კატალონიური გაზეთი „სპორტი” წერს: ეს უფრო „ბარსელონას” ფანის ოცნებას ჰგავდა, მაგრამ ფაქტია — „რეალის” კარში „ვალენსიას” სასარგებლოდ სამი პენალტი დანიშნეს! საჯარიმოში წესის სამი დარღვევიდან სამივე დაფიქსირდა. არადა, ზინედინ ზიდანის გუნდმა კარგად დაიწყო. 23-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ ძლიერი, ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ მალე „ვალენსიამ” ყველაფერი ყირაზე დააყენა და ამაში წვლილი ვიდეოტექნოლოგიებმაც შეიტანა. ზემოთ ნახსენები სამი...
ჭდე: ზინედინ ზიდანი
ასეთ დაბრუნებას კი აზარი აქვს!
ედენ აზარს სასტარტო შემადგენლობაში 7 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. მაშინ, ბელგიელი ჩემპიონთა ლიგის წინა, გაჯანჯლებული გათამაშების მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობდა. „რეალი” „მანჩესტერ სიტის” ხვდებოდა. რაც შეეხება აზარის ბოლო გოლს, მას მერე 392 დღე იყო გასული და აი, შაბათს, „უესკასთან” შეხვედრაში აზარი მოედანს, უფრო სწორად „რეალის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და… გაიტანა. ანგარიში გახსნა. ეს გახლდათ შესანიშნავი...
ისკომ ბიჭებთან ზიდანზე დაიჩივლა
„რეალის” ნახევარმცველი ისკო კამერამ თანაგუნდელებთან ჩივილის დროს გადაღო. ეს შაბათს, „ელ კლასიკოს” წინ მოხდა, როდესაც „კამპ ნოუზე” მადრიდელებმა „ბარსელონას” 3:1 მოუგეს, რამაც ისკოს გარეშე ჩაიარა. მიმდინარე სეზონის 7 ტურში ისკო ზინედინ ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ათამაშა. პირველად, ეს მოხდა „ვალიადოლიდთან”, სექტემბერში, როდესაც ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 57 წუთი დაჰყო, ხოლო მეორედ „კადისთან” შინ წაგებული მატჩში,...
კამაჩო ზიდანზე, რამოსსა და ბაიერნზე
„რეალის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხოსე ანტონიო კამაჩო ფიქრობს, რომ თუნდაც შაბათს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში”, მადრიდელებმა „ბარსელონასთან” წააგონ, ზინედინ ზიდანს თანამდებობიდან მაინც არ მოხსნიან. „ლოს ბლანკოსს” ცუდი პერიოდი უდგას. წინა უქმეებზე, ლა ლიგაში, ესპანეთის ჩემპიონმა შინ, „კადისთან” წააგო 0:1, შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაში, „შახტარისგან” იგემა 2:3. „თეთრები” დონეცკის გუნდსაც შინ შეხვდნენ. ამის მიუხედავად, კამაჩო...
რეალმა ვერ ივარგა
„ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის ჩოკო ლოსანოს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა „რეალისა” და „კადისის” შეხვედრაში — მადრიდელებმა შინ წააგეს. საგოლე პასი ლოსანოს თავით ვეტერანმა ალვარო ნეგრედომ დაუგდო. ნეგრედოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 35 წლის მიუხედავად, ჩინებულად ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონს ბევრი პრობლემა შეუქმნა: მისი დარტყმული ჯერ სერხიო რამოსმა გამოიტანა კარის ხაზიდან, შემდეგ კი თავით ცოტათი ააცილა მიზანს. „კადისი”...
კორონას შიშით სპორტი ვის შეუწყვეტია!
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მადრიდის „რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომელსაც მის გარდა ფრანგული სპორტული საზოგადოების ასზე მეტი წარმომადგენელი უჭერს მხარს. ეს გახლავთ მოთხოვნა მთავრობისადმი, რომ მან გახსნას სპორტული დარბაზები და covid 19-თან ბრძოლის ეგიდით ნუ ეწევა სპორტისა და სპორტული სარბიელების დემონიზაციას. მოთხოვნა გამოქვეყნდა გუშინ, Le Journal du Dimanche-ში (საკვირაო ჟურნალი). ტექსტი ეხება პანდემიის...
ბაზარი აღარაა
ბოლო 40 წელიწადში პირველად მოხდა, რომ მადრიდის „რეალმა“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელი არ შეიძნა. ეს რაც შეეხება ტრანსფერს, თორემ გუნდს დაუბრუნდნენ იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები: მეკარე ანდრეი ლუნინი (ოვიედო), მცველი ალვარო ოდრიოსოლა (ბაიერნი) და ნახევარმცველი მარტინ ოდეგორი (სოსიედადი). „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონია. მადრიდელებმა უშუალო კონკურენტ „ბარსელონას“ ხუთი ქულით აჯობეს. „სამეფო კლუბი“ ლა ლიგას ახლაც ლიდერობს – ზინედინ...
ანჩელოტის ხამესი და ზიდანის ხამესი
ხამეს როდრიგესმა პრემიერლიგაში სახე იცვალა. „ევერტონში”, რომელსაც კარლო ანჩელოტი წვრთნის, კოლუმბიელი საკუთარი თავის რწმენით აივსო და ნიჭს გაცილებით უკეთ ავლენს. ესპანური გაზეთი „მარკა” წერს, რომ ის „რეალში”, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ასე ვერ თამაშობდა. „მარკამ” გადაწყვიტა შეედარებინა, თუ რა განსხვავებაა ხამესს ზიდანის ხელში და ხამესს ანჩელოტის ხელში. ესპანელი ჟურნალისტების ვერსია ასეთია: რწმენა: გულწრფელები თუ ვიქნებით, რთული...
ოღონდ ბეილი მოგვაშორეთ
მადრიდის „რეალი“ მზად არის, ყოველმხრივ კომფორტული პირობები შეუქმნას კლუბს, რომელიც გარეთ ბეილს წაიყვანს. ფეხბურთელის კონფლიქტი ზინედინ ზიდანთან იმ ფაზაშია, რომ შემდგომი თანამშრომლობა გამორიცხულია. ამას უელსელიც ხვდება და ფეხბურთზე მეტად გოლფით ირთობს თავს. ბეილის კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდის, მისი ასტრონომიული ხელფასი კი კლუბს ტვირთად აწევს. ჰოდა, „რეალი“ მზად არის, ბეილს ხელფასის ნახევარი უხადოს, თუკი ვინმე...
ანდრეა პირლო – იუვეს ახალი მწვრთნელი
მაურიციო სარის წასვლის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ყველაზე აქტიურად მაურისიო პოჩეტინო, სიმონე ინძაგი და ზინედინ ზიდანი განიხილებოდნენ. ასევე აქტიურად დაირხა ხმები მაქს ალეგრისთან დაკავშირებით. მხოლოდ აქა-იქ თუ წავიკითხავდით ანდრეა პირლოზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „იუვეს“ 23 წლამდე გუნდის თავკაცად დაინიშნა და… „იუვემ“ რისკიანი ნაბიჯი გადადგა – 41 წლის პირლო, ვინაც ახლახანს აიღო...









