პორტუგალიელმა დიოგუ ჟოტამ „ლივერპულთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, მერსისაიდულ კლუბში ის 2027 წლამდე დარჩება.
ამ სიახლემ „წითლების“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აღაფრთოვანა. „შესანიშნავი, შესანიშნავი სიახლეა. მისი უნარები არაჩვეულებრივია. ყველა ხედავს რაოდენი მუხტი მოიტანა გუნდში მოსვლისთანავე. ბევრი გოლი გააქვს, გუნდურადაც კარგად თამაშობს. მისი პრესინგი და კონტრპრესინგი გასაოცარ დონეზეა. ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და შეტევაში მრავალფეროვან არჩევანს გვაძლევს“, – თქვა „ლივერპულის“ გერმანელმა მწვრთნელმა.
ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წლის სექტემბრიდან თამაშობს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
