„მანჩესტერ სიტი“ უახლოეს დღეებში ახალ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს თავის ბელგიელ ვარსკვლავს, კევინ დე ბრუინს. ამჟამად ფეხბურთელი ჯამაგირად კვირაში 320 ათას გირვაქას იღებს, თუმცა ამბობენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ბონუსებიც დაემატება. კონკრეტული თანხა ჯერ არ სახელდება.
საქმე ის არის, რომ დე ბრუინს „ქალაქელებმა“ იანვარში უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომელიც ფეხბურთელს არ მოეწონა და ნაღვლიანად განაცხადა: ეტყობა აქ განვითარების საშუალება აღარ მექნებაო.
ცხადია, მისი დაკარგვა არავის უნდა. ჰოდა, დაფაცურდნენ. დე ბრუინი ხომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
