ჭდე: ლივერპული

Home ლივერპული
წყვილი ხელახლა შევქმნათო …
ჩანაწერი

წყვილი ხელახლა შევქმნათო …

„ბრაიტონის“ არგენტინელი ნახევარმცველი ალექსის მაკ ალისტერი ლონდონის „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ინტერესის სფეროში მოექცა. ორივე კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებისას ბოლო კვირებში გააქტიურდა. ლონდონელებს სურთ ხელახლა შექმნან მაკ ალისტერ-ენცო ფერნანდესის წყვილი. ნახევარმცველები არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. 24 წლის მაკ ალისტერი „ბრაიტონში“ 2020 წლიდანაა. შუახაზელმა ინგლისური კლუბის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი...

სპალეტი ლივერპულშიო?
ჩანაწერი

სპალეტი ლივერპულშიო?

ბრიტანულ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, „ლივერპულში“ იურგენ კლოპის  ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად განიხილება. გერმანელს, რომელიც წითლებთან  2015 წლიდან მუშაობს, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მაგრამ ბოლოდროინდელმა ცუდმა შედეგებმა კლუბის ხელმძღვანელობა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მწვრთნელის ცვლილებაზე დააფიქრა. ნეაპოლელებთან სპალეტის კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება. ყოველ კვირას საუბრობენ ახალი შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მაგრამ...

პსჟ და მამლები
ჩანაწერი

პსჟ და მამლები

კომპანია Qatar Sports Investments, რომელიც პარი სენ-ჟერმენის მფლობელია, კიდევ ერთ კლუბში აპირებს ინვესტიციის ჩადებას. კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ინგლისის პრემიერლიგის კლუბებთან. ყველაზე მეტად ისინი „ტოტენჰემით“ დაინტერესდნენ, კომპანიის გენერალური დირექტორი და პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეხვდა ლონდონელ კოლეგა დანიელ ლევის. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამასთან, არაბები ჯერ არ შეხმიანებიან „ლივერპულს“, რომლის აქციებიც ასევე გაიტანეს...

ბილინგემის ამბავი
ჩანაწერი

ბილინგემის ამბავი

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ჯუდ ბილინგემი კლუბის ახალი სახე გახდეს. მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მერსისაიდელები მზად არიან „დორტმუნდის“ 19 წლის ნახევარმცველში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, წითლებს დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევთ. ევროპული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავით ასევე მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებული. „დორტმუნდი“ ჯუდში 150 მილიონს ითხოვს. ბრიტანლი ჟურნალისტები კი ვარაუდობენ, რომ „ლივერპულის“...

ყური თამაშს გარეთ
ჩანაწერი

ყური თამაშს გარეთ

ინგლისური გაზეთი „სანი” წერს, რომ ფეხბურთის ფანებს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდათ. მიზეზი: „ენფილდზე” „ლივერპულის” კარში „ნაპოლის” გოლი იმიტომ არ ჩაუთვალეს, რომ ლეო ოსტიგორი ყურით იყო თამაშგარე მდგომარეობაში. ამის მერე იურგენ კლოპის გუნდმა თამაშის ბედი მოატრიალა და 2:0 გაიმარჯვა. ოსტიგორს 53-ე წუთზე საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ ჩააწოდა. ეს გახლდათ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა პირველი მარცხი ყველა შეჯიბრებაში. „სანის”...

როგორ დაინახეს კვარა იტალიაში
ჩანაწერი

როგორ დაინახეს კვარა იტალიაში

იტალიური პრესა მიიჩნევს, რომ „ლივერპულთან” 0:2 წაგების მიუხედავად „ნაპოლიმ” „ენფილდზე” მაინც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა — მთელი 80 წუთის განმავლობაში ტაბლოზე 0:0 ეწერა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულებისამებრ გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა — შესაძლოა ნაკლებად მკვეთრი იყო, მაგრამ მისგან სულ ხიფათო მოდიოდაო. ქვემოთ გთავაზობთ იტალიური გაზეთების შეფასებებს. როგორ დაინახეს მათ ქართველი გარემარბი თამაშში, რომელშიც მართალია გოლი...

ხვიჩა — საცობში გაჩხერილი
ჩანაწერი

ხვიჩა — საცობში გაჩხერილი

„ნაპოლიმ” „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ ბოლო მიზანსაც მიაღწია: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი პოზიციიდან გავიდა. სპალეტის გუნდმა „წითლებს” როგორც თამაშის ასევე ინტენსივობის თვალსაზრისით ტოლი არ დაუდო. „ნაპოლის” ოსტიგარდის გოლი მილიმეტრიანი თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს, ბოლოს კი სალაჰმა და ნუნიესმა გამარჯვება მასპინძლებს მოუტანეს, — წერს „კორიერე დელო სპორტი” და „აძურის” ფეხბურთელებს აფასებს. შებორკილები ხვიჩა კვარაცხელია, საცობში გაჩხერილი:...

სპალეტიმ ხვიჩა და სალაჰი შეადარა
ჩანაწერი

სპალეტიმ ხვიჩა და სალაჰი შეადარა

დადგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე. ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი” ლივერპულში თამაშობენ, „ენფილდზე”. „აძურიმ”  წინა ხუთი მატჩი მოიგო და ის უკვე მერვედფინალშია, მაგრამ გასარკვევი დარჩა საბოლოო ცხრილში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს. ამას წილისყრისთვის აქვს მნიშვნელობა. ლუჩანო სპალეტი პრეს-კონფერენციაზე როგორც მოსალოდნელი იყო იმედიანიც ჩანდა და ფრთხილიც. გარდა ამისა, მას კვარაცხელიასა და მერსისაიდელთა კერპის, მოჰამედ...

გომორადან ბიტლებამდე: ნეაპოლი ექსტაზშია და გამოფხიზლება არ სურს
ჩანაწერი

გომორადან ბიტლებამდე: ნეაპოლი ექსტაზშია და გამოფხიზლება არ სურს

ძნელია დაიძინო ღამე, როდესაც „ლივერპულს” ტრიუმფით მოუგებ 4:1-ს: ნეაპოლში ადრენალინის დონე კვლავ მაღალია, ძალიან მაღალი. ისევე როგორც ძველ კარგ დროს ხალხი ახლაც ერთმანეთს ეხუტება და თვალებს იფშვნეტს. ოდინდელი და ახალი მეგობრები, „გომორაში” (იტალიური კრიმინალური სერიალი ნეაპოლის ცხოვრებაზე) მთავარი როლის შემსრულებლები სალვატორე ესპოზიტო და მარკო დ’ამორე პაოლო კანავაროსა და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრთან ჩიკო ტროისესთან (დუბაის...

კვარადონა უცხოურ პრესაში
ჩანაწერი

კვარადონა უცხოურ პრესაში

ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ასეთ დასაწყისზე მხოლოდ თუ იოცნებებდა კაცი. „ნაპოლიმ” თვით ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტ „ლივერპულს” მოუგო 4:1 და ქართველმა იმ 57 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე დაჰყო, ჩინებულად ითამაშა. მისი წვლილი „აძურის” წარმატებაში დიდი იყო. „სანი”: „და კიდევ, მოედანზე იყო ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. მან 45 წუთის განმავლობაში დატანჯა ჯო გომესი,...