს შეხვედრის (1:2) არბიტრი. ეს ის თამაშია, რომელშიც რომაელმა მსაჯმა არშაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშობისთვის...

დაინახეს: როგორ დარტყმების მომგერიებელი კარგიაო
ჩანაწერი

დაინახეს: როგორ დარტყმების მომგერიებელი კარგიაო

„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში თებერვლის შემდეგ პირველი თამაში მოიგო – „ენფილდზე’’ „ფულემი’’ დაამარცხა, 2:0. 17 წლის ინგლისელი მარცხენაფლანგელი რიო ნგუმოჰა უმაღლეს დონეზე სასტარტო შემადგენლობაში მეორედ თამაშობდა. ის სულ მეთოთხმეტედ იყო მოედანზე და უკვე მეორე გოლი გაიტანა. შესვენებამდე მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთი შეაგდო. ეს იყო ეგვიპტელის პირველი გამოჩენა „ენფილდზე’’ მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ „ლივერპულიდან’’ მიდის....

ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…
ჩანაწერი

ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…

„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, შინ 2:0 მოუგო „ლივერპულს’’. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტუმრებმა მასპინძლებს პრობლემა შეუქმნეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც შესაბამისი ჯილდო მოედანზევე გადასცეს. მისი თამაში ასევე შეაფასეს სხვადასხვა გავლენიანმა საიტებმა და გამოცემებმა, თუმცა ყველა მათგანს...