კევინ დე ბრუინმა ერლინგ ჰოლანდის „მანჩესტერ სიტიში” გადასვლა აღნიშნაო, ასე აღიქვა ინგლისურმა მედიამ ჟესტი, რომლითაც ბელგიელმა „ვულვერჰემპტონის” კარში გატანილი ოთხი გოლიდან ერთ-ერთი აღნიშნა.
„ქალაქელებმა” „მგლები” სტუმრად დაარბიეს – 5:1. დე ბრუინმა სამი გოლი მატჩის პირველ 24 წუთში გაიტანა, მეოთხე კი მეორე ტაიმში დაამატა. „ვულვზის” კარში კიდევ ერთი რაჰიმ სტერლინგმა 84-ე წუთზე შეაგდო. რაც შეეხება მასპინძელთა ერთადერთ შედეგიან დარტყმას, ის დე ბრუინის 27 წლის თანამემამულემ ლეანდერ დენდოკერმა მე-11 წუთზე შეასრულა, რითაც ანგარიში 1:1 გახადა.
ეს გახლდათ „სიტის” პირველი თამაში მას მერე, რაც კლუბმა „დორტმუნდისგან” 21 წლის ჰოლანდის გადაბირება დაადასტურა. 1 ივნისს ნორვეგიელი თავდამსხმელი ოფიციალურად გადავა „ეტიჰედზე”. ამბობენ, რომ მანკუნიანთა ბანაკში ამ ტრანსფერით 30 წლის მაესტრო დე ბრუინის დარად არავის გაუხარია და ალბათ ამიტომაც აღიქვეს ჰეთ-თრიკის შემდეგ მისი სამთითაღმართული ზეიმი ჰოლანდის ტრანსფერის გამოძახილად. ნორვეგიელმა იცის ხოლმე ასე: ძენ-ბუდისტის პოზაში დაჯდება, გეგონება ლოცულობს, მედიტაციას ეწევაო.
მართალია, თამაშის დამთავრების შემდეგ „სქაი სპორტთან” საუბარში ბელგიელმა აღნიშნა, რომ ჰოლანდი და ძენის პოზა არაფერ შუაშია, მან უბრალოდ სამი გოლის მერე აღმართა სამი თითი, მაგრამ ბევრმა არ დაუჯერა. სოციალურ ქსელებში ქომაგები ჯიუტად წერდნენ, რომ ეს სწორედ ძენის გამოძახილი იყო და ამ საქციელისთვის ნახევარმცველს აქებდნენ.
„სიტის” გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ, როდის ნახავენ კევინ დე ბრუინის პასებს და ერლინგ ჰოლანდის გოლებს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
