ჭდე: ლა ლიგა

Home ლა ლიგა
ქომაგს აპროცენტებენ
ჩანაწერი

ქომაგს აპროცენტებენ

ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩემპიონატი განახლდა. მართალია, ჯერ უმაყურებლოდ, მაგრამ გულშემატკივარს იმედი აქვთ, მალე დაუბრუნდებიან ტრიბუნებს, თუმც, აგერ, ჩეხეთში „პრჟიბრჟამი“ – „სლავიას“ (0:1) შეხვედრას ის 300 მაყურებელი ესწრებოდა, რომელებიც აბონემენტბით სარგებლობენ. გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში ემოციურად უჭერდნენ მხარს საკუთარ გუნდს, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება ტრიბუნებზე მაყურებლების დასწრება და ალბათ, საინტერესო უნდა...

ბარსას სამი ცვლილება ერჩივნა
ჩანაწერი

ბარსას სამი ცვლილება ერჩივნა

„ბარსელონას” მწვრთნელი კიკე სეტიენი მიიჩნევს, რომ ახალი წესი მის გუნდს დააზარალებს. ლაპარაკია ცვლილებებლის რაოდენობაზე: როგორც იცით, ერთ მატჩში სამის ნაცვლად ნებადართული იქნება ხუთი ცვლილება. ეს წესი დროებითია და მანამდე იმოქმედებს, სანამ კარანტინიდან გამოსული ფეხბურთელები შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაამთავრებენ. ლა ლიგია კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეჩერდა, 11 ივნისს კი უნდა განახლდეს. პირველი მატჩი იქნება „სევილიასა” და „ბეტისის”...

იდიოტები
ჩანაწერი

იდიოტები

„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ლიგა 1-ის ჩინოვნიკები გააკრიტიკა და იდიოტები უწოდა. საქმე ის არის, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ სეზონის ვადაზე ადრე დაამთავრა და გამარჯვებულიც გამოაცხადა. მართალია, „ლიონს“ ჩემპიონობის არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ოლამ ყურადღება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის განახლებაზე გაამახვილა. „ბოლო ორი თვის მანძილზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებდა თვალს და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა...

ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება
ჩანაწერი

ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება

როგორც იქნა, გაირკვა ეაპანური ლა ლიგის განახლების თარიღი. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 ივნისს დაჰკრა ბეჭედი და ეს ამბავი პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა. ლა ლიგის გუნდები მზადებას ამ კვირაში შეუდგნენ. თავიდან ისინი პატარა ჯგუფებად ვარჯიშობდნენ, ახლა კი უკვე ათი კაცის ერთობლივი წვრთნა არის ნებადართული. შეგახსენებთ, რომ 20 გუნდიან ჩემპიონატში თითოეულს 11 შეხვედრა აქვს დარჩენილი. „ბარსელონა” 2...

ასე ვერ მოვიგებთ!
ჩანაწერი

ასე ვერ მოვიგებთ!

„ბარსელონას” კაპიტანმა ლეო მესიმ თქვა, რომ covid 19-ის გამო შინ ჯდომა გაუჭირდა, მაგრამ ახლა ენთუზიაზმით არის სავსე. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც შინ ეზო აქვს და ეს მას ფორმის შენარჩუნებაში ძალიან დაეხმარა. „ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, — თქვა მან კატალონიურ გამოცემებთან, „სპორტთან” და „მუნდო დეპორტივოსთან” ინტერვუში, — მთელი კარანტინის განმავლობაში ეზოში...

ლა ლიგა ყოველდღე გვექნება
ჩანაწერი

ლა ლიგა ყოველდღე გვექნება

ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტაბასმა პრიმერას განახლების დეტალებზე ისაუბრა: „მატჩები ყოველდღიურად გაიმართება ხუთი კვირის განმავლობაში. მორიგ შეხვედრამდე 24 საათით ადრე კორონავირუსზე ტესტირებას თითოეული ფეხბურთელი გაივლის. გარწმუნებთ, მატჩების მსვლელობისას ვირუსის გავრცელების ალბათობა ყველაზე დაბალი იქნება. მე მოვითხოვ და გავაკონტროლებ უსაფრთხოების წესების დაცვას, დაავადებულთა რიცხვი  მატჩებზე დასაქმებულთა შორის რაც შეიძლება დაბალი რომ იყოს. ვთხოვე ფეხბურთელებს, რომ...

საფეხბურთო ევროპას იტალია ანელებს
ჩანაწერი

საფეხბურთო ევროპას იტალია ანელებს

საფეხბურთო სამყარო შეჩერებულია. თითქმის მთელი პლანეტა მოუთმენლად ელის მის განახლებას. ამის გაკეთებაში ხელს მხოლოდ იტალიელები უშლიან. როგორც მოგეხსენაბთ, გერმანიაში ფეხბურთი 16 მაისს იწყება – ტური დაგეგმილია და საბუქმეიქერო კანტორებმა უკვე კოეფიციენტებიც გამოიტანეს. ესპანეთი განახლებას 20 ივნისისთვის გეგმავს, ინგლისი ფიქრობს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს. ფიქრობდა იტალიაც, სადაც გუნდებმა ვარჯიშებიც კი განაახლეს, მაგრამ… იტალიური მედიის ცნობით,...

ესპანეთი ოციდან ოცდაექვსამდე
ჩანაწერი

ესპანეთი ოციდან ოცდაექვსამდე

„ლეგანესის” მწვრთნელმა ხავიერ აგუირემ ლა ლიგის გეგმები გაასაჯაროვა. თურმე ესპანელები შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას 20 ივნისს, ხოლო დამთავრებას 26 ივლისს აპირებენ. ოფიციალურად ამის შესახებ არსად არაფერი თქმულა, მაგრამ მექსიკელი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაცია უტყუარია, რადგან ლა ლიგის მავანმა დიდმოხელეებმა გაანდეს. ცნობილია, რომ ესპანური ფეხბურთის შეფები ქვეყნის ხელისუფლებასთან ინტენსიურად მუშაობენ, რათა რამენაირად ჩაამთავრონ შეწყვეტილი სეზონი. „ჩვენ უკვე...

საჩუქარი არ მინდა!
ჩანაწერი

საჩუქარი არ მინდა!

„ბარსელონას“ მწვრთნელ კიკე სეტიენს დიდი სურვილი აქვს ამ სეზონში ორი ტიტული ჩაიხუტოს. ესპანელ სპეციალისტს ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. ახლა, მთავარია ჩემპიონატი  განახლდეს, თორემ შანსი ნამდვილად ორივეგან აქვს: ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსა“ ლიდერია და მადრიდის „რეალს“ 2 ქულით უსწრებს. ამასთან უშუალო კონკურენტთან უკვე ორივე მატჩი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მერვედფინალში „ბარსელონა“ სტუმრად...

ლა ლიგა ტექნიკურით დაიმუქრა
ჩანაწერი

ლა ლიგა ტექნიკურით დაიმუქრა

ესპანერი ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ჩემპიონატის განახლების ხმალამოღებული მომხრეა. მას შემდეგ, რაც პრიმერას კლუბების დიდი ნაწილის ყოყმანი შენიშნა, ტებასი პირდაპირ მუქარაზე გადავიდა. „პირველ ეტაპზე კლუბებს, რომლებიც არ გამოცხადდებიან თამაშზე, ტექნიკურ წაგებას ჩავუთვლით. ამას ჩვენი დებულება ითვალისწინებს და ახალი არაფერია. თუ გუნდი სათამაშოდ გავა, მაგრამ მისი რომელიმე ფეხბურთელი უარს იტყვის, სასჯელი ასევე მკაცრი იქნება,“ –...