„ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ საჩემპიონო აღლუმი დაგეგმა. ღონისძიება ლივერპულში გაიმართება 29 მაისს. ეს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღეა, რომელშიც მერსისაიდელები მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან. 22-ში კი პრემიერლიგის ბოლო ტური ელით, რომლის შემდეგაც დიდი ალბათობით ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდება… მაშ რაშია საქმე? საინტერესო ის არის, რომ ლივერპულელები ინგლისის ორივე თასის (ლიგის და ასოციაციის) მოპოვებას აღნიშნავენ, ამიტომ მნიშვნელობა არ...
ჭდე: ლივერპული
ჩეფერინის რეალი უკვირს და ეამაყება
უეფას პრეზიენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა 28 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. „ლივერპული“ თუ „რეალი“ ? ჩეფერინმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მადრიდელთა გასვლას არ ელოდა… „როგორც ჩანს, „რეალს“ ცხრა სიცოცხლე აქვს, როგორც კატას. ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელსაც, ვფიქრობ, დაცვაში აქვს პრობლემები. ჰყავთ ქარიმ ბენზემა, რომელიც მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელად მიმაჩნია. ლუკა მოდრიჩი კი წლების მატებასთან...
ფარეხიდან ფერარი გამოიყვანა
„ლივერპულმა” „საუთჰემპტონს” 2:1 მოუგო და „მანჩესტერ სიტის” ერთი ქულით ჩამორჩება. დარჩა ბოლო ტური. საუთჰემპტონში იურგენ კლოპმა შაბათის (ფეხბურთის ასოციაციის თასის) ფინალთან შედარებით ცხრა კაცით გადასხვაფერებული შემადგენლობა ათამაშა. მერსისაიდელები თავიდან ჩამორჩნენ — მე-13 წუთზე ნეითან რედმონდმა გახსნა ანგარიში, მაგრამ 27-ე წუთზე ტაკუმი მინამინომ გაქვითა, 67-ზე კი ჟოელ მატიპმა გამარჯვების გოლი შეაგდო. კლოპმა თქვა: „თამაშით ძალიან კმაყოფილი...
Neuro11
იურგენ კლოპს ჰკითხეს, თუ როგორ ახერხებს „ლივერპული“ პენალტებში ყოველთვის მოგებას. წლეულს ორი ფინალი უკვე „გადააგორეს“ ასე, პენალტების სერიაში, ორივეჯერ „ჩელსისთან“. „ყველამ ვიცით, რომ ეს ლატარეაა. სხვა აზრი არც მე მაქვს, მაგრამ ფაქტია, ისევ მოვიგეთ. ვმუშაობთ კომპანია Neuro11-თან, სადაც 4 გერმანელი ბიჭიცაა. კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე წლის წინ დაგვიკავშირდნენ. ისინი ნეირობიოლოგები არიან. შემოგვთავაზეს პენალტების სერიაზე გავარჯიშებთო. დავინტერესდით:...
ლივერპულის მეორე ინგლისური თასი
ამ სეზონში „ლივერპულმა” ინგლისის ორივე თასი მოიგო, ლიგის და ფეხბურთის ასოციაციის. იურგენ კლოპის გუნდს ორივე ფინალში „ჩელსი” შეხვდა და ორივეჯერ თამაში თავისი დამატებითი დროით 0:0 დამთავრდა ანუ მერსისაიდელებმა წარმატებას პენალტებით მიაღწიეს. თერთმეტმეტრიანების სერიაში პირველს ლონდონელთა კაპიტან სესარ ასპილიკუეტას მოეცარა ხელი, თუმცა მდგომარეობა მეკარე ედუარ მენდიმ გამოასწორა. მან თანამემამულისა და სენეგალის ნაკრებში თანაგუნდელის სადიო მანეს დარტყმა...
მთელი ინგლისი ლივერპულს გულშემატკივრობს
პრემიერლიგაში სამი ტური დარჩა. ლიდერი „მანჩესტერ სიტი” „ლივერპულს” სამი ქულით უსწრებს. დღეს „ლივერპული” ბირმინგემში „ასტონ ვილასთან” თამაშობს, ხვალ კი „მანჩესტერ სიტის” ელის მატჩი სტუმრად „ვულვერჰემპტონთან”. 15 მაისს „სიტი” ლონდონში მიდის „ვესტ ჰემთან”, ხოლო „ლივერპული” საუთჰემპტონში 17 მაისს თამაშობს. და ბოლოს, 22 მაისს, „მანჩესტერ სიტი” „ასტონ ვილას” მასპინძლობს, ხოლო „ლივერპული” „ვულვერჰემპტონს”. საინტერესოა, რომ „ვილა” და „ვულვზი”...
როდრიგო ლივერპულში…
2017 წელს როდრიგო ახლოს იყო „ლივერპულში“ გადასვლასთან. ბიჭი იმ დროს ბრაზილიულ „სანტოსში“ თამაშობდა. იურგენ კლოპს ის Youtube-ში უნახავს და ბრაზილიაშიც ჩასულა მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ როდრიგოს აგენტი ნიკ არკური ჰყვება: „როცა როდრიგო „სანტოსთან“ თავის პირველ კონტრაქტს აფორმებდა, „ლივერპულის“ დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ კლოპს აინტერესებდა ფეხბურთელი. კლოპს Youtube-ში ჩაუწერია „ბრაზილიელი ტალანტები“ და ინტერესიც აქედან წამოვიდა. დამიკავშირდნენ,...
მო შურისძიების ჟინით არის შეპყრობილი
მოჰამედ სალაჰს შურისძიება სწყურია. წუხელ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი 2018 წლის გამეორება იქნება — „ლივერპული” „რეალს” შეხვდება — ეგვიპტელს კი მადრიდელებთან თავისი ანგარიში აქვს. შეხვედრა 28 მაისს, პარიზში გაიმართება. სალაჰმა თავის ტვიტერსა და ინსტაგრამზე დაწერა: „ჩვენ ანგარიში გვაქვს გასასწორებელი”! მერსისაიდელთა თავდამსხმელს ინსტაგრამზე დაახლოებით 50 მილიონი გამომწერი ჰყავს. პოსტის დადებიდან 45 წუთში მას...
კლოპი: წამაკითხეთ სტატია!
„ლივერპული“ ცეცხლს ეთამაშა, მაგრამ მაინც გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. „წითლები“ შინ 2:0 მოგების მერე, ვილიარეალში 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში კლასი აჩვენეს და მოკლე მონაკვეთში 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 3:2 მოიგეს. „ლივერპული“ კლოპის ხელში 7 სეზონიდან მე-3 ფინალს ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში. გერმანელი სპეციალისტი საოცარ შედეგებს აღწევს… მარტო ის რად ღირს, რომ ამ სეზონში...
ლივერპულმა ნევილი არ გაახარა
ინგლისში თავისებური ურთიერთობები აქვთ. ყოველ შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” გულშემატკივრების ურთიერთდამოკიდებულება ნამდვილად გამორჩეული და სახალისოა. წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის პირველ ტაიმში ესპანურმა „ვილიარეალმა” „ლივერპულს” ორი გოლი გაუტანა. ამით ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში გათანაბრდა და ლეგენდარული „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა, სატელევიზიო ექსპერტმა გარი ნევილმა სოციალურ მედიაში თავისი ორი ფოტო დადო. პირველი პირველ გოლს მიუძღვნა,...









