ჭდე: ლივერპული

Home ლივერპული
ჯერარდი ვეღარ ჩერდება
ჩანაწერი

ჯერარდი ვეღარ ჩერდება

სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილაში“ ეტყობა მართლაც რევოლუციას აპირებს. ფილიპე კოუტინიო ხომ გადაიყვანა იჯარით „ბარსელონადან“ და ბრაზილიელმაც პირველივე შეხვედრაში გაუმართლა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სადებიუტო მატჩში (2:2), გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. კოუტინიოს გარდა ბირმინგემელებმა კიდევ სამი მოთამაშე – შვედი მეკარე რობინ ულსენი (ასევე იჯარით), მარცხენა მცველი, ლუკ დინი და საკუთარი აკადემიიდან ჭაბუკი კერ სმითი დაიმატეს. საუბარია მადრიდის...

შედეგი კარგია, თამაში – ჯერ არა.
ჩანაწერი

შედეგი კარგია, თამაში – ჯერ არა.

„ლივერპულმა“ „ბრენტფორდს“ 3:0 მოუგო. ეს იყო ძალიან საჭირო შედეგი, მაგრამ არ იყო ის თამაში, რომელიც მერსისაიდელებს „მანჩესტერ სიტის“ გაუტოლებს. ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „წითლებს“ პეპ გვარდიოლას გუნდის დასაწევად სეზონის დარჩენილ პერიოდში თითქმის იდეალური ფეხბურთის თამაში დასჭირდებათ. „სიტი“ ხომ ის გუნდია, რომელმაც ზედიზედ 12 თამაში მოიგო და მისი „ტახტიდან ჩამოგდება“ იოლი საქმე არ არის. თუმცა ისიცაა,...

რაფა მორჩა
ჩანაწერი

რაფა მორჩა

„ევერტონმა“ რაფა ბენიტესი გაათავისუფლა. ესპანელმა მწვრთნელმა ნახევარი წელიწადი იმუშავა პოსტზე. არ გამოვიდა მისი რომანი ერთ დროს N 1 მტერ კლუბთან. ცუდად დაიწყო და ცუდად დასრულდა… ბენიტესი „ლივერპულთან“ ასოცირდებოდა. ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2005 წელს და ბუნებრივია, „ევერტონის“ ფანების უმრავლესობა ცუდად შეხვდა მის დანიშვნას. მით უმეტეს, ახსოვდათ ესპანელის ძველი გამონათქვამი – როცა „ევერტონი“ პატარა კლუბად მოიხსენია. საქმეც ვერ...

როცა სალაჰი არ გწყალობს
ჩანაწერი

როცა სალაჰი არ გწყალობს

„კარაბაოს“ თასის ნახევარფინალში „ლივერპული“ 66 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, თან შინ, მაგრამ „არსენალს“ ვერ მოუგო — 0:0. იურგენ კლოპის გუნდმა ვერაფერი მოუხერხა შეუვალ „მეთოფეებს“, რომელთაც პირველ ტაიმში გრანიტ ჯაკა გაუგდეს პირდაპირი წითლით დიოგო ჟოტას წინააღმდეგ სულელური უხეშობის გამო. ეს ჯაკას მეხუთე გაძევება იყო „მეთოფეების“ მაისურით. მთავარი, რაც ამ შეხვედრის მიმოხილვისას უნდა ვთქვათ არის ის,...

ჩელსის და ლივერპულის ფრე გვარდიოლას გასახარად
ჩანაწერი

ჩელსის და ლივერპულის ფრე გვარდიოლას გასახარად

თომას ტუხელმა „ლივერპულთან“ რომელუ ლუკაკუ არ ათამაშა. მიზეზი: პრესაში ატეხილი ხმაური, რომ „ჩელსიში“ ფეხი ვერ მოიკიდა, კლუბში ვერ უგებენ და ასე შემდეგ. მერე კი ხმაური „სტემფორდ ბრიჯზე“ ატყდა — მატეო კოვაჩიჩმა და კრისტიან პულიშიჩმა 0:2 ჩამორჩენა პირველსავე ტაიმში აღმოფხვრეს. თამაში დრამატული იყო, პრემიერლიგისთვის დამახასიათებელი არითმიით. მაყურებელმა იხილა განიავებული საუცხოო მომენტები და გოლები, ჩამორჩენა და დაწევა,...

იტალია პირველია
ჩანაწერი

იტალია პირველია

იტალიის ნაკრები 2021 წლის საუკეთესო გუნდია. მეორეზეა „ბაიერნი“, მესამეზე არგენტინის ნაკრები, მეოთხე-მეხუთეზე „ჩელსი“ და „ლივერპული“. ეს AIPS-ის გამოკითხვით. სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაა… 114 ქვეყნის 529 ჟურნალისტმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა. იტალიამ 767 ხმა მიიღო, „ბაიერნმა“ – 503. არასაფეხბურთო გუნდებს შორის, საუკეთესო გახდა აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზეც ჩემპიონი გახდა.

ლივერპულმა ისევ დაკარგა ქულები
ჩანაწერი

ლივერპულმა ისევ დაკარგა ქულები

ინგლისში ყველაზე ბუზღუნა მწვრთნელად იურგენ კლოპი მიაჩნიათ. ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანელმა ამჯერად ვერავის ვერაფერი დააბრალა და თუ ბუზღუნია, თავისთვის უნდა იბუზღუნოს: ის რომ „ლივერპულმა“ „ლესტერთან“ (0:1) წააგო არც გადატვირთული კალენდრის ბრალი იყო, არც მისი კოლეგების და არც ათასი სხვა მიზეზის, ჩვეულებრივ მერსისაიდელთა მწვრთნელის ჩივილის საგანი რომ ხდება ხოლმე. „ლივერპულმა“ უბრალოდ ვერ ილივერპულა...

ლივერპულელის ტყაპუნი
ჩანაწერი

ლივერპულელის ტყაპუნი

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ტაკუმი მინამინო გინესის რეკორდების წიგნში იყო. შვიდი წლის წინ მან წუთში ყველაზე მეტ ადამიანს დაჰკრა ხელი ხელს (high-fives). მინამინომ რეკორდი 2014 წელს დაამყარა, როდესაც სამშობლოში, იაპონიაში, „სერესო ოსაკაში“ თამაშობდა. რეკორდი ასეთი იყო: 187 ხელდაკვრა 60 წამში. მაგრამ, მინამინოს შედეგმა ორ წელიწადს გაძლო. 2016-ში, მავანმა კაისერ პერმანენტე სან დიეგომ 290-ჯერ დაჰკრა ხელი ხელს. „დიახ,...

ლივერპული ნახევარფინალში შევარდა
ჩანაწერი

ლივერპული ნახევარფინალში შევარდა

კაომინ კელეჰერი ლივერპულელთა დღის გმირი გახდა — ირლანდიელმა მეკარემ მერსისაიდელები „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში გაიყვანა. კელეჰერმა პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია. მათ შორის იყო რაიან ბერტრანდის საბედისწერო თერთმეტმეტრიანი. იურგენ კლოპის გუნდმა „ლესტერთან“ ორგოლიანი ჩამორჩენა შემოატრიალა. „მელიები“ 3:1-ს იგებდნენ! ვინ წარმოიდგენდა ამის შემდეგ, რომ „წითლები“ მსაჯის წამატებულ წუთებზე ანგარიშს გაათანაბრებდნენ და საქმეს პენალტების სერიაში გადაიყვანდნენ. იქ, პენალტებში,...

ჰკითხეთ მაგ მსაჯს, რას ერჩის კლოპს?
ჩანაწერი

ჰკითხეთ მაგ მსაჯს, რას ერჩის კლოპს?

„ტოტენჰემმა“ და „ლივერპულმა“ ლონდონში ფრედ ითამაშეს — 2:2. მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მსაჯ პოლ ტიერნის როგორც თამაშის დროს, ასევე მისი დამთავრების შემდეგ შეუტია. არბიტრმა მას ყვითელი ბარათი აჩვენა. მან ყვითელი ბარათი აჩვენა ჰარი კეინსაც, არადა ენდი რობერტსონთან უხეშობის ეპიზოდი შესაძლოა წითელს იმსახურებდა. კლოპი იმანაც გააბრაზა, რომ ტიერნიმ დიოგო ჯოტას წაქცევისთვის „სფურზის“ კარში პენალტი არ დანიშნა....