ჭდე: კევინ დე ბრუინი

Home კევინ დე ბრუინი
ლუკაკუ ბელგიის გარეთ საუკეთესოა
ჩანაწერი

ლუკაკუ ბელგიის გარეთ საუკეთესოა

იტალიური „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად აღიარეს, რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელადაც, რადგან წამყვანი მოთამაშეები, სწორედ ლეგიონერები არიან. გამოკითხვაში ლუკაკუმ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინსა და მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას აჯობა. „მადლობა ღმერთს, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს „ინტერში“....

დე ბრუინი ხელფასზე ვაჭრობს
ჩანაწერი

დე ბრუინი ხელფასზე ვაჭრობს

კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს „ვოლფსბურგიდან” გადავიდა და „ეტიჰედზე” მსოფლიო კლასის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ახლა მას შესაძლებლობა ეძლევა „ქალაქელებთან” ფაქტობრივად „საპენსიო” ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ არ ჩქარობს. 29 წლის ბელგიელისა და „სიტის” ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა, კლუბის ბოსებს კი უნდათ, რომ დე ბრუინი მათთან 2025 წლამდე დარჩეს. ცხადია, კონტრაქტის ვადის ასეთ გახანგრძლივებას ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდაც...

მესი შემადგენლობაში ვერ მოხვდა
ჩანაწერი

მესი შემადგენლობაში ვერ მოხვდა

ამასაც მოვესწარით: ვიღაცამ გაბედა და ლეო მესი შემადგენლობის მიღმა დატოვა. ეს „ვიღაც“ არც მეტი, არც ნაკლები, ფრანგული გამოცემა L’Eguipe გახლავთ. ფრანგებმა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სისტემით შეადგინეს და მასში მესის ადგილი ვერ ნახეს. საუკეთესო 11-ეული ასე გამოიყურება:

პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე
ჩანაწერი

პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე

სულ რაღაც 35 წუთში გაჩნდა ეჭვი, რომ „ჩელსი” პრემიერლიგაში საჩივარს შეიტანდა, კორონავირუსის მიზეზით „მანჩესტერ სიტისთან” ჩემი თამაშიც რატომ არ გადადეთო. „ევერტონს” ხომ გადაუდეს… არადა, „ევერტონი” წუწუნებდა, ჯობდა გვეთამაშაო. ახლა, უკეთესი იქნება თუ გაჩუმდება და რაც მოხდა იმას შეირგებს. მოკლედ, „ევერტონი” გადარჩა, რომ არ შეხვდა პეპ გვარდიოლას გუნდს მაშინ, როდესაც მას ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ავად ჰყავს...

გვარდიოლამ სტილი დაინახა
ჩანაწერი

გვარდიოლამ სტილი დაინახა

მესი? არგენტინელის დამატება, რასაკვირველია, დიდებული იქნებოდა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” სეზონის პირველ შეხვედრაში არაფერი ეტყობოდა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იყიდა და ამის გამო თამაშის ხარისხი ჩაუვარდა. და „ქალაქელთა” აღმაფრენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ფილ ფოდენი, რომელიც მესის „ეტიჰედზე” გადასვლის შემთხვევაში სათადარიგო გახდებოდა. 20 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივარს დაავიწყა ის სკანდალი, რომელშიც ინგლისის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე...

ერთი ლივერპულური კვარტეტიდან
ჩანაწერი

ერთი ლივერპულური კვარტეტიდან

ინგლისში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ ის უსათუოდ ორიდან ერთი კლუბის წარმომადგენელი იქნება – „ლივერპულის“ ან „სიტის“. ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის 6 კანდიდატი დაასახელა. აქედან ოთხი ლივერპულელია: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვალ დაიკი, ჯორდან ჰენდერსონი და სადიო მანე. კიდევ ორი კანდიდატი „სიტის“ წარმოადგენს – კევინ დე ბრუინი და რაჰიმ...

კევინი და მისი ავტორიტეტი
ჩანაწერი

კევინი და მისი ავტორიტეტი

„მანჩესტერ სიტისა” და მისი მწვრთნელისთვის პეპ გვარდიოლასთვის მნიშვნელოვანი დღე ახლოვდება. ორშაბათს, სპორტის საერთაშორისო სასამართლო იტყვის ითამაშებენ „ქალაქელები” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თუ არა; მოუხსნიან თუ არა ინგლისურ კლუბს სასჯელს. ამ დღეს „სიტისთვის” ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს. თუ სასჯელს ძალაში დატოვებენ, მაშინ „ეტიჰედ სთედიუმის” ალაყაფს გასანგრევად ფეხბურთელების მთელი ჯარი მიაწვება. და არის ერთი მოთამაშე, რომლის...

ლევანდოვსკის დროა
ჩანაწერი

ლევანდოვსკის დროა

წლეულს „ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტად რობერტ ლევანდოვსკი სახელდება. მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ივნისის შუაში ფორმა „აკრიფა“ და ექსპერტების აზრით, ორი უმთავრესი კონკურენტი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ სწორედ მაშინ ჩამოიშორა. მეტიც, კრიშტიანუ მაშინ კევინ დე ბრუინმა სამეულიდანაც გააგდო, თუმც გავიდა კიდევ ორი კვირა და რონალდუ სამეულში დაბრუნდა, მაგრამ უკვე აღარ ჩანს მესი. ლევანდოვსკი კი, ისევ რჩება...

ქეიფი გადადებულია!
ჩანაწერი

ქეიფი გადადებულია!

ამ უქმეებზე, მერსისაიდზე, შამპანურს დროებით ყინულში ჩატოვებენ. „ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ რაჰიმ სტერლინგმა იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონობა გადაუვადა. არადა, „მანჩესტერ სიტის” „არსენალთან” ფეხი რომ დაცდენოდა, „ლივერპულს” მიეცემოდა შესანიშნავი შანსი, კვირას მერსისაიდულ დერბიში გამხდარიყო ჩემპიონი. ტიტულის მაინცდამაინც „გუდისონ პარკზე”, „ევერტონთან” შეხვედრაში მოპოვება „წითლებისთვის” განსაკუთრებით ტკბილი იქნებოდა. თან, უკვე 30 წელს გადაცდა, რაც ისინი ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან,...

ერთ წელს კიდევ ავიტან…
ჩანაწერი

ერთ წელს კიდევ ავიტან…

„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა, 28 წლის კევინ დე ბრუინმა ბელგიურ გაზეთ Het laatste Nieuws-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს მსვლელობისას ლაპარაკი შეეხო ნახევარმცველის „ქალაქელებში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხს. როგორც იცით, თებერვალში, უეფამ „სიტის” ევროთასებიდან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. თუ მანჩესტერელთა აპელაციამ არ გაჭრა, გამოვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი 30 წლამდე ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება. „როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, მე...