იურგენ კლოპმა „ლივერპულთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. გერმანელი „ენფილდზე” 2026 წლამდე დარჩება. აქამდე კლოპი ამბობდა, რომ 2024 წელს, როდესაც მისი წინა ხელშეკრულების ვადა ამოიწურებოდა, ის „წითლებს” დატოვებდა, მაგრამ თანამშრომლობა ორი წლით გადაავადა. 2026 წლამდე გაუხანგრძლივეს კონტრაქტები მის ასისტენტებს პეპინ ლინდერსსა და პეტერ კრავიცსაც. კლოპმა საკლუბო მედიას უთხრა: „ჩემი გრძნობების აღსაწერად უამრავი სიტყვის მოხმობა შეიძლება: მე...
ჭდე: ლივერპული
ლივერპულთა შორის ულივერპულესი
იურგენ კლოპის „ლივერპულმა” ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში „ვილიარეალს” 2:0 მოუგო, ინგლისელმა ვეტერანებმა რიო ფერდინანდმა, მაიკლ ოუენმა და პიტერ კრაუჩმა კი ერთხმად აღიარეს, რომ მერსისაიდელებს ასეთი გუნდი მათ მეხსიერებაში არ ჰყოლიათ. პირველი გოლი თავის კარში ფორმალურად ეკვადორელმა პერვის ესტუპინანმა გაიტანა (ჯორდან ჰენდერსონის დარტყმა რიკოშეტით ბადეში შევარდა), მერე კი სადიო მანემ მო სალაჰის პასით ახლოდან მიაღწია მიზანს. ეს...
როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აი, რა თქვა „ვილიარეალის“ ნახევარმცველმა ეტიენ კაპუმ: „ემერი არის მწვრთნელი, რომელსაც სულ ტაქტიკური სიახლეები აქვს. სიტუაციას სხვადასახვანაირად უყურებს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეტოქეს ასწრებს. ვფიქრობ, ემერი გენიოსია, მას ფეხბუღთელებისგან საუკეთესო თვისებების გამოყენების დიდი ნიჭი აქვს. პირადად მე 33 წლისამ ვისწავლე ფეხბურთი. მწვრთნელის პიროვნება ბევრს ნიშნავს და მის ვალში ვარ“. მისტერ-ევროპა ლიგა ემერი ახლა ჩემპიონთა ლიგას...
ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
ფრენკ ლემპარდმა მსაჯებს წაჰკბინა. ეს „ლივერპული“ – „ევერტონის“ მატჩის შემდეგ. დერბი ფავორიტებმა მოიგეს – 2:0, ლემპარდმა კი საეჭვო ეპიზოდები ახსენა: „ვფიქრობ, „ლივერპულის“ კარში ორჯერ უნდა დაენიშნათ პენალტი, მაგრამ „ენფილდზე“ მსაჯები ამას არცთუ ხშირად აკეთებენ. ფაქტი ისაა, რომ გორდონზე კონტაქტი იყო. „ლივერპულის“ ფანებმა გორდონს უსტვინეს, რაც სიგიჟეა. ეტყობა, მსაჯიც გავლენის ქვეშ მოექცა. …ჩემი აზრით, მოჰამედ სალაჰზე...
გმადლობთ!
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მადლობა გადაუხადა „ლივერპულის“ გულშემატკივრებს, რომლებიც „ლივერპული“ – „იუნაიტედის“ მატჩის მე-7 წუთზე (კრიშტიანუს სათამაშო ნომერი) ფეხზე წამოდგნენ, პორტუგალიელს დაუსწრებლად მიესალმნენ და თანგრძნობა გამოუცხადეს, წინა დღეს დაღუპული ტყუპისცალი ვაჟის გამო. თავად კრიშტიანუ ამ დროს პორტუგალიაში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად. „ერთი სამყარო…ერთი სპორტის სახეობა… ერთი დიდი ოჯახი… მადლობა, „ენფილდ!“ მე და ჩემი ოჯახი არასოდეს...
იუნაიტედი ექვსი წლის წინანდელი ლივერპულის დონეზე
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულთან” სტუმრად 0:4 წააგო. მწვრთნელი რალფ რანგნიკი ამით იმდენად შეურაცხყოფილი დარჩა, რომ პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელებს მოურიდებელი კრიტიკით დაესხა თავს. გერმანელმა თქვა, რომ გუნდს განახლება სჭირდება. მისი თქმით დღეს „იუნაიტედი” იურგენ კლოპის „ლივერპულს” ექვსი წლით ჩამორჩება. არადა, რომ მოეგო, მანჩესტერის გუნდი მეოთხე ადგილს დაეწეოდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მეტოქეს ოცნებაც არ აცადეს — კოლუმბიელმა ლუის დიასმა...
ლივერპული მიქრის…
„ლივერპულმა“ „კარაბაოს თასი“ უკვე მოიგო, წინ კი სხვა ტიტულებია და მერსისაიდელებს ყველა გათამაშებაში აქვთ წარმატების შანსი. კლოპის გუნდმა როცა „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, მაშინ ოთხ ტიტულზე საუბარი არც იყო: „სიტი“ პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობდა, ხოლო FA Cup-ზე კლოპი და მისი შეგირდები ფინალამდე ვერც აღწევდნენ. თუმც ახლა… FA Cup-ის ნახევარფინალში, „ლივერპულმა“ „სიტი“ 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა....
გვარდიოლა: მე მათ მიბაძვას ვცდილობ
„მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ 2:2-ის შემდეგ პეპ გვარდიოლას იურგენ კლოპის შესახებ მხოლოდ აღმატებულ ხარისხში შეეძლო ლაპარაკი. „სიტი“ ორჯერ იგებდა. მანკუნიანელთა პირველი გოლი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, მეორე გაბრიელ ჟესუსმა, მაგრამ სტუმრებმა დიოგო ჟოტამ და სადიო მანემ ორივეჯერ გაქვითეს. პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ კოლეგის შესახებ თქვა: „მე არ ვიცი მცემს თუ არა იურგენი პატივს, მაგრამ მე მას ძალიან...
გალაჰერი: 10:2 უნდა ყოფილიყო
პრემიერლიგის ეგრეთწოდებულ საჩემპიონო მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ და „ლივერპულმა“ მანჩესტერში, „ეტიჰედზე“ 2:2 ანუ ფრედ ითამაშეს, თუმცა „ქალაქელების“ გადარეული ფანის, როკმენ ლაიამ გალაჰერის აზრით „სიტიმ“ გაიმარჯვა. გალაჰერმა განსაკუთრებულ პოპულარობას 1991-2009 წლებში მიაღწია, როდესაც საქვეყნოდ ცნობილი ჯგუფის „ოაზისის“ სოლისტი იყო. 2009-14 წლებში ის გახლდათ ჯგუფ „ბიდი აის“ ლიდერი, 2017 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო. კომპოზიტორმა და მომღერალმა მატჩის...
სალაჰი: ვერც ჰოს გეტყვით და ვერც არას
მოჰამედ სალაჰი არ მალავს, რომ „ლივერპულთან“ მისი საკონტრაქტო ურთიერთობა ძალიან მყიფეა. ფეხბურთელი ჯერ ვერ ამბობს პრობლემა მოგვარდება თუ ვერა. ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან თანამშრომლობის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. ამბობენ, რომ ის კლუბს გასამრჯელოს მომატებას სთხოვს — კვირაში 400 000 გირვანქა უნდა. თუმცა, თავდამსხმელი ცდილობს გულშემატკივარი დაარწმუნოს, რომ მასა და კლუბს შორის გამართული ვაჭრობა მის თამაშზე არ...









