კატალონიურმა რადიომ RAC1-მა ინტერვიუ ჩამოართვა ბარსელონაში მდებარე მულტიმედიისა და კომუნიკაციათა მსხვილი ჯგუფის „მედიაპროს” აღმასრულებელ დირექტორს, ბიზნესმენს, კინოპროდიუსერს, მედიამაგნატსა და პოლიტიკოსს ჯაუმე როურესს, რომელსაც ესპანურ და მსოფლიო ფეხბურთთანაც გვარიანი შეხება აქვს.
ხსენებულ ინტერვიუში საუბარი ევროპულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებას, მატერიალურ ზარალსა და შეჯიბრებების განახლება-არ განახლებასაც შეეხო.
„შეწყვეტილი შეჯიბრებები უნდა დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, — თქვა როურესმა და დასძინა, — აქ, მთავარი ის კი არ არის, თუ როდის დაიწყება შემდეგი სეზონი, არამედ ის, რომ თუ ახლანდელი შეჯიბრებები არ დასრულდება, დაგეგმილი შემოსავლის 30 პროცენტი დაიკარგება. ევროპული ფეხბურთისთვის ეს 7 მილიადრის ქარისთვის გატანებას ნიშნავს, რასაც საფეხბურთო სამყარო ვერ დაუშვებს”.
აქედან გამომდინარე, „მედიაპროს” მეწილეს აზრით, უპირველეს ყოვლისა დღის წესრიგში სწორედ შეწყვეტილი შეჯიბრებების განახლება-დამთავრება დგას. ამასთან დაკავშირებით კი ახალი გეგმაც მოუფიქრებიათ. არის ვარიანტი, რომლის თანახმადაც ჩემპიონთა ლიგა და ევროლიგა აგვისტოში უნდა განახლდეს.
და ლა ლიგა? ჯუამე როურესმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, შესაძლებელია ზამთრის არდადეგები გააუქმონ და ესპანეთის 2020/21 წლების ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყონ. მანამდე კი, ცხადია, ახლანდელი პირველობაა დასამთავრებელი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
