ბოლო დღეებში კევინ დე ბრუინი რამდენჯერმე დაუკავშირეს „ნაპოლის’’. იტალიურ კლუბსა და „მანჩესტერ სიტის’’ ვარსკვლავს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნეაპოლელი გულშემატკივარი ოპტიმიზმით არის სავსე.
„სპორტიტალიას’’ ექსპერტმა ალფრედო პედულამ ბელგიელი ვეტერანის შესახებ სატელევიზიო გამოსვლისას თქვა: „დე ბრუინის ვარიანტი რეალურია. ზოგი ამბობს, რომ ეს აბსურდული ჭორებია, მაგრამ ასე არ არის. შეთავაზება კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა. ლაპარაკია ორწლიან კონტრაქტზე, ფეხბურთელისთვის სეზონში 7-8 მილიონი ევროს პლუს ბონუსების გადახდით. გარიგება დასრულებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც მხარეები კონტრაქტს ხელს მოაწერენ, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები სწორად მიდის’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
