41 წლის ელ ჰაჯი დიუფი ამბობს, რომ მოჰამედ სალაჰს მის საკადრის კონტრაქტს მხოლოდ ერთი მიზეზით არ სთავაზობენ: იმიტომ, რომ ის აფრიკელია! მოგეხსენებათ, სალაჰსა და მის კლუბს „ლივერპულს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის. ელ ჰაჯი დიუფი კი „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელია. ეროვნებით ის სენეგალელია. დიუფმა „ენფილდზე“ 2002-05 წლებში ითამაშა....
