რამდენიმე დღის წინ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება ესპანურ „ელ კლასიკოს“ შეადარა. ინგლისური „ელ კლასიკო“ შაბათს „ეტიჰედზე“ გაიმართება. ეს იქნება მატჩი რომელმაც, როგორც ამბობენ, პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბედი უნდა გადაწყვიტოს. 2017 წლის შემდეგ, როდესაც პეპმა პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული, ქვეყანაში „სიტისა“ და „ლივერპულის“ ბატონობა დაიწყო. ხვალინდელ შეხვედრაზე დიდად არის დამოკიდებული, მაისში პრემიერლიგის...
ჭდე: ლივერპული
გამოიცან რომელია
„ლივერპულის” ერთ-ერთი ყოფილი ვარსკვლავი, მეტიც, როგორც თავად უწოდებენ – გმირი, დღეს 48 წლისაა და ისეა შეცვლილი, რომ ვერც კი იცნობთ. სადღაა მისი ახალგაზრდული გრძელი თმა? წვერიც მოუშვია… ის ეროვნებით ჩეხია. 1996-2003 წლებში მერსისაიდელთა შემადგენლობაში ჩაატარა 196 შეხვედრა და გაიტანა 28 გოლი. წითელი მაისურით მან მოიგო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ლიგის თასი, რომელსაც დღეს სპონსორის ხათრით...
აფრიკელია და ამიტომ ჩაგრავენო
41 წლის ელ ჰაჯი დიუფი ამბობს, რომ მოჰამედ სალაჰს მის საკადრის კონტრაქტს მხოლოდ ერთი მიზეზით არ სთავაზობენ: იმიტომ, რომ ის აფრიკელია! მოგეხსენებათ, სალაჰსა და მის კლუბს „ლივერპულს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის. ელ ჰაჯი დიუფი კი „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელია. ეროვნებით ის სენეგალელია. დიუფმა „ენფილდზე“ 2002-05 წლებში ითამაშა....
აპრილი — ლივერპულის ჯოჯოხეთი
„ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპს ჰკითხეს, „მანჩესტერ სიტისთან“ სათასო ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე რას იტყვითო, მან კი პასუხად მთელი აპრილის კალენდარი ჩამოთვალა. მაშ ასე, „ლივერპული“ და „სიტი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდნენ („ლივერპულმა” სტუმრად მოუგო „ნოტინგემს” 1:0, ხოლო „სიტიმ” საუთჰემპტონს” 4:1) და იქ გადაიკვეთნენ. მათი თამაში 16 აპრილსაა, მაგრამ მანამდე… მერსისაიდელები აპრილს შინ „უოტფორდით“ იწყებენ; შემდეგ მიდიან ლისაბონში,...
ლივერპულმა იწამა
„ლივერპულმა“ „არსენალს“ 2:0 მოუგო და ჯეიმი კარაგერმა იწამა, რომ ამიერიდან მის ყოფილ გუნდს ჩემპიონობა შეუძლია. მართალია, ამ გაზაფხულზე „მეთოფეები“ ჩინებულ ფორმაში არიან, მაგრამ „ლივერპულმა“ დიოგო ჟოტასა და რობერტო ფირმინოს მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, სამი ქულა შეიმატეს. ამ შედეგმა მერსისაიდელები „მანჩესტერ სიტის“ მაქსიმალურად მიუახლოვა, ახლა ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ცხადია,...
ალექსის სანჩესი ტყუილად გაუგდიათ
CBS-ისა და BT-ს ექსპერტებმა ერთხმად დაადგინეს, რომ „ლივერპულისა“ და „ინტერის“ შეხვედრაში, რომელიც იტალიურმა გუნდმა ლაუტარო მარტინესის მიერ 62-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო, ალექსის სანჩესი მოედნიდან არ უნდა გაეგდოთ. სანჩესმა მეორე ყვითელი 63-ე წუთზე იმ დანაშაულისთვის მიიღო, რომელსაც ქვემოთ ვიდეოზე ხედავთ. ორი შეხვედრის ჯამში „ლივერპულმა“ 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ჩილელმა ვეტერანმა პირველი...
სალაჰი ადრე, სალაჰი – ახლა
„6-7 წლის წინ ეგვიპტეში რომ გეკითხათ, ჰყავდათ თუ არა ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო მომავალში მსოფლიოს საუკეთესოებთან კონკურენცია, მოკლედ გიპასუხებდნენ: არა! დღეს სხვა ვითარებაა“, – თქვა მოჰამედ სალაჰმა და მოჰყვა გზაზე, რომელიც გაირა. „ეს ურთულესი პროცესი იყო. ეგვიპტელი ფეხბურთელები ევროპაში ჩადიოდნენ და ისევ უკან მოდიოდნენ, რადგან იქაურობას ვერ ეგუებოდნენ. მე „ბაზელში“ ვიყავი. შვეიცარიაში თავიდან ძალიან...
საშინელებათა ფილმია?
უკრაინელი ანდრეი ვორონინი გემახსოვრებათ. ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ „ლივერპულში“ და სხვა ძლიერ გუნდებშიც თამაშობდა. სწრაფი უკრაინელი, სულ გოლზე დაგეშილი. ბოლო პერიოდში ვორონინი მოსკოვის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა – ასისტენტად. ამ გაგანია ომის დროს კი კონტრაქტი გაწყვიტა. „უამრავი მეგობარი მყავს კიევში, ხარკოვში და სხვა ქალაქებშიც, სადაც რუსული აგრესიაა. ასევე ჩემს მშობლიურ ოდესაშიც. ყოველ 5 წუთში ცუდი...
ისტორიაში საუკეთესო 0:0
ინგლისში ამას ორი წელიწადი ელოდნენ — „უემბლიზე” თასის ფინალი გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე ჩატარდა. 85 ათას მაყურებელს გაუმართლა, ისინი დაესწრნენ თამაშს, რომელსაც პრესაში ყველა დროის ყველაზე დიდებული 0:0 დაარქვეს. რასაკვირველია, თასის ფინალები იგულისხმება. შემდეგ კი იყო პენალტების კლასიკური სერია. ისევ და ისევ, აღმატებული სიტყვების მოშველიება მოგვიწევს: ერთ-ერთი უდიდებულესი, რაც კი „უემბლიზე” ოდესმე უნახავთ. ცხადია, არც ეს...
ტუხელი: სიამოვნებით წავაგებდი
თომას ტუხელმა თქვა, თუ „კარაბაოს თასის“ ფინალში ჩვენი „ლივერპულთან“ წაგება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაასრულებს, სიამოვნებით წავაგებო. „ჩელსის“ გერმანელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მართალია მისი მეტოქე „ლივერპულია“ და ამ გუნდთან გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში, „უემბლიზე“ მოგებას მაინც არ ექნება ჩვეული გემო. შაბათ საღამოს „ჩელსის“ მეპატრონემ, რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა ყველასთვის მოულოდნელად კლუბის მართვაზე...









