„ლივერპული“ ამჟამად ავსტრიაშია და ოთხშაბათს ამხანაგურ მატჩში შეხვდება „ზალცბურგს“. მანამდე კი ფეხბურთელებმა თევზაობაც მოასწრეს, ზორბა თევზებიც დაიჭირეს და მერე საგმირო ფოტოები სოციალურ ქსელებშიც გამოაქვეყნეს. ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა, რომელმაც წინა დღეებში იმავე „ზალცბურგს“ ოთხი გოლი გაუტანა, ამბობდა ყველაზე დიდი ჩემი თევზიაო, რაზედაც მეკარე ალისონმა მიუგო: აბა, ჩემსას შეხედეო. მოკლედ ერთობიან. მათთან ერთად იყვნენ რობერტო ფირმინო, კოსტას...
ჭდე: ლივერპული
მანე: პირველი მეორედ !
აფრიკაში ორგზის ზეობის შემდეგ მო სალაჰი სადიო მანემ ჩაანაცვლა – წლეულს კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული სწორედ „ბაიერნის“ ახალწვეულმა თავდამსხმელმა ირგუნა. ესეც, ასე: მანე-სალაჰი 3:0… და რას ნიშნავს 3:0? საქმე ისაა, რომ მანემ ამ სეზონში მესამედ აჯობა სალაჰს. პირველად მანეს სენეგალმა სალაჰის ეგვიპტეს აფრიკის თასის ფინალში სძლია, მეორედ კი სენეგალმა ეგვიპტეს მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში დაამარცხა...
მო-რჩა! გადაწყდა!
მო სალაჰმა „ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის მერსისაიდულ კლუბში კიდევ სამი წლით, 2025 წლამდე რჩება, ხელფასი კი ფაქტობრივად უორმაგდება. ეს „წითლების” თავკაცისთვის იურგენ კლოპისთვის დიდი შვებაა, რადგან ცოტა ხნის წინ სალაჰის მეწყვილე, სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე „ბაიერნში” გადავიდა. მანამდე ინგლისურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ „ლივერპულის” მფლობელი კორპორაცია „ფენევეი სპორტ გრუპი” თანახმა იყო გაეყიდა ეგვიპტელი —...
სანი: ლივერპული სალაჰსაც გაყიდის
„სანი” წერს, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს: „ლივერპული” სადიო მანეს შემდეგ მოჰამედ სალაჰის გაყიდვასაც აპირებს. კლუბის მეპატრონეები სენსაციურ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ ეგვიპტელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქის ანუ 70 მილიონი ევროს ფარგლებში იხეირებენ. კლუბი, რომელმაც შეიძლება სალაჰის შეძენა სხვებზე მეტად იჩქაროს გახლავთ „რეალი”, თუმცა, ცხადია, მადრიდელების გარდა მსურველები სხვებიც იქნებიან. ზემოხსენებული სანე „ლივერპულმა” „ბაიერნს”...
ერი ლივერპულიდან წასვლას სთხოვს
სადიო მანემ ისეთი რამ თქვა, რასაც ბრიტანულ პრესაში სენსაციური განცხადება უწოდეს. თურმე სენეგალელი ხალხის 60-70% მის „ლივერპულიდან” წასვლას ითხოვს. ამის შესახებ 30 წლის თავდამსხმელმა პარასკევს ნაკრების პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. მანეზე ამბობდნენ, რომ „ბაიერნში” უნდა გადასულიყო, მაგრამ თვითონ გადაჭრით ლაპარაკს არ ჩქარობს. თავდამსხმელმა თქვა: „ლივერპულელ ფანებსა და გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ სენეგალელი ხალხის 60-70 პროცენტს უნდა, რომ...
ლევანდოვსკი: აღარ მინდა ბაიერნში თამაში
პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნიდან” შეიძლება წავიდეს. ამ თემაზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ფრაზამ, რომელიც თავდამსხმელმა სანაკრებო პრეს-კონფერენციაზე თქვა, მაინც მოჭრა გულშემატკივარს ყური. მან ხაზი გაუსვა, რომ „რეკორდმაისტერში” თამაში აღარ სურს. 33 წლის ფორვარდის ბავარიელებთან მოქმედი კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს გაუდის. — „ბაიერნში” ჩემი ეპოქა დასრულდა. აქ კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავ. „ბაიერნი” სერიოზული კლუბია და...
სამოსანი გერმანელები
ფრანგული სპორტული გაზეთის „ეკიპის” აზრით, 28 მაისს, პარიზში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაზე ცუდად თავი გერმანელებმა, ტონი კროოსმა და იურგენ კლოპმა წარმოაჩინეს. კროოსი გამარჯვებული „რეალის” ნახევარმცველია, კლოპი კი დამარცხებული „ლივერპულის” მწვრთნელი. „ეკიპმა” ფინალის მონაწილეები ათქულიანი სისტემით შეაფასა. ფეხბურთელთაგან ყველაზე ცუდი ნიშანი, სამიანი, ხსენებულმა კროოსმა და ლივერპულელმა ლუის დიასმა მიიღეს. „კროოსი ამ შეხვედრაში „რეალის” დიდი იმედგაცრუება...
კროოსს ზეიმი ჩაუმწარეს
„რეალმა” მეთოთხმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, 32 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა — მეხუთედ! მატჩის შემდეგ, ბედნიერ თანამემამულესთან ZDF-ის ჟურნალისტი მივიდა და ჰკითხა, გასაკვირი ხომ არ იყო ის, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ინიციატივას „ლივერპული” ფლობდა, თასი კი „რეალმა” მოიგო. — კითხვის მოსამზადებლად მთელი 90 წუთი გქონდათ და ამ მძ…ზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეთ? — უპასუხა განაწყენებულმა ვარსკვლავმა...
ითვლება ის, რომელიც კარში გადის!
„რეალმა” მეოთოთხმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, იგივე ლიგა. ფინალში, პარიზში მან „ლივერპული” დაამარცხა 1:0. გოლი ვინისიუს ჟუნიორმა 59-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრა გამოვიდა მაღალი დონის, სანახაობრივი. ორივე გუნდმა შესანიშნავი, ოღონდ განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. „ლივერპული” მოქმედება სწრაფად, ეფექტურად, უტევდა, კარში არტყამდა; „რეალი” იყო არნახულად მობილიზებული, პასებში ზუსტი, ჰქონდა საოცრად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი და… ჰყავდა ტიბო კურტუა. ხშირად,...
ანჩელოტი: ფეხბურთში ყოველთვის არის რაღაც, რასაც ვერ აკონტროლებ
გთავაზობთ „სტად დე ფრანსზე” გამართულ კითხვა-პასუხს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის („რეალი” – „ლივერპული”) წინ ჟურნალისტებს მადრიდელთა მწვრთნელი, იტალიელი კარლო ანჩელოტი შეხვდა. როგორ აფასებთ ბენზემას ევოლუციას? დღეს ქარიმი როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა გამოკვეთილი ლიდერია, თუმცა ამას მის მოკრძალებასა და სხვა თვისებებზე არ უმოქმედია. „ლივერპული” გასულ კვირასაც ბრძოლაში იყო ჩართული, თქვენ კი თითქმის ერთი თვეა ამ შეხვედრისთვის...









