ყური თამაშს გარეთ

Home აქეთურ-იქითური ყური თამაშს გარეთ
ყური თამაშს გარეთ

Napoli's opener against Liverpool was ruled out for an offside earინგლისური გაზეთი „სანი” წერს, რომ ფეხბურთის ფანებს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდათ. მიზეზი: „ენფილდზე” „ლივერპულის” კარში „ნაპოლის” გოლი იმიტომ არ ჩაუთვალეს, რომ ლეო ოსტიგორი ყურით იყო თამაშგარე მდგომარეობაში. ამის მერე იურგენ კლოპის გუნდმა თამაშის ბედი მოატრიალა და 2:0 გაიმარჯვა.

ოსტიგორს 53-ე წუთზე საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ ჩააწოდა. ეს გახლდათ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა პირველი მარცხი ყველა შეჯიბრებაში.

„სანის” ამბობს, რომ მსაჯს ოსტიგორის გოლი რომ ჩაეთვალა, მოვლენები სხვანაირად განვითარდებოდა. „ნაპოლის” ფეხბურთელებმა გოლი იზეიმეს, იზეიმა სტუმარი გუნდის გულშემატკივართა ტრიბუნამაც, მაგრამ VAR-მა ეპიზოდი შეამოწმა, ახალი ნახევრადავტომატური ტექნოლოგია გამოიყენა და მაღალი გარჩევადობის მქონე 3D სურათზე (რომლის გამოყენებას მსოფლიოს ჩემპიონატზე აპირებენ) აღმოაჩინა, რომ ნორვეგიელს ყური ჰქონია თამაშგარე მდგომარეობაში. შესაბამისად, გოლი არ ჩაითვალა.

ტელეეკრანებზე ნანახმა გულშემატკივარი ინგლისშიც კი აღაშფოთა. ბევრიც ხუმრობის გუნებაზე დააყენა.

„როგორც რიგით გულშემატკივარს პირადად მე მირჩევნია ოფსაიდი ისეთ რამეზე ინიშნებოდეს, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს”, — დაწერა ერთმა.

„თუ ასეთი წვრილმანების მოძიება დაგჭირდათ, ესე იგი არ ყოფილა თამაშგარე მდგომარეობა”, — თქვა მეორემ.

„რაო? ყურიო? ყური ჰქონდა ოფსაიდში? ეს რაღა … არის?”, — აღელდა მესამე.

„ეს რა მასხარაობაა?! რა არის ეს?” — ხმა აიმაღლა მეოთხემ.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.