ჭდე: ლივერპული

Home ლივერპული
კლოპი: სულ ბაიერნი წამოყოფს ხოლმე თავს
ჩანაწერი

კლოპი: სულ ბაიერნი წამოყოფს ხოლმე თავს

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. „ლივერპული” „რეალს” ხვდება. შეხვედრის წინ, მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ სადიო მანეს შეუძლია გადამწყვეტი შეხვედრის გმირი გახდეს, თუმცა ვერ უარყო, რომ ეს თამაში მისთვის ამ კლუბში შეიძლება ბოლო იყოს. სენეგალელი თავდამსხმელი ჩინებულ ფორმაშია. მან მიმდინარე სეზონში, საკლუბო შეჯიბრებებში, 50 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. 30 წლის მანეს შეძენა „ბაიერნს” უნდა. კლოპმა...

მანე: განა ოქროს ბურთს არ ვიმსახურებ?
ჩანაწერი

მანე: განა ოქროს ბურთს არ ვიმსახურებ?

სადიო მანე უკმაყოფილოა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში სერიოზულ კანდიდატებად არ მიიჩნევენ. მას სურს გახდეს მეორე აფრიკელი, რომელიც „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში გაიმარჯვებს. პირველი, 1995 წელს, ლიბერიის დღევანდელი პრეზიდენტი ჯორჯ ვეა იყო. 2022 წელს მანეს საქმეები ისე მიდის, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს. მისი ლიდერობით სენეგალის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასი მოიპოვა. სენეგალელები მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის...

ცოფიანი ძაღლები
ჩანაწერი

ცოფიანი ძაღლები

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალია. „რეალი” პარიზში ჩაფრინდა და… ჟურნალისტებს ჩაცმულობით კვენტინ ტარანტინოს „ცოფიანი ძააღლები” გაახსენა. სამოსზე ყურადღების ასეთი გამახვილება არ უნდა გაგვიკვირდეს. ევროპაში სეზონი დამთავრდა, მსოფლიოს ჩემპიონატი ნოემბრამდე არ არის, სატრანსფერო ბაზარში კი ჯერ „დახლებს აწყობენ”, ასე რომ თვალი აქეთ-იქით გარბის. ასე მაგალითად, თქვეს, რომ მარსელო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალის მოლოდინშია, სიმპათიურად გამოიყურებოდა, ტონი...

ბეილის მორიგი ფინალი
ჩანაწერი

ბეილის მორიგი ფინალი

ლუკა მოდრიჩი ამბობს, რომ გარეთ ბეილს „რეალის” წინაშე დამსახურებას ვერავინ დაუკარგავს. უელსელი დღესაც მადრიდშია და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი” „ლივერპულს” დაამარცხებს, მეხუთედ(!) მიიღებს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ჯილდოს. ეს მისთვის მეთექვსმეტე მადრიდული ტიტული იქნება. მაგრამ, ერთ თვეში ბეილს „ლოს ბლანკოსთან” ხელშეკრულების ვადა ეწურება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ცხრა წლის მიუხედავად, გულთბილ გამოსამშვიდობებელ საღამოს არავინ...

კლოპი დაფასდა!
ჩანაწერი

კლოპი დაფასდა!

ლიგის მენეჯერთა ასოციაციამ იურგენ კლოპი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. მარტივად რომ ვთქვათ, მან პრემიერლიგელი კოლეგების გამოკითხვაში გაიმარჯვა და ჯილდოც მიიღო. კლოპის „ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში ორი ინგლისური თასი მოიგო — ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის. ორივე შეჯიბრების ფინალში მერსისაიდელებმა პენალტების სერიაში დაამარცხეს „ჩელსი”. რაც შეეხება ჩემპიონატს, მართალია კლოპის გუნდმა ბოლო ტურამდე იბრძოლა, მაგრამ ბოლო დღეს ტიტულის ბედი...

ორივეს გიცნობთ!
ჩანაწერი

ორივეს გიცნობთ!

„ლივერპული“-„რეალის“ მატჩის წინ იმ მწვრთნელმა ისაუბრა, რომელსაც ორივე კლუბთან დიდი სიყვარული აკავშირებს. რაფა ბენიტესი „რეალში“ თამაშობდა (მეტწილად მეორე გუნდში), მერე იქვე დაიწყო მწვრთნელობა და მოგვაინებით მთავარ გუნდსაც თავკაცობდა. აი, „ლივერპულში“ კი რაფამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბენიტესმა სტამბოლური ფინალი გაიხსენა. 2005 წელი, „წითლებმა“ „მილანთან“ 0:3 შეატრიალეს და ბოლოს პენალტებში მოიგეს. „ … ის ფინალი რომ მოვიგეთ,...

ლეგენდების პარადი
ჩანაწერი

ლეგენდების პარადი

ჯეკ გრილიში ლუდს შეექცეოდა, პეპ გვარდიოლა კი მსხვილ სიგარას აბოლებდა… „მანჩესტერ სიტიმ” ქალაქში ღია ავტობუსით ჩაიარა. პრემიერლიგის ჩემპიონს ქუჩებში ათეულობით ათასი გულშემატკივარი ესალმებოდა. პეპი და კომპანია ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გახდნენ ჩემპიონები. ტიტული მათ ოფიციალურად ბოლო ტურში, „ასტონ ვილასთან” დრამატულ საშინაო შეხვედრაში გაიფორმეს. 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. მანჩესტერის ქუჩებში ავტობუსით გამოსული ფეხბურთელები ფანებს შამპანურით...

ძმების მეოთხე ტიტული ხუთ წელიწადში
ჩანაწერი

ძმების მეოთხე ტიტული ხუთ წელიწადში

დღეს „მანჩესტერ სიტი” ქალაქში ღია ავტობუსით გავა და პრემიერლიგის თასს ხალხით სავსე ქუჩებში ჩამოატარებს. პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ტიტული დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს. ისინი „ასტონ ვილასთან” 69-ე წუთზე 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ ინგლისური ადათის თანახმად, მალე ყველაფერი ყირაზე დადგა. მოედანზე ახალმა შესულმა ილქაი გუინდოგანმა 76-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ორ წუთში როდრიმ გაქვითა, ხოლო კიდევ სამ წუთში გუინდოგანმა გამარჯვების...

ლეგენდებმა ბურთი გააგორეს
ჩანაწერი

ლეგენდებმა ბურთი გააგორეს

არ უმართლებს „მანჩესტერ იუნაიტედს” ამ სეზონში და მორჩა! „ოლდ ტრეფორდზე” ლეგენდების მატჩიც კი „ლივერპულის” გამარჯვებით დამთავრდა. ამ შეხვედრაში გამორჩევით ლამაზი გოლი ჩილელმა მარკ გონსალესმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ კაცმა „ენფილდზე” მხოლოდ 2006-07 წლების სეზონი გაატარა და პრემიერლიგაში ორად-ორი გოლი შეაგდო, ასე რომ სიტყვა ლეგენდა მასზე ძნელად თუ ითქმის, მაგრამ ფაქტია, რომ მიიწვიეს, ჩავიდა და შეაგდო....

ბეილი ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
ჩანაწერი

ბეილი ჩემპიონთა ლიგის ფინალში?

კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ გარეთ ბეილი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად იქნება: 28 მაისს ხომ „რეალი“ – „ლივერპულია“… და ყველას ახსოვს ოთხი წლის წინანდელი ფინალი, როცა გარეთ ბეილმა ორი გოლი გაუტანა ლივერპულელებს და ის შეხვედრა 3:1 დასრულდა. და ახლა ვითომ შანსია, რომ ბეილი ათამაშოს ანჩელოტიმ? თუ გაიხუმრა? „ბეტისთან რატომ ვერ ითამაშა? მცირე ტრავმა ჰქონდა. მას სურდა გუნდთან...