ჭდე: ლა ლიგა

Home ლა ლიგა
ესპანელი კაპიტნები შიშობენ
ჩანაწერი

ესპანელი კაპიტნები შიშობენ

ლა ლიგის ფეხბურთელები შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, ასე რომ ხმები იმის შესახებ, თითქოს ესპანეთში მალე ისევ ათამაშდებიან, როგორც ჩანს გადაჭარბებულია. მართლაც, იბერიის ნახევარკუნძულზე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ჯერ ისევ მაღალია. როგორც კატალონიური „სპორტი” წერს, პრიმერადივიზიონის კლუბების კაპიტნებმა თავიანთი სიფრთხილის შესახებ ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციას ვიდეოკონფერენციაზე გამოუცხადეს. აქ არ არის ლაპარაკი კაპიტნების მიერ ფარული კენჭისყრით მიღებულ...

არსადაც არ წავა!
ჩანაწერი

არსადაც არ წავა!

სამუელ უმტიტი შეთავაზებებს არ უსმენს. ფრანგ მცველს „ბარსელონას” დატოვება არ უნდა. მას სურს კვლავ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდეს და იმედიანადაა — ახალმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა დაამშვიდა, ჩემს ხელში ეს სრულიად შესაძლებელიაო. მართლაც, სეტიენისთვის ის მესამე ცენტრალური მცველი არ არის. ის უკვე კლემენტ ლენგლეს რეალური კონკურენტია, ძირითად შემადგენლობაში ჟერარდ პიკეს გვერდით რომ დაიკავოს ადგილი. უმტიტი...

ინფორმაცია კი იჟონება
ჩანაწერი

ინფორმაცია კი იჟონება

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ როგორც სხვადასხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელებთან ვიდეოკონფერენცია მოაწყო. ონლაინ შეკრების მიზანი შინ სხდომის დროს ვარჯიშის გამოცდილების გაზიარება და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება თუ გამოცოცხლება გახლდათ. გაირკვა, რომ შეკრების და მისი დეტალების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გაუჟონავს, რასაც მადრიდელთა ფრანგი მწვრთნელი სასტიკად გაუბრაზებია. „სპორტი” ამტკიცებს, რომ ამ ამბის...

ბარსა ერთობაშია!
ჩანაწერი

ბარსა ერთობაშია!

ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში, საფეხბურთო აქტივობა 13 მარტს შეჩერდა, მაგრამ არა ონლაინ. კორონავირუსმა, მოგეხსენებათ, მოთამაშეები შინ ჩაკეტა და იქ ავარჯიშებს ინდივიდუალური პროგრამით. საბედნიეროდ, ლა ლიგის ფეხბურთელებს სავარჯიშო ფართობი შინაც ჰყოფნით და ეზოშიც. „ბარსამ” გადაწყვიტა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს ინტერნეტ კონფერენციებიც დაამატოს და ამით გუნდური სულისკვეთება შეინარჩუნოს. თან, ეს ამბავი ფანებსაც გაუზიარა. გულშემატკივარმა ნახა, რომ ფეხბურთელები ვირტუალურად, მაგრამ...

სოსიედადს ვეღარ აბამენ
ჩანაწერი

სოსიედადს ვეღარ აბამენ

სრულიად მოულოდნელად, „რეალ სოსიედადმა” გადაწყვიტა სამშაბათს ვარჯიშები განაახლოს. ეს ამბავი საჯაროდ რადიო COPE-მ გამოაცხადა, რომელმაც მოისმინა გუნდის მწვრთნელის იმანოლის საუბარი თავის ფეხბურთელებთან. თუ ეს ამბავი მართალი გამოდგება, მაშინ სან სებასტიანელები გახდებიან პირველები, ვინც კორონავირუსის მიერ დაჩაგრულ ესპანეთში საფეხბურთო ცხოვრებას აღადგენენ. „რეალ სოსიედადი” გახლავთ გუნდი, რომელიც შეწყვეტილი ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობდა. მან 10 მარტს, უმაყურებლოდ, სტუმრად ითამაშა...

რამდენი დაექვითებათ ესპანელებს?
ჩანაწერი

რამდენი დაექვითებათ ესპანელებს?

ესპანეთში შედგა შეხვედრა ლა ლიგისა და მოთამაშეთა კავშირის წარმომადგენლებს შორის, რასაც შემდგომ ასეთი გაგრძელება მოჰყვა: კავშირის ბოსები პრიმერადივიზიონის 20 კლუბის კაპიტნებს ესაუბრენ. თემა: პანდემიის პერიოდში ხელფასების შეკვეცა. გაირკვა, რომ ფეხბურთელებმა იციან საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შესახებ — მარტივად რომ ვთქვათ, უბრალო ხალხი ვერ გაიგებს თუკი მობურთალი მილიონერები გაჭირვების და სიკვდილიანობის პერიოდში კვლავ თავის ასტრონომიულ ხელფასებს მოითხოვენ —...

ესპანეთში ზამთრის არდადეგები გაუქმდებაო
ჩანაწერი

ესპანეთში ზამთრის არდადეგები გაუქმდებაო

კატალონიურმა რადიომ RAC1-მა ინტერვიუ ჩამოართვა ბარსელონაში მდებარე მულტიმედიისა და კომუნიკაციათა მსხვილი ჯგუფის „მედიაპროს” აღმასრულებელ დირექტორს, ბიზნესმენს, კინოპროდიუსერს, მედიამაგნატსა და პოლიტიკოსს ჯაუმე როურესს, რომელსაც ესპანურ და მსოფლიო ფეხბურთთანაც გვარიანი შეხება აქვს. ხსენებულ ინტერვიუში საუბარი ევროპულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებას, მატერიალურ ზარალსა და შეჯიბრებების განახლება-არ განახლებასაც შეეხო. „შეწყვეტილი შეჯიბრებები უნდა დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, — თქვა როურესმა და...

კორონა ბარსას ხელფასებს დაერია
ჩანაწერი

კორონა ბარსას ხელფასებს დაერია

„ბარსელონა” კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვას ცდილობს. კლუბმა შეიმუშავა ფინანსური-სახელფასო გეგმა. „ბარსას”დირექტორატს ფეხბურთელებისთვის ეს გეგმა განსახილველად არ მიუცია, უბრალოდ გააცნო, როგორც გადაწყვეტილება. ესპანეთის ჩემპიონს ზურგს ლა ლიგა უმაგრებს, რომელმაც ქვეყანაში კლუბებს ERTE-ს გამოყენების უფლება მისცა. რა არის ERTE? მარტივად და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ხელფასების შემცირების უფლება, სანამ კორონავირუსი მძვინვარებს. ჯერჯერობით, ERTE-ს მოქმედება 11 აპრილამდეა...

მაისის შუაში
ჩანაწერი

მაისის შუაში

ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ვარაუდობს, რომ ევროპის ტოპ ლიგები მაისში ჩემპიონატებს განაახლებენ. ტებასმა „მარკას” მისცა ინტერვიუ, რომელიც გადმოვაქართულეთ. გთავაზობთ ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს. — რა მონაცემები გაქვთ ხელთ პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით?  — ფეხბურთელებს შორის სურათი ზუსტად იგივეა, რაც საზოგადოების დანარჩენ ნაწილში. საქმე ის არის, რომ ვირუსი ჯერჯერობით აღმავლობას განიცდის და კიდევ ორი...

ექვსკორონიანი
ჩანაწერი

ექვსკორონიანი

„ესპანიოლმა” გამოაცხადა, რომ მისი მთავარი გუნდის ექვს ფეხბურთელსა და სამწვთნელო შტაბის წევრს COVID 19 სჭირს. ესპანურ საკლუბო ფეხბურთთან დაკავშირებული ეს ცნობა კუდში მოჰყვა ცნობას იმის თაობაზე, რომ „ვალენსიას” მოთამაშეთა და მწვრთნელთა 35% დასნებოვანებულია. კერძოდ, ქალაქ ბარსელონის კლუბის განცხადებაში წერია: „დადგინდა, რომ „ესპანიოლ დე ბარსელონას” მთავარი გუნდის მწვრთნელთა და მოთამაშეთაგან ექვს ადამიანს COVID 19-ის ტესტზე დადებითი...