„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა და მადრიდის „რეალის“ მცველმა, დავიდ ალაბამ, საუდის არაბეთში გადასვლა არ ისურვეს. წყაროს ცნობით, სამმა ფეხბურთელმა არაბული კლუბებიდან რამდენიმე შეთავაზება მიიღო. თუმცა ყველამ უარი თქვა. კონკრეტული კლუბები არ არის ჩამოთვლილი. ლევანდოვსკის ბარსაში სურდა დარჩენა, ისევე როგორც დე ბრუინს სიტიში. ალაბას კი წინადადებაც არ განუხილავს.
ჭდე: კევინ დე ბრუინი
დე ბრუინი: ჯილდოს არ ვიმსახურებდი
კევინ დე ბრუინს აშკარად შერცხვა, როდესაც ბელგიისა და კანადის შეხვედრის შემდეგ მას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ბელგიამ კანადელებს მიჩი ბატშუაის გოლით 1:0 მოუგო, მაგრამ ევროპულ გუნდს ეს გამარჯვება დიდად არ დაუმსახურებია. სათამაშო უპირატესობას მეტწილად ჩრდილო ამერიკელები ფლობდნენ. შეხვედრის განმავლობაში დე ბრუინი ბურთს 48-ჯერ შეეხო, აქედან ოთხჯერ საჯარიმოში ჩაკიდა და ოთხჯერ თანაგუნდელებს ბოლო პასი გადააწოდა....
დღეს ევროპა საუკეთესოს იტყვის…
დღეს, სტამბოლში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოცხადდება. წლეულს, გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55 სპორტული გამოცემა და ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების მწვრთნელები მონაწილეობენ. საქართველოდან, უეფას პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ, ხოლო ჩვენი წარმომადგენელი დავით კაკაბაძე. უეფას უმაღლესი ჯილდოს მისაღებად...
სიტის ლიდერები უნდა, პეპს – არა
„მანჩესტერ იუნაიტედის“, „იუვენტუსის“, „მონაკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ საინტერესო რამ თქვა. თუ რა უშლის ხელს „მანჩესტერ სიტის“ იმაში, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს… „გუნდს ლიდერები სჭირდება, აი, პეპ გვარდიოლას კი ისინი არ უნდა. გვარდიოლას არ სჭირდება ინდივიდუალისტები, რადგან უნდა რომ მხოლოდ თავად იყოს ლიდერი. არ სურს, რომ ვინმემ ავტორიტეტი დაუჩრდილოს. … ამიტომაც ხდება,...
ძენ ბუდიზმი მანჩესტერ სიტიში
კევინ დე ბრუინმა ერლინგ ჰოლანდის „მანჩესტერ სიტიში” გადასვლა აღნიშნაო, ასე აღიქვა ინგლისურმა მედიამ ჟესტი, რომლითაც ბელგიელმა „ვულვერჰემპტონის” კარში გატანილი ოთხი გოლიდან ერთ-ერთი აღნიშნა. „ქალაქელებმა” „მგლები” სტუმრად დაარბიეს – 5:1. დე ბრუინმა სამი გოლი მატჩის პირველ 24 წუთში გაიტანა, მეოთხე კი მეორე ტაიმში დაამატა. „ვულვზის” კარში კიდევ ერთი რაჰიმ სტერლინგმა 84-ე წუთზე შეაგდო. რაც შეეხება მასპინძელთა...
უნიკალური ფილი
„მანჩესტერ სიტის“ 21 წლის ნახევარმცველი ფილ ფოდენი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და 80 წამში შესანიშნავი გადაცემით კევინ დე ბრუინს გამარჯვების გოლი გაატანინა. ფილი მინდორზე ნათელი წერტილივით იყოო, ამბობენ ინგლისელები. ფოდენი მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია, პეპ გვარდიოლას საყვარელი მოთამაშე. ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ტურნირებიდნ გვახსოვს, როცა 2017-ში, ინგლისის 17-წლამდელთა...
პროვოკაციები იცოცხლე, იქნება
პეპ გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს მოუწოდა, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში მეტოქის ხრიკებს არ აჰყვნენ და ნერვები მოთოკონ. სამშაბათს „სიტიმ“ „მატრასების მკერავებს“ შინ მოუგო 1:0. გოლი 70-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა გაიტანა. მანამდე ორიოდ წუთით ადრე კი მოედანზე შევიდა ჯეკ გრილიში, რომელსაც ესპანელმა სტუმრებმა რამდენჯერმე უთავაზეს. ერთ ეპიზოდში, როდესაც გრილიში წაიქცა, ანხელ კოერამ მას ბურთი...
შეუჩერებელი მანჩესტერ სიტი
კევინ დე ბრუინმა გაიტანა გოლი, რომელიც ინგლისური მედიის აზრით პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის ტოლფასია. მართალია ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ ბევრი უკვე გამარჯვებულად მიიჩნევს. „სიტი“ უახლოეს მდევარს, „ჩელსის“ ეთამაშებოდა. დასავლეთ ლონდონელები ძირითად აქცენტს დაცვაზე აკეთებდნენ და 70 წუთის განმავლობაში კარგად უძალიანდებოდნენ პეპ გვარდიოლას შეგირდებს. სტუმრებს გოლის გატანაც შეეძლოთ. მეორე ტაიმის დასაწყისში რომელუ ლუკაკუს ჰქონდა ანგარიშის...
კორონამ ნიუკასლში დებიუტი ჩაშალა
„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი ედი ჰაუ თავის პირველ თამაშს სასტუმროდან გაუძღვება, რადგან covid 19 აიკიდა და ათი დღე თვითიზოლაციაში უნდა იყოს. ამის მიუხედავად, ის „ბრენტფორდთან“ მატჩამდე ყველა ფეხბურთელს ონლაინ ინდივიდუალურად გესაუბრება და შეხვედრის მსვლელობისას ასისტენტებთან, ჯეისონ ტინდალსა და გრემ ჯონსთან მუდმივი კავშირი ექნება. ჰაუ უკვე 12 დღეა, რაც „კაჭკაჭების“ თავკაცია და სასტუმროში ცხოვრობს. მან ბოლო...
ევროპა რონალდუს გარეშე
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა (წინ ფლეი-ოფის მატჩებია) და სიმბოლური ნაკრებიც შედგა. ასევე დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. ნუ გაიკვირვებთ, სიმბოლური გუნდის მეკარედ ლიხტენშეინის „ვადუცის“ ბენიამინ ბიუხელი დაასახელეს. მისმა გუნდმა 10 შეხვედრაში 34 გოლი მიიღო, თუმც სწორედ ბიუხელის დამსახურებაა, რომ ლიხტენშტეინმა სამჯერ მეტი არ გაუშვა. სიმბოლურ გუნდში სამი ნიდერლანდელია, შეტევის ხაზი კი ერთობ შთამბეჭდავად...









