აშშ-ი, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ შეხვედრა, ისტორიაში ყველაზე ყურებადი გამოდგა. პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, პეპ გვარდიოლას გუნდი „მეთოფეებს“ დაუზავდა (0:0). NBC Sports-ის ინფორმაციით, მატჩს ამერიკაში თვალი 2.12-მა მილიონმა ადამიანმა მიადევნა, რაც პრემიერლიგის შეხვედრებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტია. ტელემუნდოსაც თუ მივათვლით, სადაც ესპანურენოვანმა მოსახლეობამ უყურა, 2,59 მილიონამდე ავდივართ. არტეტას გუნდი ახლა მეორე ადგილზეა (65 ქულა), „სიტი“...
ჭდე: ლივერპული
ლივერპულმა გააოცა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, აჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ გამოსვლაზე ისაუბრა. „არ ველოდი, რომ „ლივერპული“ ამ სეზონში ცხრილის სათავეში მოექცეოდა და ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებდა. მეგონა, მერსისაიდელების მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნებოდა, რას ვიქირებდი რომ ისევ „მანჩესტერ სიტისთან“ დაიწყებდნენ ბრძოლას. მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, ქალაქელების მთავარი მეტოქე „არსენალი“ გახდებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ...
კლოპი სიტის არ უყურებს
„ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის ტიტულისთვის რბოლის შესახებ ისაუბრა. „თუ ინგლისის ჩემპიონატის ექსპერტი გჭირდებათ, ალბათ მე არ უნდა მკითხოთ, რადგან უფრო ხშირად სეზონს მეორე ადგილზე ვასრულებდით. არ ვნერვიულობ, რომ „სიტის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ყოველთვის ველით, რომ ისინი ყველა თამაშს მოიგებენ. ჩვენ არც კი გვჭირდება ყურება, თუ როგორ თამაშობენ ისინი”, –...
ახალი გადატვირთვა ლივერპულში
„ლივერპულის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ მურმა განაცხადა, რომ მერსისაიდურ კლუბს სრული გადატვირთვა ელის იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ. „კლუბი გაიყინა სრული გადატვირთვის მოლოდინში. ბოლოს და ბოლოს, არა მხოლოდ კლოპი მიდის, არამედ ლეინდერსი და კრავეციც (კლოპის თანაშემწეები). გარდა ამისა, „ლივერპულს“ ახალი სპორტული დირექტორი სჭირდება. საქმე მხოლოდ მწვრთნელს არ ეხება. მერსისაიდელი გულშემატკივრები მწვრთნელებს ლეგენდებად აქცევენ. ისინი ჩვენთვის უფრო...
კლოპი ლივერპულიდან მიდის
„ლივერპულში“ იურგენ კლოპის ეპოქა სრულდება – გერმანელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა და განაცხადა, რომ ზაფხულში, სეზონის დასრულების შემდეგ წვრთნელის თანამდებობას დატოვებს, მიზეზად კი დაღლილობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ კლოპი „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები, მსოფლიოს...
ყოველთვის ლივერპულის ქომაგი ვიყავი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა აღიარა, რომ საფეხბურთო კლუბ „ლივერპულს“ უჭერს მხარს. შეგახსენებთ, ახლახან შვედ სპეციალისტს კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა და მერე, 75 წლისამ თავად თქვა, რომ მაქსიმუმ ერთი წლის სიცოცხლე დამრჩენიაო… „მამაჩემი ახლაც „ლივერპულის“ გულშემატკივარია და მეც. ყოველთვის წითლების ქომაგი ვიყავი და მინდოდა „ლივერპულის“ მწვრთნელი გავმხდარიყავი, თუმცა გასაგებია, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ დიახ,...
სალაჰის 200
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩში „ბრენტფორდთან“ (3:0) დუბლის გატანით, „ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისური გუნდების მაისურებით მე-200 გოლი გაიტანა. 31 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში 198-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო „ჩელსის“ შემადგენლობაში ორჯერ. მერსისაიდელთა მაისურით ეგვიპტელმა ყველა შეჯიბრების გათვალისწინებით 322 მატჩი ჩაატარა. მან გაიტანა ინგლისის პრემიერლიგაში (147 გოლი), ევროპის თასის შეჯიბრებებში (44 გოლი), ასოციაციის თასზე (5),...
ნიკო ლივერპულში
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა „ბილბაოს“ თავდამსხმელის, ნიკო უილიამსის შეძენით დაინტერესდა. 21 წლის ესპანელს „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, 2023/2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. „წითლების“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, უილიამსის თამაშს აკვირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი თავდამსხმელის „ლივერპულში“ ტრანსფერი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს განხორციელდეს. პერსპექტიული ფორვარდის ტრანსფერის საკომპენსაციო თანხა 60 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში...
თითქმის ალ იტიფაკში…
„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, ძალიან ახლოსაა საუდის არაბეთის „ალ იტიფაკში“ გადასვლასთან. წყაროს ცნობით, 26 ივლისის დილის მდგომარეობით, კლუბებს შორის გარიგება პრაქტიკულად დასრულებულია. ჰენდერსონი მალე გადავა „ალ იტიფაკში“, რომელსაც მისი ყოფილი ლივერპულელი თანაგუნდელი, სტივენ ჯერარდი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდელები მერსისაიდელებთან შეთანხმდნენ 33 წლის ნახევარმცველის 14 მილიონ ევროდ შეძენაზე. ჰენდერსონმა „ალ-იტიფაკთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა...
მორჩა შკრტელი…
„ლივერპულისა“ და სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მარტინ შკრტელმა, კარიერის დასრულების შესახებ ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა. „უკვე მივიღე გადაწყვეწტილება. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როცა ძალიან მომენატრება ფეხბურთი, მაგრამ ვაღიარებ, ამას ნამდვილად არ ვნანობ. ვაპირებდი თუ არა როგორმე ფეხბურთში დაბრუნებას? სამწუხაროდ, ჯანმრთელობა აღარ მაძლევს საშუალებას. შევეგუე. ფეხბურთელის ცხოვრება დასრულდა. ახლა მხოლოდ მომავალს ვუყურებ.“ შკრტელმა კარიერა სამშობლოში, „ტრენჩინში“...









