„აღტაცებული ვარ, რომ „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვუხელმძღვანელო. ეს საფეხბურთო ლუნა პარკს ჰგავს. მოედანზე გამოვლენ ფეხბურთელები, რომლებიც ცეცხლს ანთებენ და მაყურებელს აღაფრთოვანებენ. „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა 2021-22 წლების სეზონში ჩვენი კარგი გამოსვლის შედეგია. ფეხბურთლები ამ შეჯიბრებაში მონაწილეობაზე მთელი ცხოვრება ოცნებობენ. სტანდარტი ძალიან მაღალია. გამარჯვება და დამარცხება შეიძლება ერთმა დეტალმა განაპირობოს. „ლივერპულის” დონის გუნდებთან სათამაშოდ საგანგებო...
ჭდე: ლივერპული
კლოპი: რამდენჯერაც ნაპოლის ვეთამაშე, იმდენჯერ ფინალში გავედი
დღეს „ნაპოლი” „ლივერპულს” მასპინძლობს და წუხელ, მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე, ინგლისური გუნდის გერმანელ მწვრთნელ იუგრგენ კლოპს ჰკითხეს, ნეაპოლი ინგლისელი გულშემატკივრებისთვის უსაფრთხო ქალაქი თუ არისო. ყველაზე დიდი რეზონანსი სწორედ ამ კითხვამ გამოიწვია. ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტები ახალ ევროპულ სეზონს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან შეხვედრით იწყებენ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ინგლისელები ხვიჩასა და მის თანაგუნდელებზე მეტად ნეაპოლელ ჯიბგირებს...
ითამაშებს ოსიმენი ლივერპულთან?
„ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი, 23 წლის ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი ყველა ღონეს იხმარს რათა ოთხშაბათს, „ლივერპულთან”, ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე იყოს, მაგრამ სადღეისო მონაცემებით მისი თამაში ეჭვქვეშაა. „კუნთის დაღლილობის” გამო ოსიმენმა ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა და დოქტორ კანონიკოსა და მის ბრიგადას საქმე მოუმატა. ჯერჯერობით ექიმი იმის გარანტიას, რომ თავდამსხმელი ითამაშებს, ვერ იძლევა....
კლოპი: ნიუკასლი ასეთ წაგებას იმსახურებდა
ფაბიო კარვალიუმ „ნიუკასლის” გულშემატკივრებს გულები გაუხეთქა, 90+8-ე წუთზე გაიტანა, რის შედეგადაც „ლივერპულმა” 2:1 მოიგო და მოედნის კიდესთან სათადარიგოთა სკამებს შორის გაწევ-გამოწევა ატყდა. მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა კი თქვა, რომ „ნიუკასლი” დროის გაყვანის გამო ასეთი დასასრულის ღირსი იყო. როდესაც კარვალიუმ გამარჯვების გოლი შეაგდო, „ნიუკასლის” სკამიდან მასპინძლების სკამისკენ რაღაცების სროლა დაიწყეს. თავის მხრივ კლოპი და მისი გარემოცვა...
ლივერპულში თუ მოვხვდებოდი…
„ლივერპულის“ პორტუგალიელმა შემტევმა დიოგუ ჟოტამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჭაბუკობაში ვერც კი იოცნებებდა მერსისაიდულ კლუბში თამაშზე. „როცა 16 წლის ვიყავი „გონდომარში“ ვთამაშობდი. ყოველთვიურად ჩემი მშობლები ფულს იხდიდნენ, რომ შემადგენლობაში ვყოფილიყავი. პორტუგალიაში ამ მხრიც ცოტა სხვაგვარადაა მოწყობილი საქმე, ვიდრე ინგლისში. როცა „პასუშშ დე ფერიერაში“ გადავედი, მაშინ მცირე ხელფასი დამინიშნეს. ახალგაზდობაში დიდ კლუბებში არ მითამაშია. არადა, ჩემი მეგობრები...
ლივერპულს მესამე ტურში ბედი გაეხსნებაო
„ლივერპულისთვის” კარგი ამბავი ის არის, რომ შემდეგი თამაში აუტსაიდერ „მანჩესტერ იუნაიტედთან” აქვსო, ხუმრობს „სანი”. თუ ეს ხუმრობაა, რასაკვირველია. სხვა სიტყვებით, მართალია მერსისაიდელებმა ორი შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგეს, მაგრამ მესამე ტურში მოგების დიდი შანსი აქვთ, რადგან… „იუნაიტედს” ხვდებიან. მერე რა, რომ თამაში „ოლდ ტრეფორდზეა”. ცუდი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან ორი ტური გავიდა და...
პრემიერლიგა ლივერპულს მოაგებინეს
სუპერკომპიუტერმა, რომელიც პროგნოზს უამრავი ანალიტიკური თუ სტატისტიკური მონაცემების გადამუშავების საფუძველზე აკეთებს, 2022-2023 წლების პრემიერლიგის სეზონში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ლივერპულს“ მისცა (49,7%). შემდეგ მოდის „მანჩესტერ სიტი“ (47%). ოთხეულში ასევე უნდა მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ (25,56%) და „არსენალი“ (22%). „ტოტენჰემს“ (1,81%) და „ჩელსის“ (1,10%) საკმაოდ დაბალი პროცენტი მისცეს. დანარჩენ გუნდებს კი გამარჯვების 0,2%-ზე ნაკლები შანსი აქვთ. ასევე...
ჟოტა ლივერპულში 2027 წლამდე
პორტუგალიელმა დიოგუ ჟოტამ „ლივერპულთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, მერსისაიდულ კლუბში ის 2027 წლამდე დარჩება. ამ სიახლემ „წითლების“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აღაფრთოვანა. „შესანიშნავი, შესანიშნავი სიახლეა. მისი უნარები არაჩვეულებრივია. ყველა ხედავს რაოდენი მუხტი მოიტანა გუნდში მოსვლისთანავე. ბევრი გოლი გააქვს, გუნდურადაც კარგად თამაშობს. მისი პრესინგი და კონტრპრესინგი გასაოცარ დონეზეა. ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და...
რატომ დაუკრეს ლივერპულის ჰიმნი არსენალის ბაზაზე?
ინგლისში გამოვიდა დოკუმენტური სერიალი „არსენალის” შესახებ, რომელსაც ჰქვია „ყველაფერი ან არაფერი”. მის ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორც აკვრევინებს ვარჯიშზე „მეთოფეთა” მწვრთნელი მიკელ არტეტა „ლივერპულის” ჰიმნად შერაცხულ სიმღერას You’ll Never Walk Alone (შენ არასდროს ივლი მარტო). ადვილი მისახვედრია, რომ ეს „ენფილდ როუდზე” თამაშის წინ ხდება. „ლივერპულთან” დაპირისპირება ყოველთვის ძალიან ძნელია, განსაკუთრებით თუ მატჩი მის სტადიონზე ტარდება....
ლივერპულის მეთექვსმეტე შილდი
„ლივერპულმა” „მანჩესტერ სიტის” 3:1 მოუგო და ისტორიაში მეთექვსმეტედ დაეუფლა „ქომუნითი შილდს” ანუ ინგლისის სუპერთასს. თამაში ლესტერში „კინგ ფაუერ სთედიუმზე” გაიმართა. მერსისაიდელთაგან გოლები გაიტანეს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, მოჰამედ სალაჰმა და ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა — ინგლისში სეზონი გაიხსნა. ზაფხულში ორივე გუნდმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები, ტრანსფერებში ფული არც ერთს დაუნანია და არც მეორეს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობებში ახალ შენაძენთაგან მხოლოდ...









