41 წლის ელ ჰაჯი დიუფი ამბობს, რომ მოჰამედ სალაჰს მის საკადრის კონტრაქტს მხოლოდ ერთი მიზეზით არ სთავაზობენ: იმიტომ, რომ ის აფრიკელია!
მოგეხსენებათ, სალაჰსა და მის კლუბს „ლივერპულს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის.
ელ ჰაჯი დიუფი კი „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელია. ეროვნებით ის სენეგალელია. დიუფმა „ენფილდზე“ 2002-05 წლებში ითამაშა. სენეგალის ნაკრებში მან 70 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.
დიუფმა სალაჰს სთხოვა, „რეალისა“ და „ბარსელონას“ ინტერესის მიუხედავად ცდუნებას არ აჰყვეს და „ლივერპული“ არ დატოვოს. ვეტერანი დარწმუნებულია, რომ „შავი კონტინენტის“ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი „წითლებთან“ ერთად მეტ ფულსაც იშოვის და მეტ ტიტულსაც მოიპოვებს.
მო სალაჰი 29 წლისაა.
დიუფმა beIN SPORTS-თან ინტერვიუში თქვა: „რად უნდა ლაპარაკი, რომ „ლივერპული“ სალაჰის მოთხოვნებს უნდა დაჰყაბულდეს. მეორე მხრივ, მე რომ სალაჰი ვიყო, „ენფილდიდან“ წასვლაზე არც ვიფიქრებდი. ის და სადიო მანე კლუბის საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ერთად უამრავი ჯილდოს მოპოვება შეუძლიათ. ფულსაც „ლივერპულში“ უფრო მეტს იშოვის.
„რეალში“ რომ გადავიდეს, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს“.
რამდენადაც ცნობილია, მო სალაჰი მერსისაიდულ კლუბს კვირაში 400 000 გირვანქას სთხოვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
