აფრიკა დააწყვილეს

Home კატეგორიის გარეშე აფრიკა დააწყვილეს
აფრიკა დააწყვილეს

FIFA World Cup Third Round Drawგაიმართა აფრიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი ოფების წილისყრა.

10 გუნდი, 5 წყვილი და 5 გამარჯვებული გადის მონდიალზე…

ყველაზე ხმაურიანი წყვილი მაინც ეგვიპტე-სენეგალია, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის გათვალისწინებით. „ლივერპულის“ ვარსკვლავები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ნიგერია-განა? ბოლო წლებში განა ისეთი ვეღარ არის, ესიენ-ასამოა-მუნტარის დროს რომ იყო, ასე რომ ფავორიტებად „არწივები“ მოსჩანან.

ამ ათეულში შედარებით ყველაზე სუსტად დემოკრატიული კონგო მოჩანს, რომელსაც ექტორ რაულ კუპერი წვრთნის.

აი, ხუთივე წყვილი:

ეგვიპტე – სენეგალი; კამერუნი – ალჟირი; ნიგერია – განა; დრ კონგო – მაროკო; მალი – ტუნისი.

თამაშები 24 და 29 მარტს გაიმართება.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ