საქართველოს ეროვნული გუნდი 2024 წლის პირველ ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს, მონტენეგროსთან გამართავს. ეროვნული გუნდი მონტენეგროს პოდგორიცაში, „გრადსკი სტადიონზე“ შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ეს საქართველო – მონტენეგროს მესამე მატჩი იქნება, ორჯერ გუნდები ერთმანეთს მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ, მაშინ მონტენეგროში ჩვენები 1:2 დამარცხდნენ, თბილისში კი ფრედ, 0:0 ითამაშეს. საქართველოს მაშინ არგენტინელი რაულ ექტორ კუპერი თავკაცობდა.
ჭდე: რაულ ექტორ კუპერი
Home
რაულ ექტორ კუპერი
ჩანაწერი
23/01/2022 | 21:2819/05/2026 | 05:40კატეგორიის გარეშე
აფრიკა დააწყვილეს
გაიმართა აფრიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი ოფების წილისყრა. 10 გუნდი, 5 წყვილი და 5 გამარჯვებული გადის მონდიალზე… ყველაზე ხმაურიანი წყვილი მაინც ეგვიპტე-სენეგალია, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის გათვალისწინებით. „ლივერპულის“ ვარსკვლავები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ნიგერია-განა? ბოლო წლებში განა ისეთი ვეღარ არის, ესიენ-ასამოა-მუნტარის დროს რომ იყო, ასე რომ ფავორიტებად „არწივები“ მოსჩანან. ამ ათეულში შედარებით ყველაზე სუსტად დემოკრატიული კონგო...

