„ლივერპული“ აფრიკის თასის გადამკიდე დაბლა დაეშვება და თამაშებს ვერ მოიგებსო… ტყუილი შფოთვა გამოდგა.
იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ 5 მატჩში გაიმარჯვა, საერთო ჯამში 13:2. ამჯერად „ლესტერს“ 2:0 აჯობა და თან ხარისხიც უმაღლესი იყო – ნაღდი ლივერპულური. ამ პერიოდში, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის არყოფნაში, გაიბრწყინა დიოგო ჟოტამ. პორტუგალიელი აქამდეც ფიგურა იყო, ახლა კი უკვე სხვა დონეზე გავიდა. 4 გოლი და საგოლე პასი ბოლო 4 მატჩში – 25 წლის პორტუგალიელს ამ სეზონში 17 გოლი მოუგროვდა (ყველა ტურნირზე ერთად აღებული).
ჟოტა კლოპის აღმოჩენაა. ბევრს გაუკვირდა, როცა „ვულვზიდან“ მიიყვანეს, მაგრამ მაგრად ამართლებს.
აი, კლოპის კომენტარიც: „როცა ჟოტა ვიყიდეთ, უკვე შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. სარფიანად შევიძინეთ და ვიცოდით, რომ სარგებელს მოგვიტანდა. თუმცა მან აშკარად მოუმატა. ჟოტა მუდამ მოტივირებულია“.
დიოგო ჟოტამ ბევრად რთული გზა გაიარა, ვიდრე სხვა პორტუგალიელმა ფორვარდებმა. 20 წლისა ჯერ კიდევ „პასუშ დე ფერეირაში“ თამაშობდა და იქაც დიდი წვალებით მოხვდა. ინტერვიუში გაიხსენა, რომ ბავშვობაში ყველა გუნდში იწუნებდნენ.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
სიახლეები26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
