ჭდე: კევინ დე ბრუინი

Home კევინ დე ბრუინი
ჟორჟინიო და ტუხელი
ჩანაწერი

ჟორჟინიო და ტუხელი

უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. საზეიმო ცერემონიალი  სტამბოლში გაიმართა. წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდებისთვის გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, ლონდონის „ჩელსის“ ორი ფეხბურთელი ჟორჟინიო და ნგოლო კანტე, ასევე ფინალისტის, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი იბრძოდნენ. უეფამ საუკეთესოდ ჟორჟინიო დაასახელა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი, ჩელსის გერმანელი თავკაცი თომას ტუხელი იქნა მიჩნეული. უეფას წლის...

კაცი, რომელსაც მყესები ჰქონდა გაწყვეტილი
ჩანაწერი

კაცი, რომელსაც მყესები ჰქონდა გაწყვეტილი

კევინ დე ბრუინმა თქვა, რომ ის თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და ამიტომ ითამაშა ტრავმირებულმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2020-ის მეოთხედფინალში, რომელიც „სკუადრა აძურამ” 2:1 მოიგო. „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე და როგორც წერენ, ასეთი დატვირთვის პირობებში გვარიან ტკივილსაც გაუძლო. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მერვედფინალში პორტუგალიელებმა ატკინეს კოჭი და როგორც...

დე ბრუინისა და აზარის შესახებ
ჩანაწერი

დე ბრუინისა და აზარის შესახებ

წუხელ, სევილიაში, ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება. თამაში პარასკევსაა და ბელგიელთა ესპანელ მწვრთნელს რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ მანამდე ექიმებისგან პორტუგალიელების მიერ დაშავებული კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის შესახებ სასიკეთო ამბებს გაიგებს. „ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ არის ერთი ან მეორე, — მოჰყავს „ა...

დე ბრუინი სახის ნახევარს ვერ გრძნობს
ჩანაწერი

დე ბრუინი სახის ნახევარს ვერ გრძნობს

დანიისა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრაში გადამწყვეტი როლი კევინ დე ბრუინმა ითამაშა — ის მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც დანიელები 1:0-ს იგებდნენ, ჯერ საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ თავადაც შეაგდო გოლი და ბელგიას 2:1 მოაგებინა. ეს გახლდათ დე ბრუინის პირველი გამოჩენა მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” შეხვედრაში, ლონდონელთა მცველ ანტონიო რუდიგერთან შეტაკების...

სულელური წვრილმანები და დიდი შემოტრიალება
ჩანაწერი

სულელური წვრილმანები და დიდი შემოტრიალება

„მანჩესტერ სიტი” ცალი ფეხით ფინალშია, თუმცა, როგორც ასეთ დროს ამბობენ, ჯობს ჯერ დავიცადოთ. ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. პარიზში „სიტიმ” პსჟ-ს 2:1 მოუგო. პირველ ტაიმში სტუმრებს მასპინძლები ჯობდნენ, მეორეში კი სტუმრებმა მასპინძლები მოედნიდან გააქრეს, ოღონდ ამაში თავად პარიზელებიც წაეშველნენ. მანჩესტერელები 0:1-ს აგებდნენ, შესვენების შემდეგ კი შვიდწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. ეს გახლდათ ქალაქელების ზედიზედ მე-18 გამარჯვება...

სიტის ზედიზედ მეოთხე კარაბაო
ჩანაწერი

სიტის ზედიზედ მეოთხე კარაბაო

როგორც კი ინგლისში დადგა დღე, როდესაც ჩვეულებრივი ცხოვრების მაგვარი ქცევა შესაძლებელი გახდა, ტრიბუნიდან დინ მარტინის სიმღერა გაისმა… თუმცა, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ ვიტყვით, რომ აჟღერდა „მანჩესტერ სიტის” ჰიმნი „ლურჯი მთვარე”. „უემბლიზე” „სიტის” 2 ათასი ფანი შეუშვეს. მათი ხმა პეპ გვარდიოლასა და მის ბიჭებს ათეულობით ათასის გუგუნად ესმოდათ. სულ სტადიონის კარი 8 ათას გულშემატკივარს გაუღეს...

დე ბრუინის კიდევ ორი
ჩანაწერი

დე ბრუინის კიდევ ორი

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმა კევინ დე ბრუინთან. უფრო სწორად, უკვე არსებული კონტრაქტი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა. 29 წლის ბელგიელი ნახევარმცველი „სიტიში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. კევინ დე ბრუინი მანჩეტერელთა ღირსებას უკვე 6 წელიწადია იცავს და ინგლისის ჩემპიონის ორი ტიტულიც აქვს მოგებული.

სიტი ყველას მუსრს ავლებს
ჩანაწერი

სიტი ყველას მუსრს ავლებს

„მანჩესტერ სიტის” წარმატება სწყურია. და მართალია, პეპ გვარდიოლას არ მოეწონა თავისი უკრაინელი მცველის, ოლექსანდრ ზინჩენკოს ამასწინანდელი ნათქვამი, წლეულს ოთხივე მსხვილ შეჯიბრებაში უნდა გავიმარჯვოთო — გვარდიოლამ იცის, რომ სეზონის ყველაზე რთული და დამქანცველი პერიოდი სწორედ ახლა იწყება — „ქალაქელები” ჯერჯერობით მაინც მუსრს ავლებენ ყველასა და ყველაფერს. „სიტის” მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან” პირველ შეხვედრაში 2:0 ჰქონდა მოგებული და ბუდაპეშტში...

მისი დაკარგვა არავის უნდა…
ჩანაწერი

მისი დაკარგვა არავის უნდა…

„მანჩესტერ სიტი“ უახლოეს დღეებში ახალ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს თავის ბელგიელ ვარსკვლავს, კევინ დე ბრუინს. ამჟამად ფეხბურთელი ჯამაგირად კვირაში 320 ათას გირვაქას იღებს, თუმცა ამბობენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ბონუსებიც დაემატება. კონკრეტული თანხა ჯერ არ სახელდება. საქმე ის არის, რომ დე ბრუინს „ქალაქელებმა“ იანვარში უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომელიც ფეხბურთელს არ მოეწონა და...

სიტის სერიოზული დანაკარგი
ჩანაწერი

სიტის სერიოზული დანაკარგი

„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ დაახლოებით თვენახევარი ვერ დაიხმარს კევინ დე ბრუინს. ერთ-ერთ წამყვან ნახევარცველს უსათუოდ მოუწევს „ლივერპულთან“ და „ტოტენჰემთან“ მატჩებისას უქმობა და დიდი შანსია, ვერც „არსენალთან“ დაპირისპირებისას ვიხილოთ. „დღეს დილით ექიმმა დიაგნოზი დასვა. კევინს თეძოს უკანა ზედაპირის ტრავმა აქვს. დიდი დანაკლისია თუ არა? რა თქმა უნდა. უპრობლემო არავინაა, მაგრამ ამის მიუხედავად წინ...