დაიწყო სერია A-ს მორიგი ჩემპიონატი. ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა „ნაპოლიმ’’ სტუმრად 2:0 მოუგო „სასუოლოს’’. ანგარიში მე-17 წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გახსნა, 57-ე წუთზე კი კევინ დე ბრუინმა საჯარიმო დარტყმით მეორე შეაგდო. მატჩის შემდეგ ბელგიელმა ვეტერანმა Dazn-ის მიკროფონების წინ კომენტარი გააკეთა. მან თქვა: „ჯარიმა რომ დავარტყი მინდოდა ბურთი სახიფათო ზონაში ჩამეგდო, მაგრამ ბედად მას არავინ შეეხო და...
ჭდე: კევინ დე ბრუინი
ნაპოლის მოუგეს და მერე დე ბრუინს მიცვივიდნენ
ინგლისური პრესა წერს, რომ კევინ დე ბრუინის „ნაპოლიში’’ გადასვლა ისედაც გასაკვირი ამბავი იყო და ამას პირველ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში ნეაპოლელთა 0:2 წაგება დაემატა. იტალიის ჩემპიონი სერია C-ს B ჯგუფის „არეცოსთან’’ დამარცხდა. და კიდევ ერთი უცნაურობა: მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები პრემიერლიგის ყოფილ ვარსკვლავს ჩასაფრებული თინეიჯერებივით მიცვივიდნენ და ფოტოების გადაღება სთხოვეს. ასეთი გამოდგა ბელგიელის პირველი შეხვედრა...
დე ბრუინი საფრანგეთში ისვენებს
კევინ დე ბრუინი „ნაპოლის” ფეხბურთელი გახდა. სანამ 33 წლის (34 წლისა შაბათს, 28 ივნისს გახდება) ბელგიელი ვარსკვლავი ახალ გუნდთან ერთად დიმაროს საწვრთნელ ბაზაზე მომდევნო სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, ის საფრანგეთის რივიერაზე ისვენებს. ნეაპოლური საიტები წერენ, რომ მათმა ახლმა ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე დაპოსტა ფოტო, რომელზეც ის ვირჯილ ვან დაიკთან და ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, ფენომენად წოდებულ რონალდოსთან ერთად...
ნეაპოლელები ცაში თვითმფრინავს უყურებენ
ნეაპოლში სრული სიგიჟეა: დღეს კევინ დე ბრუინი ჩადის. უფრო სწორად, ბელგიელი ვარსკვლავი ჯერ რომში ჩადის, სადაც ვილა სტუარტის კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი „ნაპოლისთან’’ ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. საინტერესო ის არის, რომ ნახევარმცველის იტალიაში ჩასვლისა და შემდგომ მისი ყოველი ნაბიჯის გაშუქებას ნეაპოლური პორტალები ონლაინ, წუთების მიხედვით გეგმავენ. ზოგიერთმა სხვადასხვა...
ნაპოლი დე ბრუინის ყიდვასთან ახლოს არის
ბოლო დღეებში კევინ დე ბრუინი რამდენჯერმე დაუკავშირეს „ნაპოლის’’. იტალიურ კლუბსა და „მანჩესტერ სიტის’’ ვარსკვლავს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნეაპოლელი გულშემატკივარი ოპტიმიზმით არის სავსე. „სპორტიტალიას’’ ექსპერტმა ალფრედო პედულამ ბელგიელი ვეტერანის შესახებ სატელევიზიო გამოსვლისას თქვა: „დე ბრუინის ვარიანტი რეალურია. ზოგი ამბობს, რომ ეს აბსურდული ჭორებია, მაგრამ ასე არ არის. შეთავაზება კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა. ლაპარაკია...
დე ბრუინი – კლუბში რომელსაც ისტორია საერთოდ არ აქვს
კევინ დე ბრუინი შესაძლოა გადავიდეს კლუბში, რომელსაც… ისტორიაში ერთი მატჩიც არ გაუმართავს. დიდი შანსია „მანჩესტერ სიტის’’ ვარსკვლავმა, პრემიერლიგის ექვსგზის ჩემპიონმა ბელგიელმა ნახევარმცველმა MLS-ისკენ, კერძოდ „სან დიეგოსკენ’’ დაიჭიროს გეზი. „სიტის’’ 33 წლის ლეგენდას „ქალაქელებთან’’ კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. ამბობენ, რომ ის მანჩესტერელთა ახალი წინადადების მოსასმენად მზად არის, თუმცა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. კერძოდ, მას საუდელთა პრო-ლიგიდან აქვს...
ვინ გამოდგა სულელი?
ბელგიის ნაკრებმა საფრანგეთთან 0:1 წააგო და ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ბელგიელთა კაპიტანმა კევინ დე ბრუინმა შეურაცხყოფად მიიღო კითხვა „ოქროს თაობის” წარუმატებლობის შესახებ. მან გაბრაზებულმა დატოვა ოთახი. კითხვა კი ასეთი იყო: – როგორი განცდაა, რომ თქვენი „ოქროს თაობა” ერთხელაც ვერ გავიდა ფინალში? – ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ საფრანგეთს, ინგლისს და ესპანეთს „ოქროს...
ცეცხლი და კავშირი
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის თამაში ინგლისის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ლუთონ თაუნთან“ (6:2). ჰოლანდმა პენტა-თრიქი შეასრულა: ნორვეგიელმა მე-3, მე-18, მე-40, 55-ე და 58-ე წუთებზე ხუთი გოლი გაიტანა. აქედან პირველი ოთხი კევინ დე ბრუინის პასებით. „რა შემიძლია ვთქვა ჰოლანდის გამოსვლაზე? ყველაფერი, რაც ვნახეთ, ფანტასტიკური გახლდათ. ჰოლანდი ცეცხლშია და მისი...
სიტის იმედი უბრუნდება
ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის „მანჩესტერ სიტის“ განაცხადში მოხვდა. ამის შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. შეგახსენებთ, რომ სიტის ნახევარმცველს ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიმდინარე წლის აგვისტოდან არ უთამაშია. ის აგრძელებს ფეხის ტრავმის მოშუშებას. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჯედაში (საუდის არაბეთი) 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც ტურნირზე მონაწილეობის უფლება...
დე ბრუინი ახალ წელს
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ჟურნალისტებთან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. 32 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში „ბარნლისთან“ დაშავდა. ბელგიელი პეპ გვარდიოლას გუნდს 2023 წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება. „ყველაფერი კარგად მიდის. გამოჯანმრთელების პროცესი გრძელდება, მართალია ტრავმა ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა ოპტიმიზმს არ ვკარგავ. 2024 წლის დასაწყისიდან დავბრუნდები“, – თქვა ბელგიელმა ფეხბურთელმა. „მანჩესტერ სიტი“ (29 ქულა)...









